თემა: premier liga (ფეხბურთი / ფეხბურთის ისტორია) Nukri (09.10.2014 20:01) [img]http://fexburti.ru/champ/epl/p.jpg[/img] [b]პრემიერ ლიგა — პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა ინგლისური კლუბებისთვის. წარმოადგენს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით. ყოველი გუნდი თამაშობს 38 მატჩს, ჩემპიონატი მოიცავს 380 მატჩს ჯამში.მატჩების უმეტესობა ტარდება შაბათ-კვირას. გათამაშების ოფიციალური სპონსორია "Barclays Bank"-ი, ამიტომ ჩემპიონატის ოფიციალური სახელწოდებაა "Barclays Premier League". ჩემპიონატი „პრემიერ ლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. მათი მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებების გაყიდვიდან.[1] 2008-09 წლების სეზონში საერთო მოგებამ შეადგინა 2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.[2] 2010-11 წლების სეზონში საშუალო დასწრება პრემიერ ლიგის მატჩებზე იყო 35,363, რითიც მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ.[3] უახლოესი 5 წლის განმავლობაში პრემიერ-ლიგა უეფას რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა თუმცა 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში პირველობა ესპანეთის ლა-ლიგას დაუთმო. 1888 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 23 კლუბი. 1992 წლიდან პრემიერ ლიგაში იასპარეზა 45-მა კლუბმა, აქედან ხუთმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (12 ტიტული), „არსენალი“ (3), „ჩელსი“ (3), „მანჩესტერ სიტი“ (2) და „ბლექბერნ როვერსი“ (1). ბოლოს ჩემპიონი გახდა „მანჩესტერ სიტი“, რომელიც მეორედ დაეუფლა ამ ტიტულს.[/b] ისტორია წარმოშობა 1970-იან წლებში ინგლისური კლუბები ევროთასებზე წარმატებას აღწევენ. 80-იანი წლებში იწყება "პრემიერ-ლიგის" დაღმასვლა. სტადიონები ცუდ მდგომარეობაში იყო, იძარცვებოდა სტადიონები. 1985 წელს მომხდარი ეიზელსკის ტრაგედიის შემდეგ ინგლისრუი კლუბები ევროთასებიდან მოხსნეს. ფეხბურთის პირველი ლიგა, რომელიც ინგლისში უმაღლესი ლიგა იყო 1988 წლისთვის დონით საგრძნოლად ჩამორჩებოდა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს, რის გამოც წამყვანი ბრიტანელი ფეხბურთელები სწორედ იტალიასა და ესპანეთში წავიდნენ სათამაშოდ. 1990 წლიდან იწყება ინგლისური ფეხბურთის აყვავება. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისური კლუბები დაუშვეს ევროპის ტურნირებზე. ინგლისის ნაკრები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ნახევარფინალში გავიდა. 1986 წელს ფეხბურთის ლიგამ ტრანსლაციების გაყიდვით 6.3 მლნ. ფუნტი გამოიმუშავა. ორ წელიწადში კი წლიური შემოსავალი ტელევიზიებიდან საგრძნობლად გაიზარდა. 1988 წელს ფეხბურთის ლიგას 44 მლნ. ფუნტი შეუვიდა. დაარსება (1991)[რედაქტირება] 1990/91 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბების ხელმძღვანელობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ ახალი ლიგა და ამით კლუბები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავდნენ. 1991 წლის 17 ივლისს საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონის კლუბების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ახალი ორგანიზაცია (FA Premier League). ახლად შექნილ უმაღლეს დივიზიონს მიენიჭა კომერციული დამოუკიდებლობა ფეხბურთის ასოციაციისგან და ფეხბურთის ლიგიდან და თავად შეეძლო დამოუკიდებლად დაეწყო მოლაპარაკებები ტელეტრანსლაციების გაყიდვაზე, ასევე სპონსორებთან დამოუკიდებლად შეთანხმებულიყო. განიხილებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდიდა ინგლისური კლუბების დონეს და ისინი წარმატებით გამოვიდოდნენ ევროთასებზე. 1992 წელს ყველა, 22-ივე გუნდი შევიდა ფეხბურთის ლიგის შემადგენლობაში. ამავე წლის 27 მაისს კი შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია პრემიერ ლიგა. პრემიერ ლიგის შექმნის შემდეგ ის უმაღლესი დივიზიონი იყო, ხოლო ფეხბურთის ლიგაში ისევ 3 დივიზიონი დარჩა, ტურნირის ფორმატი კი არ შეცვლილა. პრემიერ ლიგის დამაარსებელი 22 კლუბი: «არსენალი», «ასტონ ვილა», «ბლექბერნ როვერსი», «ევერტონი», «იფსვიჩ თაუნი», «კოვენტრი სიტი», «კრისტალ პალასი», «ლიდს იუნაიტედი», «ლივერპული», «მანჩესტერ სიტი», «მანჩესტერ იუნაიტედი», «მიდლსბრო», «ნორიჯ სიტი», «ნოტინგემ ფორესტი», «ოლდემ ატლეტიკი», «საუთჰემპტონი», «ტოტენჰემ ჰოტსპური», «უიმბლდონი», «ქუინს პარკ რეინჯერსი», «შეფილდ იუნაიტედი», «შეფილდ უენსდეი» და «ჩელსი». დაარსების შემდეგ[რედაქტირება] ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში ჩატარებულია 19 სეზონი. პირველ 1992-93 წლების სეზონში გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა 22 გუნდი. პირველი გოლი პრემიერ ლიგის ისტორიაში შეფილდ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა გაიტანა, მანჩესტერ იუნაიტედის კარში. ფიფას ბრძანებით უმაღლეს დივიზიონშ 20 კლუბზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ 1995 წლიდან პრემიერ ლიგის გუნდების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. 2006 წლის 8 ივნისს ფიფას სურდა, რომ ახალი სეზონი ყველა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მათ შორის პრიმერა დივიზიონსა და სერია ა-შც 18 გუნდით დაწყებულიყო. თუმცა ამ ინიციატივაზე პრემიერ ლიგამ უარი განაცხადა. ახალისეზონი ჩვეულებრიც 20 გუნდით დაიწყო. ახალი სეზონიდან კი ტურნირის ოფიციალური სახელი (FA Premier League)-ის ნაცვლად (Premier League) გახდა. კორპორაციული სტრუქტურა[რედაქტირება] პრემიერ ლიგა ფუნქციონირებს როგორც კორპორაცია, რომელსაც აკონტროლებს 20 მფლობელი, თითოეული კლუბიდან 1 წარმომადგენელი. ამ წარმომადენლებს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად 1 ხმის უფლება აქვთ, მაგალითად სპონსორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ტურნირის წესების ცვლილებაზე. ხმათა უმრავლესობა გადაწყვეტს უნდა მოხდეს თუ არა ესა თუ ის ცვლილება. მართვისთვის პრემიერ ლიგის კლუბები ირჩევენ თავმჯდომარეს და დირექტორთა საბჭოს. ფეხბურთის ასოციაცია პირდაპირ არ ერევა მათ გადაწყვეტილებაში, თუმცა მას აქვს უფლება დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. პრემიერ ლიგა თავის წარმომადგენლებს გზავნის უეფას ფორუმებზე დასასწრებად და მათი რაოდენობაა განისაზღვრება ცხრილში უეფას კოეფიციენტების მიხევით. ევროპული კლუბები უეფას ფორუმზე ირჩევენ 3 წევრს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ისეთი ტურნირის ფუნქციონირებას, როგორიცაა უეფას ჩემპიონთა ლიგა და უეფას ევროპის ლიგა. ტურნირის ფორმატი და სპონსორები[რედაქტირება] შეჯიბრების ფორმატი[რედაქტირება] ამჟამად პრემიერ ლიგაში 20 კლუბი გამოდის. სეზონის მიმდინარეობისას, რომელიც აგვისტოდან მაისამდე გრძელდება, ყოველი კლუბი ორჯერ ხვდება დანარჩენ კლუბებს: ერთხელ საკუთარ მოედანზე და მეორეჯერ მეტოქის მინდორზე. ასეთი წესით თითო კლუბს სეზონში 38 მატჩის ჩატარება უწევს. გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა, ფრეზე 1 და წაგებაზე 0 ქულა ეწერება. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელ კლუბსაც ექნება ყველაზე მაღალი ქულა, ის იქნება გამარჯვებული. მსგავსი ქულების დაგროვების შემთხვევაში იმ გუნდს ენიჭება უპირატესობა, რომელსაც უკეთესი აქვს ბურთების შეფარდება. თუ ბურთების შეფარდებაც ერთნაირია და ამანაც ვერ გამოარკვია გამარჯვებული, ან თუ საქმე ეხება გასავარდნ ზონას ან ევროთასებზე გამსვლელ ადგილებს მაშინ ეს გუნდები "პლეი-ოფის" ფორმატით გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. 3 გუნდი, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ ქვედა დივიზიონში გავარდებიან ხოლო იქიდან კი 3 საუკეთესო შეუერთდება პრემიერ ლიგას. კვალიფიკაცია ევროთასებზე[რედაქტირება] სეზონის 4 საუკეთესო გუნდი ერთვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან. მეოთხე ადგილზე გასული გუნდი კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაშ. ორ მატჩიან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, დამარცხების შემთხვევაში კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. მიმდინარე წესები მიღებული იქნა 2008 წელს. გუნდი, რომელიც დაიკავებს მე-5 ევროპის ლიგის გათამაშებას "პლეი-ოფიდან" ერთვება. ხოლო ინგლისის თასის გამარჯვებული კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან. 2005 წლიდან, როდესაც "ლივერპულ"-მა ჩემპიონთა ლიგა მოიგო ის ამავდროულად პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ამ წლის შემდეგ "უეფამ" შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრ ეტაპზე პირდაპირ გადის წინა წლის ლიგის გამარჯვებული. 2008 წლის შემოდგომაზე "უეფამ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგა პირველ ადგილს იკავება, როგორც ევროპის საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატი. ამ ტიტულს ის 5 წელის ინარჩუნება. 5 წლის შემდეგ მან ადგილი ესპანურ ლა-ლიგას დაუთმო. სპონსორები[რედაქტირება] 1993 წლიდან მოყოლებული პრემიერ ლიგამ 3 სპონსორი გამოიცვალა. ტურნირის სპონსორის სახელი უნდა ფიგურირებდეს ჩემპიონატის ოფიციალურ სახელწოდებაში. 1993—2001: Carling (FA Carling Premiership) 2001—2004: Barclaycard (Barclaycard Premiership) 2004—2007: Barclays (Barclays Premiership) 2007—დღემდე: Barclays Premier League პრემიერ ლიგის რეკორდები[რედაქტირება] ყველაზე მეტი მოგებული თამაში სეზონში:29, "ჩელსი" (2004/05,2005/06) ყველაზე ცოტა წაგებული მატჩი სეზონში:0 "არსენალი" (2003/04) ყველაზე მეტი დაგროვებული ქულა სეზონში:95 "ჩელსი" (2004/05) ყველაზე ცოტა დაგროვებული ქულა სეზონში:11 "დერბი ქაუნთი" (2007/08) ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში:103 "ჩელსი" (2009/10) ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში:100 "სუინდონ თაუნი" (1993/94) ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში:15 "ჩელსი" (2004/05) ყველაზე დიდი მოგება სახლში:9-0 "მანჩესტერ იუნაიტედი" 9 - 0 "იფსვიჩ თაუნი" (1995, 4 მარტი) ყველაზე დიდი მოგება გასვლაზე:1-8 "ნოტინგემ ფორესტი" 1-8 "მანჩესტერ იუნაიტედი" (1999, 6 თებერვალი) ყველაზე მეტი გატანილი გოლი მატჩში:7-4 "პორტსმუთი" 7-4 "რედინგი" (2007, 29 სექტემბერი) პრემიერ ლიგის ჩემპიონები სეზონი გამარჯვებული 1992/93 მანჩესტერ იუნაიტედი 1993/94 მანჩესტერ იუნაიტედი 1994/95 ბლექბერნ როვერსი 1995/96 მანჩესტერ იუნაიტედი 1996/97 მანჩესტერ იუნაიტედი 1997/98 არსენალი 1998/99 მანჩესტერ იუნაიტედი 1999/00 მანჩესტერ იუნაიტედი 2000/01 მანჩესტერ იუნაიტედი 2001/02 არსენალი 2002/03 მანჩესტერ იუნაიტედი 2003/04 არსენალი 2004/05 ჩელსი 2005/06 ჩელსი 2006/07 მანჩესტერ იუნაიტედი 2007/08 მანჩესტერ იუნაიტედი 2008/09 მანჩესტერ იუნაიტედი 2009/10 ჩელსი 2010/11 მანჩესტერ იუნაიტედი 2011/12 მანჩესტერ სიტი 2012/13 მანჩესტერ იუნაიტედი 2013/14 მანჩესტერ სიტი წყარო: https://estadio.ge/forum/14/33/197/