თემა: Chempionta liga (ფეხბურთი / ფეხბურთის ისტორია) Nukri (08.10.2014 22:54) [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/bf/UEFA_Champions_League_logo_2.svg/116px-UEFA_Champions_League_logo_2.svg.png[/img] უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა -ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. [1] ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება. [2] ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში. [3] 1955- 1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. [1] 1992 -1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. [1] ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია მადრიდის „რეალი“ , რომელმაც 10-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული. [4] სულ, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. [4] მოქმედი გამარჯვებულია მადრიდის „რეალი“ .[5] საპრიზო თანხა როგორც 2012–13 წლების სეზონში, უეფა აჯილდოვებს 2.1 მილიონი ევროთი ყველა პლეი–ოფში გასულ გუნდს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 8.6 მილიონი ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 1 მილიონ ევროდ, ფრე 500,000 ით. გარდა ამისა, პირველ სანოკაუტო რაუნდამდე მიღწევაში უეფა კლუბს 3.5 მილიონ ევროს უხდის, ყველა მეოთხედ ფინალისტს 3.9 მილიონ ევროს, ნახევარფინალისტს 4.9 მილიონ ევროს, 6.5 მილიონი ევრო მეორე ადგილზე გასულს, ხოლო გამარჯვებულს 10.5 მილიონი ევრო. [6] პლეი–ოფამდე გასვლა: €2,100,000 ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: €8,600,000 ჯგუფური მატჩის მოგება: €1,000,000 ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: €500,000 1/16 ეტაპი: €3,500,000 1/4 ფინალი: €3,900,000 ნახევარფინალი: €4,900,000 წაგებული ფინალისტი: €6,500,000 ფინალის გამარჯვებული: €10,500,000 მედლები ისევე როგორც 2012–13 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოდგენილია 40 ოქროს მედალი და 40 ვერცხლის მედალი მეორე ადგილზე გასულთათვის. [7] სტატისტიკა და რეკორდები ქვეყნების მიხედვით ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 14-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა თასის აღება და 10-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. იტალიისა და ინგლისის გუნდებმა 12-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. სულ 10 ქვეყნის გუნდებმა მოახერხა ჩემპიონთა თასის მოპოვება. ქვეყანა ჩემპიო ნი მეორე ადგილი ესპანეთი 14 10 იტალია 12 14 ინგლისი 12 7 გერმანია 7 10 ნიდერლანდი 6 2 პორტუგალია 4 5 საფრანგეთი 1 5 შოტლანდია 1 1 რუმინეთი 1 1 სერბეთი 1 1 საბერძნეთი 0 1 ბელგია 0 1 შვედეთი 0 1 წყარო: https://estadio.ge/forum/14/33/192/