თემა: Seria a (ფეხბურთი / ფეხბურთის ისტორია) Nukri (09.10.2014 19:58) სერია A, ახლა ცნობილი, როგორც Seria A TIM ტელეკომ იტალია მობაილთან სპონსორობის გამო — პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი კლუბებისთვის, რომლებიც განტავსებული არიან იტალიური საფეხბურთო ლიგის სისტემის თავზე. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს. ფორმატი[რედაქტირება] 2004/2005 წლის სეზონიდან სერია ა-ს გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს: ერთი თამაში იმართება პირველი გუნდის მოედანზე, ხოლო მეორე თამაში შესაბამისად მეორე გუნდის მოედანზე. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში, Andata და მეორე 19-ს მეორეში Ritomo). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია. კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების მოპოვების შემთხვევაში კლუბი გამოცხადება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის ქვედა ლიგაში, სერია ბ-ში. სერია ა-ს 4 საუკეთესო კლუბი, რომელიც დაიკავებს 1-დან მე-4 ადგილებს, ავტომატურად მონაწილეობას იღებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 3 კლუბი ტურნირში ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მეოთხე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაცო რაუნდში, რომელსაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა კლუბთან. მე-5 და მე-6 ადგილების დაკავების შემთხვევაში კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროპის ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის ფინალისტები უკვე მონაწილეობას იღებენ ჩემპიონთა ლიგის ანდა ევროპის ლიგის გათამაშებაში, მესამე ”საგზურის” მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-7-ე ადგილზე გასული კლუბი. [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/99/Scudetto.svg/220px-Scudetto.svg.png[/img] სკუდეტო ისტორია სერია ა-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან - 1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონალური პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია ა-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა, 1934 - 1943, 1967 - 1988 = 16 1929 - 1934, 1952 - 1967, 1988 - 2004 = 18 1946 - 1947, 1948 - 1952, 2004 - დღემდე = 20 1947 - 1948 = 21 სერია ”ა”-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც გათამაშება მოიგო 27-ჯერ; შემდეგ მოდიან ლომბარდიული გრანდები მილანი და ინტერი, რომლებაც 17-17-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი; ჯენოა კი 9-ჯერ გახდა გამარჯვებული. ათჯერ გამარჯვების შემთხვევაში გუნდს ეძლევა უფლება კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი; ამგვარად იუვენტუსი ფლობს 2 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს. სერია ა-ს გამარჯვებულები[რედაქტირება] Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის ჩემპიონები ფეხბურთში. წელი კლუბი ქალაქი 1898 ჯენოა გენუა 1899 ჯენოა გენუა 1900 ჯენოა გენუა 1901 მილანი მილანი 1902 ჯენოა გენუა 1903 ჯენოა გენუა 1904 ჯენოა გენუა 1905 იუვენტუსი ტურინი 1906 მილანი მილანი 1907 მილანი მილანი 1908 ვერჩელი ვერჩელი 1909 ვერჩელი ვერჩელი 1910 ინტერი მილანი 1911 პრო ვერჩელი ვერჩელი 1912 პრო ვერჩელი ვერჩელი 1913 პრო ვერჩელი ვერჩელი 1914 კაზალე კაზალე მონფერატო 1915 ჯენოა გენუა 1920 ინტერი მილანი 1921 პრო ვერჩელი ვერჩელი 1922 პრო ვერჩელი ნოვე-ლიგურე, ვერჩელი 1923 ჯენოა გენუა 1924 ჯენოა გენუა 1925 ბოლონია ბოლონია 1926 იუვენტუსი ტურინი 1927 ტორინო ტურინი 1928 ტორინო ტურინი 1929 ბოლონია ბოლონია 1930 ინტერი მილანი** 1931 იუვენტუსი ტურინი 1932 იუვენტუსი ტურინი 1933 იუვენტუსი ტურინი 1934 იუვენტუსი ტურინი 1935 იუვენტუსი ტურინი 1936 ბოლონია ბოლონია 1937 ბოლონია ბოლონია 1938 ინტერი მილანი** 1939 ბოლონია ბოლონია 1940 ინტერი მილანი** 1941 ბოლონია ბოლონია 1942 რომა რომი 1943 ტორინო ტურინი 1944 ვიჯილი-დელ-ფუოკო სპეცია 1946 ტორინო ტურინი*** 1947 ტორინო ტურინი 1948 ტორინო ტურინი 1949 ტორინო ტურინი 1950 იუვენტუსი ტურინი 1951 მილანი მილანი 1952 იუვენტუსი ტურინი 1953 ინტერი მილანი 1954 ინტერი მილანი 1955 მილანი მილანი 1956 ფიორენტინა ფლორენცია 1957 მილანი მილანი 1958 იუვენტუსი ტურინი 1959 მილანი მილანი 1960 იუვენტუსი ტურინი 1961 იუვენტუსი ტურინი 1962 მილანი მილანი 1963 ინტერი მილანი 1964 ბოლონია ბოლონია 1965 ინტერი მილანი 1966 ინტერი მილანი 1967 იუვენტუსი ტურინი 1968 მილანი მილანი 1969 ფიორენტინა ფლორენცია 1970 კალიარი კალიარი 1971 ინტერი მილანი 1972 იუვენტუსი ტურინი 1973 იუვენტუსი ტურინი 1974 ლაციო რომი 1975 იუვენტუსი ტურინი 1976 ტორინო ტურინი 1977 იუვენტუსი ტურინი 1978 იუვენტუსი ტურინი 1979 მილანი მილანი 1980 ინტერი მილანი 1981 იუვენტუსი ტურინი 1982 იუვენტუსი ტურინი 1983 რომა რომი 1984 იუვენტუსი ტურინი 1985 ელას ვერონა ვერონა 1986 იუვენტუსი ტურინი 1987 ნაპოლი ნეაპოლი 1988 მილანი მილანი 1989 ინტერი მილანი 1990 ნაპოლი ნეაპოლი 1991 სამპდორია გენუა 1992 მილანი მილანი 1993 მილანი მილანი 1994 მილანი მილანი 1995 იუვენტუსი ტურინი 1996 მილანი მილანი 1997 იუვენტუსი ტურინი 1998 იუვენტუსი ტურინი 1999 მილანი მილანი 2000 ლაციო რომი 2001 რომა რომი 2002 იუვენტუსი ტურინი 2003 იუვენტუსი ტურინი 2004 მილანი მილანი 2005 ტიტული არ მინიჭებულა**** — 2006 ინტერი მილანი 2007 ინტერი მილანი 2008 ინტერი მილანი 2009 ინტერი მილანი 2010 ინტერი მილანი 2011 მილანი მილანი 2012 იუვენტუსი ტურინი 2013 იუვენტუსი ტურინი 2014 იუვენტუსი ტურინი * - 1928-1945 წლებში, ინტერის (ინტერნაციონალე) სახელწოდება იყო "ამბროზიანა ინტერი". ** - 1945-1946 წლებში, სერია "ა"-მ და "ბ"-ემ ჩემიონატი ჩაატარეს ორ ჯგუფად, რის შემდეგაც ჩატარდა ფინალური სტადია და ამის შემდეგ გამოვლინდა ჩემპიონი. **** - 2004-2005 და 2005-2006 წლის სეზონებში, გათამაშება მოიგო იუვენტუსმა, მაგრამ 2006 წლის მაისში კლუბს ორივე ტიტული ჩამოართვეს. 2004-2005 წლის სკუდეტო არავისთვის არ მიუნიჭებიათ. 2005-2006 წლის გამარჯვებულად გამოცხადდა ინტერი. წყარო: https://estadio.ge/forum/14/33/196/