თემა: ერთი გუნდის სამწუხარო ისტორია: კლუბი, რომელმაც მსოფლიო გააერთიანა (ფეხბურთი / ფეხბურთი - სხვადასხვა) Gaucho (01.12.2016 13:51) [img]http://goal.ge/uploads/posts/2016-11/1480532932_chapecone.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 13:54) „შაპეკოენსე“ – გუნდი, რომლის სამწუხარო ისტორიამ მთელი მსოფლიო გააერთიანა. მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ტრაგედია არ შეეხო. ინგლისის ლიგის თასის გუშინდელი შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლის დროსაც „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლუკას ლეივამ ცრემლი ძლივს შეიკავა. როგორც აღმოჩნდა, ლუკასი „შაპეკოენსეს“ რამდენიმე მოთამაშეს პირადად იცნობდა და ამ ტრაგედიამ მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს, მადრიდის „რეალმა“ „ელ კლასიკოს“ წინ გამართული ვარჯიშის დაწყებამდე, „შაპეკოენსეს“ ავიაკატასტროფაში გარდაცვლილ ადამიანებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ გუნდების, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით ბრაზილიური გუნდისადმი პატივისცემა გამოხატა და ავიაკატასტროფაში დაღუპულებს მორალურად თუ ფინანსურად დაეხმარა. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციებიც, რომლის მიხედვითაც კრიშტიანუ რონალდუმ გარდაცვლილ ადამიანთა ოჯახებს 3–3 მილიონი ჩაურიცხა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ცნობილი ადამიანი გაერთიანდა და ბრაზილიური კლუბის მოთამაშეების ოჯახებს ერთიანად გამოუცხადა სოლიდარობა. არგენტინული და ბრაზილიური გუნდები მზად არიან, რომ „შაპეკოენსეს“ თავიანთი მოთამაშეები აბსოლუტურად უფასოდ შესთავაზონ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს გახლდათ ტრაგედია, რომელიც ისტორიას დარჩება და ამ მოთამაშეების შესახებ მომავალი თაობებიც გაიგებენ. ეს იყო გუნდი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით საფინალო ეტაპამდე მიაღწია და ამ უდიდესი ტრაგედიის გამო ფინალი ვერ ითამაშა. გადარჩენილი ადაიანები პირველი გადარჩენილი გუნდის მარცხენა მცველი, ალან რუშენი აღმოჩნდა. მას გონება არცერთი წამით არ დაუკარგავს და თვითმფრინავის კატასტროფიდან საავადმყოფომდე განვლილი გზა გამონაკლისის გარეშე ახსოვს. მას ხელის, ფეხის და თავის მძიმე ტრავმები აღმოუჩინეს. ფეხბურთელს ხერხემლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ის თავისი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს პარალიზებულ მდგომარეობაში გაატარებს. „ღმერთის წყალობით ალანი საავადმყოფოშია, მდგომარეობა – სტაბილური. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც ამ კატასტროფაში მოყვა. უფალი იყოს თქვენი მფარველი“, – დაწერა თავის „ინსტაგრამზე“ ალან რუშენის ცოლმა. მალევე გაირკვა კიდევ ერთი გადარჩენილი მოთამაშის ვინაობა, რომელიც მეკარე – ჟეკსონ ფოლმანა აღმოჩნდა. სერიოზული ტრავმის გამო გოლკიპერს მარჯვენა ფეხის იმპუტაცია ჩაუტარეს. ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეკარეს მარცხენა ფეხი შეუნარჩუნონ. „როცა ჩვენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე შეგვატყობინეს გულმა გვიგრძნო, რომ ჩვენი ღმერთი ჟეკსონს დაიცავდა“, – განაცხადა საავადმყოფოში მისულმა ჟეკსონის დედამ. „ასეთი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენის შანსი თითქმის ნულია. ასე რომ, ჩვენ ღმერთის მორიგი სასწაულის მოწმენი ვართ“, – ამბობს მეკარის მამა. ყველაზე ბოლოს მაშველებმა ელიო ნეტო აღმოაჩინეს. მაშინ, როცა პოლიციას ნეტოს პოვნის თითქმის ყველა იმედი გადაეწურა, ერთ–ერთმა თანამშრომელმა ის თვითმფრინავის ნაწილებში შეამჩნია და სწრაფადვე სცადა შველა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა: ტვინის ტრავმა, უამრავი მოტეხილობა, მუცლის სერიოზული დაზიანება – ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლებიც გოლკიპერს ავიაკატასტროფის შემდეგ აწუხებდა. სიკვდილს ეკიპაჟის ორი წევრიც გადაურჩა ბორტგამცილებელი ხიმენეს სუარესი და ბორტინჟინერი ერვინ ტუმირი. სუარესმა ხელის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, ფეხი და სხეულის სხვა ნაწილები კი სტაბილურ მდგომარეობაში აქვს. „მახსოვს, რომ სინათლე ჩაქრა და 40–50 წამის შემდეგ მიწაზე ძალიან ძლიერად დავეცით. რა მოხდა ამის შემდეგ – არაფერი მახსოვს“, – განაცხადა ხიმენეს სუარესმა. მეექვსე ადამიანი, რომელიც ამ სერიოზულ კატასტროფას გადაურჩ ჟურნალისტი რაფაელ ენზელიაა. მას ხერხემლის მსუბუქი მოტეხილობა აქვს. ის იყო უკანასკნელი გადარჩენილი, რომელიც თვითმფრინავის დაცემის შემდეგ აღმოაჩინეს. ადამიანები, რომლების თვითმფრინავში ვერ მოხვდნენ ყველაზე დაუჯერებელი ისტორია მათეუს საროლის აქვს – „შაპეკოენსეს“ მთავარი მწვრთნელის, კაიო ჟუნიორის შვილს. მას ძალიან სურდა ფინალზე დასწრება, თუმცა სახლში პასპორტი დარჩა და ფეხბურთელებთან ერთად ვერ გაემგზავრა. „ახლა ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ გაურკვევლობაშია. ჩვენ არ გვსურს მათთან განშორება. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და თბილი მესიჯებისთვის“, – დაწერა მათეუსმა კატასტროფის შემდეგ. „საპეკოენსეს“ სათადარიგო მეკარე, მარსელო ბუკი მედელინში დაბადების დღის გამო ვერ გაემგზავრა. მას ზუსტად ამ დღეს 32 წელი შეუსრულდა და ხელმძღვანელობას ბრაზილიაში დარჩენა სთხოვა. ალექსანდრე მარტინუჩო – ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს. „ეს ყველასთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ეს არის დაუჯერებელი ტკივილი, რომელიც ამ დღემ მოგვაყენა“ P.S მეკარემ – დანილო პადილიამ საავადმყოფოში გარდაცვალებამდე ცოლთან საუბარი მოასწრო. მისი შვილი „შაპეკოენსეს“ ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობს. ურთულესი გზა, რომელიც „შაპეკეოენსემ“ განვლო „შაპეკოენსე“ ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში 2014 წლიდან თამაშობს. 10 წლის წინ გუნდი ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული. 2009 წელს, კლუბის აქციები ბიზნესმენთა ჯგუფმა შეისყიდა და სერიოზული ინვესტიციებიც გაიღო. „შაპეკოენსე“ მაშინ სერია D–ში ასპარეზობდა. ახალი ინვესტორების მოსვლის შემდეგ გუნდი სერია C-მდე დაწინაურდა და შემდეგ B-მდეც მიაღწია. კოპა სუდამერიკანას ფინალამდე გუნდმა მხოლოდ 7 წელი განვლო. ამ გუნდის გასაოცარი პროგრესის მთავარ მიზეზად აბსოლუტურად ახალი გეგმა მიიჩნევა, რომელიც გუნდის ბოსებმა შეიმუშავეს. გასულ წელ „შაპეკოენსემ“ კოპა სუდამერიკანას ¼ ფინალამდე მიაღწია, სადაც „რივერ პლეიტთან“ იწვნია მარცხი (1:3, 2:1). 5 დღის წინ ამ გუნდისთვის ისტოირულ დღეს – „შაპეკოენსემ“ „სან ლორენსო“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალის საპასუხო შეხვედრა 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმის გამო, რომ „შაპეკოენსეს“ საშინაო მოედანი ძალიან პატარაა (მხოლოდ 22 ათასს იტევს), შეხვედრა სხვა შტატში – კურუტიბუში იგეგმებოდა, სადაც 40–ათასიანი არენაა. გთავაზობთ „შაპეკოენსეს“ მიერ განვლილ ურთულეს გზას, რომელიც ამ გუნდმა ბოლო 7 წლის განმავლობაში განვლო. 2009 წელი – სერია D 2012 წელი – სერია C 2013 წელი – სერია B 2014 წელი – სერია A 2016 წელი – კოპა სუდამერიკანას ფინალი გუნდი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად პროგრესირებდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ დღეში გაქრა. აღნიშნული კატასტროფის შემდეგ, კოლუმბიურმა გუნდმა – „ატლეტიკო ნასიონალმა“ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ კოპა სუდამერიკანას ტიტული პირდაპირ „შაპეკოენსესთვის“ გადაეცათ. ცნობილი ადამიანები „შაპეკოენსეს“ ავიაკატასტროფაზე: – პელე, ბრაზილიელი ლეგენდა • „შაპეკოენსეს“ ტრაგედიით შოკირებული ვარ. სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანების მეგობრებს და ოჯახებს, რომლებიც ამ ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. ეს ბრაზილიური ფეხბურთისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. – კრიშტიანუ რონალდუ, „რეალის“ ფეხბურთელი • „ეს დაუჯერებელი ტრაგედიაა. დაუჯერებელია, რომ მოთამაშეებით და პერსონალით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ძალიან, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ოჯახები დატოვეს“ – ნეიმარი, „ბარსელონას“ ფეხბურთელი • „შაპეკოენსეს“ მოთამაშეების ოჯახებს ვუსამძიმრებ ამ დიდ მწუხარებას“ – ლიონელ მესი, „ბარსელონას“ ფეხბურთელი „ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ, გარდაიცვალნენ. მათ არასწორი თვითმფრინავი აირჩიეს“ – ჯანი ინფანტინო, FIFA–ს პრეზიდენტი • „გთხოვთ, ილოცეთ ჩემი თანაგუნდელებისთვის“ – დიეგო მარადონა, არგენტინელი ლეგენდა • „ეს არის ფეხბურთის ძალიან სამწუხარო დღე. ამ ურთულეს სიტუაციაში მინდა ვუთანაგრძო ყველა დაღუპულის ოჯახებსა და მეგობრებს“ Gaucho (01.12.2016 13:58) [url=http://www.myvideo.ge/?CIA=1&ci_d=mobile&ci_c=mobile&ci_m=video&video_id=3066481] შაპეკოენსე - ვიდეო რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებ [/url] Gaucho (01.12.2016 14:09) [img]http://www.worldsport.ge/img/articles/c_fbd4bc4b72633552917ebc2146cc6b38_1480426062843290_0.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:10) [img]http://www.worldsport.ge/img/articles/i_04f499f07f447d828fc41951f3138ea6_1480426022756422_0.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:10) [img]http://www.worldsport.ge/img/articles/i_20ef453824269013d7c243b47155157b_1480426023718979_0.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:11) [img]http://www.sportall.ge/pictures/artimages/image17/361e436160371411afc831e2b96b8568.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:12) [img]https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/f6/64/7e/83/rue488e38ada0.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:12) [img]http://i.dailymail.co.uk/i/pix/2016/11/29/16/3ADB7E4E00000578-3980974-image-a-17_1480438208370.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:13) [img]https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/88/7d/8a/07/rueaeae88c43e.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:13) [img]https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/f2/3d/81/07/rueea808a1fdf.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:14) [img]https://s5o.ru/storage/simple/ru/edt/04/f3/c8/0e/rue553064f5b5.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:16) [img]https://static.my.ge/mysports/uploads/my_583d8b5cbbec3.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:17) [img]http://i.dailymail.co.uk/i/pix/2016/11/29/13/3ADA6D7100000578-3980974-image-a-116_1480425159098.jpg[/img] Gaucho (01.12.2016 14:18) [img]http://i.dailymail.co.uk/i/pix/2016/11/29/13/3ADA6E2A00000578-3980974-image-a-122_1480425637631.jpg[/img] Iunaitedi (01.12.2016 14:21) :( sagol gaucho kaia ro dade. Gaucho (01.12.2016 15:39) [img]https://static.my.ge/mysports/uploads/my_583e9c2101fa6.jpg[/img] RONBAL (01.12.2016 18:25) Luka Madlob am temistvis. Nukri (01.12.2016 19:31) gaucho dghes shen gmiri xar Gaucho (01.12.2016 21:33) madloba bichebo RONBAL (01.12.2016 22:15) 1. El klasikodan shemosuli yvela tanxa "shapekoenses" gadaericxeba. 2. Psj 40 milion evros ricxavs. 3. Arsenali 30 milions. 4. 3 wlis ganmavlobashi gundi ar gavardeba braziliis seria A_dan. 5. Braziliis yvela gunds sheedzleba 3 fexburteli atxovos shapekoenses. 6. Mesi 5 milions ricxavs. 7. Ronaldu 3 milions. 8. Ronaldinio da rikelme mzad arian anazgaurebis gareshe iasparezon "shapekoenseshi" momavali sezonidan. Gaucho (02.12.2016 13:21) გთავაზობთ "შაპეკოენსას" ისტორიას. ვნახოთ, როგორ ასპარეზობდა ეს გუნდი. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ბრაზილიური გუნდი მე-4 დივიზიონში იყო, 2016 წელს კი უკვე კოპა სუდამერიკანოს ფინალში გავიდა. 2009 წელს ბრაზილიის სერია D-ს მე-19 ჯგუფში "შაპეკოენსმა" პირველი პოზიცია დაიკავა და ფლეი ოფში გავიდა, სადაც სერია C-ს საგზური მოიპოვა. Gaucho (02.12.2016 13:21) [img]http://goal.ge/uploads/posts/2016-12/1480626660_2009.jpg[/img] Gaucho (02.12.2016 13:22) 2012 წელს "შაპეკოენსი" ბრაზილიის სერია C-ს მე-4 პოზიციაზე გავიდა. ამის შემდეგ გუნდმა ფლეი ოფში შეძლო ასპარეზობა, სადაც 1/2 ფინალამდე მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კლუბი სერია B-ში გადავიდოდა. Gaucho (02.12.2016 13:22) [img]http://goal.ge/uploads/posts/2016-12/1480626838_2012.jpg[/img] Gaucho (02.12.2016 13:22) 2013 წლის სეზონში "შაპეკოენსი" სერია B-ს მეორე პოზიციაზე გავიდა და ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის, სერია ა-ს საგზური მოიპოვა. Gaucho (02.12.2016 13:23) [img]http://goal.ge/uploads/posts/2016-12/1480626931_2014.jpg[/img] Gaucho (02.12.2016 13:23) მიმდინარე სეზონში "შაპეკოენსი" სერია A-ს მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ტურნირის დასრულებამდე 1 შეხვედრაღა დარჩა. ასევე, გუნდი წელს კოპა სუდამერიკანოს ფინალში გავიდა... Gaucho (02.12.2016 13:23) [img]http://goal.ge/uploads/posts/2016-12/1480627122_555.jpg[/img] Gaucho (05.12.2016 15:57) დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "შაპკოენსა" კოპა სუდამერიკანოს 2016 წლის გამარჯვებულად ავტომატურად გამოცხადდა. ტურნირის ფინალი შემდეგ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ ბრაზილიური გუნდის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. 30 ნოემბერს, მედელინში "შაპკოენსას" თითქმის ყველა მოთამაშე დაიღუპა. გუნდს მხოლოდ 3 ფეხბურთელიღა შემორჩა. კატასტროფის შემდეგ, მეორე ფინალისტის, "ატლეტიკო ნასიონალის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფინალის თამაშზე და თასი პირდაპირ მათ მოწინააღმდეგეს გადასცეს. კოპა სუდამერიკანოს ორგანიზატორები დათანხმდნენ ამ წინადადებას და დღეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. Gaucho (05.12.2016 16:03) გუდიონსენმა “შაპეკოენსეში” თამაშის სურვილი გამოთქვა *** მას შემდეგ, რაც ბრაზილიური გუნდი “შაპეკოენსე” ავიაკატასტროფაში მოჰყვა, მის გვერდით მთელი მსოფლიო გაერთიანდა. სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე ეიდურ გუდიონსენი გამოეხმაურა. 38 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს, რომ ისიც შეუერთდეს და დაეხმაროს გუნდს. ისლანდიელმა თავდამსხმელმა თავისი კანდიდატურა “შაპეკონსეს” თავისი ტვიტერის გვერდიდან შესთავაზა. გუდიონსემა ასევე მის ყოფილ თანაგუნდელზე, რონალდინიოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. “ჩემი მიზანია დახმარების ხელი გავუწოდო, კლუბს, რომელმაც საშინელი ტრაგედია განიცადა. ასევე არ დავმალავ და ვიტყვი იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რონალდინიოსთან ერთად” – დაწერა გუდიონსენმა. ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რონალდინიოზე ბევრი დაიწერა, რომ ის უსასყიდლოდ აპირებს “შაპეკოენსეში” თამაშს. Gaucho (07.12.2016 21:07) ბოლივიური ავიაკომპანია “ლამიას” გენერალური დირექტორი გუსტავო ვარგასი და კიდევ ორი თანამშრომელი დაკავებულია. ეს, ის ავიაკომპანიაა, რომლის თვითმფრინავითაც 9 დღის წინ ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი “შაპეკოენსე” კოლუმბიაში მიფრინავდა, თუმცა კატასტროფა განიცადა. როგორც სანტა კრუზის პროკურატურის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, აღნიშნული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახლდათ, მაგრამ ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ზედმეტი უყურადღებობა გამოიჩინეს. ლაინერის ჩამოვარდნის ოფიციალურ მიზეზად საწვავის უკმარისობა დასახელდა, ხოლო ახლა გამოძიების შედეგად დადგინა, რომ რეისი გაუქმებული იყო, რადგან პრობლემის გამო მას ლიცენზია ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, “ლამიას” ხელმძღვანელობამ “შაპეკოენსეს” კოლუმბიაში წაყვანა მაინც გადაწყვიტა. სამივე დაკავებულს ბრალად დაუდევრობა ედება. სანტა კრუზის პროკურატურა კი, გამოძიებას აგრძელებს და არაა გამორიცხული ეჭვმიტანილთა რიცხვი გაიზარდოს. შეგახსენებთ, “შაპეკოენსე” მედელინში კოპა სუდამაერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა, მაგრამ საუბედუროდ ლაინერს საწვავი გაუთავდა და კოლუმბიის მთებში, მედელინთან ახლოს ჩამოვარდა. ტრაგედიას 76 ადამიანი შეეწირა, მათ შორის, 19 ფეხბურთელი, 20 ჟურნალისტი, სამწვრთნელო შტაბის 8 წევრი. ცოცხალი ბორტზე მყოფ ადამიანთაგან მხოლოდ ხუთი გადარჩა. Hazard (13.05.2022 10:38) რამდენი დრო გასულა წყარო: https://estadio.ge/forum/14/38/587/