თემა: WORLD CUP - BELGIUM (ფეხბურთი / ტურნირები/ჩემპიონატები) Hazard (18.06.2014 11:14) ბელგიის ნაკრებმა ყველაზე წარმატებულად მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა 1986 წელს მაშინ მათ დაიკავეს მეოთხე ადგილი.ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებმა ორჯერ შეძლო მედლების მოპოვება .1972 წელს ბელგიელებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები ხოლო 1980 წელს იტალიაში გავიდნენ ფინალში სადაც ვერ შესძლეს გერმანიის ნაკრების დაძლევა და ჯამში მოპიპოვეს ვერცხლის მედლები. ოლიმპიურ თამაშებზე 1900 წელს საფრანგეთში ნაკრებმა მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 1920 წელს სახლში ანტვერპენში მათ მოპიპოვეს ოქროს მედლები. aba aq vgulshematkivrobt belgias :) Hazard (18.06.2014 11:17) gushin თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართა ბელგიისა და ალჟირის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. 25-ე წუთზე ბელგიელთა კარში პენალტი დაინიშნა, სოფიანე ფეგულიმ კურტუას აუღებელი დაურტყა და თავისი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ანგარიშით 0:1 დასრულდა მეორე ტაიმში ბელგია გამოცოცხლდა, ედენ აზარი უფრო გაიხსნა და დაიწყო კონშეტევების წარმართვა რამაც შედეგი გამოიღო, მათ ორი გოლის გატანა მოახერხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ალჟირი და ბელგია H-ჯგუფში ასპარაზობენ. Hazard (18.06.2014 20:51) ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრეინემ თავისი გუნდის ალჟირთან გამარჯვების შესახებ გააკეთა კომენტარი (2:1). „უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თამაშით პირველ ტაიმში“, – აღნიშნავს ბელგიელი ნახევარმცველი. „ალჟირმა თავისი საუკეთესო მხარე დაგვანახა, ისინი განუყოფელნი იყვნენ. მაგრამ შესვენების შემდეგ უფრო აქტიურად მოქმედება დავიწყე და გამარჯვება მოვახერხეთ. ამის მიუხედავად, თავს მატჩის გმირად არ მივიჩნევ“. „ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მოთმინება ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას, როგორიც ალჟირია. ეჭვი არ მეპარება, რომ სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შეცვლა შეგვიძლია“ , – განაცხადა დე ბრეინემ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიელებმა ალჟირი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. Hazard (19.06.2014 22:27) ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვინსენტ კომპანიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. როგორც მოგეხსენებათ, ბელგია მომავალ მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. ყველა სხვა ფეხბურთელი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მომზადებას. ბელგიელების მთავარმა მწვრთნელმა, მარკ უილმოსტმა განაცხადა, რომ კომპანის საზარდულის მცირე ტრავმა აქვს. მატჩი ბელგიასა და რუსეთს შორის 22 ივნისს გაიმართება. Hazard (22.06.2014 19:50) aljirtan rtuli matchis shemdeg belgias rusettan elis dapirispireba. mundialis pirvel matchshi belgielta oqros taobam gulshematkivarta molodini ver gaamartla. mark vilmotsis gundma mxolod meore naxevarshi shesdzlo metoqis gatexva. tumca, fexburtshi xasiatis simtkicesac didi mnishvneloba aqvs, rac wina shexvedrashi belgielebma yvela daanaxes. rusebma pirvel shexvedrashi koreis damarcxeba ver moaxerxes. gamoricxuli ar aris fabio kapelom shemadgnelobashi garkveul cvlilebebs mimartos. dziritadshi unda velodot dzagoevs da kerjakovs, romelbic koreelebtan sakamod kargad shemovidnen shecvlaze. gasul matchshi shecvalze shemosulma fexburteleba ganapirobes belgielta warmatebac. amitom, siaxleebs vilmotsisganac unda velodot. aljirtan sustad motamashe chadlis da dembeles nacvlad golis avtorebis, felainis da mertensis gamochenas unda velodot. danakliszec unda vtqvat. kitxvis nishnis qveshi aris belgielta kapitnis, vinsent kompanis tamashi. rusetis nakrebshi yvela janmrteladaa. belgia – ruseti savaraudo shemadgenlobebi: belgia: kurtua – alderveireldi, kompani, van buiteni, vertongeni – vitseli, felaini, mertensi, de breine, azari – lukaku. ruseti: akinfeevi – eshenko, v.berezucki, ignashevichi, d.kombarovi – denisovi, glushakovi – samedovi, dzagoevi, kokorini – kerjakovi Hazard (22.06.2014 22:03) gaedot fashistebs Hazard (23.06.2014 12:33) ბელგიელთა მეტოქე იყო ფაბიო კაპელოს რუსეთის ნაკრები. ვილმოტსმა ძირითადში სამი ლოგიკური ცვლილება განახორციელა. დაცვის მარცხენა ფლანგზე იან ვერტონგემი ტომას ვერმალენმა დაანაცვლა, მუსა დემბელე ფელაინიმ, ნასერ ჩადლი კი დრეს მერტენსმა. კაპელომ კი მხოლოდ ერთი რამ შეცვალა, თანაც საკმაოდ მოულოდნელად კანუნიკოვით ჩაანაცვლა იური ჟირკოვი. მატჩი ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდან ორივე გუნდი ცდილობდა მომენტების შექმნას და შესაბამისად თამაში კარგად დაიწყო. თუმცა ნელ-ნელა გამოიკვეთა ბელგიელთა უპირატესობა მოედნის ცენტრში. თუმცა რუსები კარგად იცავდნენ თავს და პრობლემები ძირითადად მერტენსის აქტიურ თამაშს მოჰქონდა. შედარებით პასიური იყო ედენ აზარი, დე ბრიუნი კი კვლავ უფრო მეტ სამუშაოს უკან ასრულებდა და ხშირად ამოქონდა ხოლმე ბურთი ცენტრიდან მეტოქის საჯარიმომდე. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ იყო იმედი, რომ მეორე ნავარი უკეთესი გამოვიდოდა. თუმცა მოულოდნელად ვილმოტსის შეგირდები პასიურად გამოიყურებოდნენ, რუსებმა კი გაათანაბრეს თამაში და უფრო მწვავედაც კი უტევდნენ. უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობა მატჩი, მანამ სანამ მარკ ვილმოტსმა შეცვლები არ განახორციელა. მორიგი ცუდი თამაში ჩაატარა რომელუ ლუკაკუმ და ის ორიჯიმ შეცვალა. აგრეთვე კევინ მირალასიც გამოვიდა მერტენსის ნაცვლად. ორივე მათგანი აქტიურად ჩაერთო თამაშში, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა ედენ აზარს და ბოლო 10 წუთში აზარი დაფრინავდა. ჯერ ორ მცველს შორის საოცრად გაძვრა და უბრალოდ ვეღარ გაუგეს პარტნიორებმა. შემდეგ კი ორიჯი-აზარის იდეალურ კომბინაციას "ლილის" 19 წლის ფორვარდის გოლი მოჰყვა - 1:0. რუსეთი წავიდა წინ და კონტრშეტევეაზე აზარის პასით მირალასსაც ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ ვერ დაარტყა ხეირიანად. საბოლოოდ 1:0 და ბელგია აუცილებლად ითამაშებს მერვედფინალში. რაზეა საუბარი შედეგი არის, მაგრამ ბელგიისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ. ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე მარუან ფელაინი და ედენ აზარის ინდივიდუალიზმი რომ არა სამი ქულა დიდი ალბათობით თითო-თითოდ განაწილდებოდა ორივე გუნდზე. აგრეთვე არის ხარვეზები დაცვის ხაზშიც, მაგრამ საბედნიეროდ პირველ მატჩთან შედარებით ეს უფრო ნაკლებად იგრძნობოდა. ტიბო კურტუას დაუმარცხებელი სერია კი გრძელდება, ეს კაცი მართლაც თილისმაა მარკ ვილმოტსის გუნდის. რუსებს კი ისღა დარჩენიათ, რომ დაელოდონ დღევანდელ თამაშს და ბოლო ტურში გააკეთონ მაქსიმუმი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. შანსები რათქმაუნდა იქნება. წყარო: https://estadio.ge/forum/14/45/61/