თემა: უმაღლესი ლიგა (ფეხბურთი / ტურნირები/ჩემპიონატები) Gaucho (06.12.2016 20:42) უმაღლესი ლიგა ქვეყანა: საქართველო კონფედერაცია: უეფა დაარსდა: 1990 კლუბ. რაოდენობა: 16 ქვეითდება: პირველი ლიგა საშინაო თასები: თასი; სუპერთასი საერთაშ. თას(ებ)ი: ჩემპიონთა ლიგა; ევროპის ლიგა მოქ. ჩემპიონი: დინამო თბილისი ( 2015-16 ) ყველაზე ტიტულოვანი: დინამო თბილისი (16-ჯერ) Gaucho (06.12.2016 20:45) უმაღლესი ლიგა — საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი. ტარდება 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით. 1927 -1989 წლებში საქართველოს უმაღლესი ლიგა ტარდებოდა როგორც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული შეჯიბრი. ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს. უმაღლესი ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია თბილისის „დინამო“ . Gaucho (06.12.2016 20:45) ისტორია საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო. მაშინდელ შეხვედრას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა 20 გახდა, 1992-93 წლებში ისევ 17. 1993-94 წლის სეზონში 19 გუნდამდე გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა და 2000 წლამდე 16 გუნდი მონაწილეობდა. შემდეგი 4 წლის მანძილზე უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, 2004-05 წლების სეზონში – 10, მაგრამ 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ნოდარ ახალკაცის მიერ 16 გუნდამდე გაიზარდა, რაც რეგიონების აქტიურობით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, ამავე პერიოდში უმაღლეს ლიგას შეუერთდნენ სოხუმის „დინამო“ და ცხინვალის „სპარტაკი“ , თუმცა, ამასთანავე, უმაღლეს ლიგას უსახსრობის გამო ბევრი გუნდი ტოვებდა. 2006-08 წლების სეზონში 14 გუნდი ასპარეზობდა, 2008-09 წლებში – 11, 2009-11 წლებში – 10. 2011 წლიდან უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი ჩემპიონატია. Gaucho (06.12.2016 20:46) ფორმატი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი თამაშობს, პირველობა ოთხ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება აგვისტოში და მთავრდება მაისში, ზამთარში ორთვიანი შესვენებაა. Gaucho (06.12.2016 20:46) ევროთასებზე კვალიფიკაცია უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და მეორე ეტაპიდან იწყებს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი – უეფა-ს ევროპის ლიგაზე . 2009 წლამდე მესამეადგილოსანი გუნდი ინტერტოტოს თასზე ასპარეზობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უეფამ ინტერტოტოს გათამაშება გააუქმა, მესამე ადგილზე გასული კლუბიც ევროპის ლიგაზე გამოდის. Gaucho (06.12.2016 20:47) უმაღლესი ლიგის კლუბები ევროპაში ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ევროტურნირებზე მაღალ დონეზე თამაში.ისინი ვერ სცილდებიან ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს. 1998 წელს მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოს ჩემპიონის დინამო თბილისის მიერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა,მაგრამ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში სტუმრად გატანილი ერთი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკი გავიდა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2004 წელს დიდ წარმატებას მიაღწია თბილისის დინამომ.უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბორისოვოს ბატე , პრაღის სლავია და კრაკოვის ვისლა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა,სადაც მისი მეტოქეები იყვნენ ნიუკასლ იუნაიტედი , ფრანგული სოშო, ლისაბონის სპორტინგი და ბერძნული პანიონიოსი .დინამომ ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. Gaucho (06.12.2016 20:48) სახელთა ცვლილებები 1990 -იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაწყებული ეროვნული მოძრაობის გამო ქართულ კლუბებს გადაერქვათ ძველი, საბჭოური და ეწოდათ ქართული, ეროვნული სახელები: თბილისის დინამოს – იბერია თბილისი , ქუთაისის ტორპედოს – ქუთაისი , ბათუმის დინამოს – ბათუმი , სოხუმის დინამოს – ცხუმი სოხუმი, რუსთავის მეტალურგს – გორდა რუსთავი , ზესტაფონის მეტალურგს – მარგვეთი ზესტაფონი , თბილისის ლოკომოტივს – მერანი ( 1993 -95 - მერანი ბაჩო), სამტრედიის ლოკომოტივს – სანავარდო სამტრედია, ზუგდიდის დინამოს – ოდიში ზუგდიდი , თუმცა 1992 წელს კლუბების უმეტესობას ისევ ძველი სახელები დაუბრუნდათ. საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1968 -92 წლებში თბილისის მორკინალის სახელით გამოდიოდა, 1991 წელს შეიქმნა კლუბი მერანი-91 , რომელიც 2003 წელს ოლიმპი თბილისის სახელით გამოდიოდა, ამავე წელსვე დაერქვა სკ თბილისი , ხოლო 2006 წელს გაერთიანდა საფეხბურთო კლუბ რუსთავთან და ეწოდა ოლიმპი რუსთავი . Gaucho (06.12.2016 20:48) სტატისტიკა მოგებათა რაოდენობა კლუბი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი გამარჯვების წლები „დინამო“ თბილისი 16 3 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2014-15 „ტორპედო“ ქუთაისი 3 3 1999-00 2000-01, 2001-02 „ვიტ ჯორჯია“ თბილისი 2 3 2003-04, 2008-09 „ზესტაფონი“ 2 1 2010-11, 2011-12 „მეტალურგი“ [1] 2 1 2006-07, 2009-10 „სიონი“ 1 1 2005-06 „დილა“ 1 1 2014-15 Gaucho (06.12.2016 20:49) ყველა დროის ცხრილი (1989-90 – 2008-09) ადგილი გუნდი თ მ ფ წ გტ გშ სხ ქ 1 დინამო თბილისი 615 446 94 75 1623 462 1161 1432 2 ტორპედო ქუთაისი 553 292 100 161 1011 648 363 976 3 დინამო ბათუმი 580 252 124 204 874 637 273 880 4 კოლხეთი 1913 ფოთი 527 250 95 182 828 641 187 845 5 ვიტ ჯორჯია 365 189 93 83 541 305 236 660 6 მეტალურგი რუსთავი 435 181 76 178 680 612 68 619 7 ოლიმპი თბილისი* 395 181 92 122 536 402 134 635 8 ლოკომოტივი თბილისი 364 169 86 99 484 341 143 593 9 დილა გორი 554 166 90 298 618 928 588 10 სიონი ბოლნისი 428 166 79 182 507 571 577 11 შევარდენი 1906 თბილისი 373 134 70 169 510 571 61 472 12 სამტრედია 335 127 58 150 474 539 65 439 13 ბაია ზუგდიდი * 359 137 48 174 533 614 459 14 გურია ლანჩხუთი 338 124 45 169 491 657 417 15 სამგურალი წყალტუბო 333 113 53 167 396 584 392 16 მარგვეთი ზესტაფონი 247 98 43 106 397 443 337 17 ზესტაფონი 148 84 30 34 236 124 112 282 18 ივერია ხაშური 190 51 33 106 185 295 110 186 19 კახეთი თელავი 214 61 28 125 266 471 211 20 ცხუმი სოხუმი 159 59 22 72 265 269 4 199 21 ალაზანი გურჯაანი 125 55 20 50 197 224 185 22 ამერი 82 47 13 22 133 67 66 154 23 ბორჯომი 112 38 20 54 132 184 134 24 კოლხეთი ხობი 119 33 25 61 154 208 124 25 მზიური გალი 91 33 16 42 125 162 115 26 ამირანი ოჩამჩირე 91 27 21 43 111 148 102 27 მერცხალი ოზურგეთი 123 24 22 77 122 248 94 28 მრეტები თბილისი 106 26 15 65 114 210 93 29 საპოვნელა თერჯოლა 66 25 11 30 98 122 86 30 სპარტაკი ცხინვალი 112 21 18 83 88 270 81 31 მესხეთი ახალციხე 56 18 14 24 52 72 68 32 სულორი ვანი 57 19 10 28 82 123 67 33 ჭიათურა 66 18 11 37 81 145 65 34 მარგვეთი ზესტაფონი 64 15 11 38 50 123 56 35 არსენალი თბილისი 58 14 14 39 55 94 56 36 სპარტაკი თბილისი 62 12 11 39 44 115 47 37 მერანი თბილისი 52 12 9 31 35 95 45 38 შუქურა ქობულეთი 30 13 3 14 44 57 42 39 მცხეთა 33 12 5 16 41 63 41 40 დურუჯი ყვარელი 60 9 4 47 51 192 31 41 გაგრა 30 7 7 16 23 48 28 42 მილანი წნორი 32 6 8 18 18 54 26 43 დინამო თბილისი-2 28 6 6 16 33 57 24 44 ჩიხურა საჩხერე 27 6 6 15 15 47 24 45 ეგრისი სენაკი 30 5 2 23 42 90 17 თ = ჩატარებული თამაშები; მ = მოგება; ფ = ფრე; წ = წაგება; გტ = გატანილი გოლები; გშ = გაშვებული გოლები; სხ = სხვაობა; ქ = ქულები ოლიმპი თბილისი − 2006 წლამდე სკ თბილისი, ხოლო 2006 წლიდან ოლიმპი რუსთავი . ბაია ზუგდიდი 2006 − წლამდე ოდიში ზუგდიდი. Gaucho (06.12.2016 20:50) ბომბარდირები წელი ფეხბურთელი გუნდი გოლები 1997/98 დავით მუჯირი დინამო თბილისი 18 1998/99 მიხეილ აშვეთია დინამო თბილისი 26 1999/00 ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 24 2000/01 ზაზა ზირაქიშვილი დინამო თბილისი 21 2001/02 სულიკო დავითაშვილი ლოკომოტივი თბილისი /მერანი თბილისი 18 2002/03 ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 26 2003/04 სულიკო დავითაშვილი ტორპედო ქუთაისი 20 2004/05 ლევან მელქაძე დინამო თბილისი 27 2005/06 ჯაბა დვალი დინამო თბილისი 21 2006/07 სანდრო იაშვილი დინამო თბილისი 27 2007/08 მიხეილ ხუციშვილი დინამო თბილისი 16 2008/09 ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონი 20 2009/10 ანდერსონ აკინო ოლიმპი რუსთავი 26 2010/11 ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონი 18 2011/12 ჯაბა დვალი ზესტაფონი 20 2012/13 ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისი 24 2013/14 ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისი 19 Gaucho (06.12.2016 20:50) სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები სეზონი ფეხბურთელი გუნდი 2009-10 ანდერსონ აკინო ოლიმპი რუსთავი 2008–09 გიორგი მერებაშვილი დინამო თბილისი 2007–08 გიორგი მერებაშვილი დინამო თბილისი 2006–07 სანდრო იაშვილი დინამო თბილისი 2005–06 ოთარ მარცვალაძე ვიტ ჯორჯია თბილისი 2004–05 ლევან მელქაძე დინამო თბილისი 2003–04 დავით კვირკველია დინამო თბილისი 2002–03 ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 2001–02 მალხაზ ასათიანი ტორპედო ქუთაისი 2000–01 ზაზა ზირაქიშვილი დინამო თბილისი 1999–00 ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 1998–99 რატი ალექსიძე დინამო თბილისი 1997–98 დავით მუჯირი დინამო თბილისი წყარო: https://estadio.ge/forum/14/45/601/