თემა: Yaya ture (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (01.06.2014 14:40) ნიენიერი იაია ტურე (დ. 13 მაისი, 1983 ), საზოგადოდ ცნობილი, როგორც იაია ტურე — კოტ- დ'ივუარელი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ და კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში. ტურე ცნობილია თავისი სისწრაფით, ზუსტი პასებით, კარგი ფიზიკური მომზადებით და ტექნიკით. როგორც უნივერსალი ფეხბურთელი, თამაშობდა ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე ახალგაზრდულ წლებში, [2] ასევე უთამაშია ცენტრალური მცველის პოზიციაზეც, მათ შორის „ბარსელონას“ შემადგენლობაში 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. [3] კარიერა დაიწყო „ASEC Mimosas-ში“, სადაც შედგა მისი დებიუტი 18 წლის ასაკში. მისმა თამაშმა მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება. თამაშობდა ბელგიურ „ბევერენში“ , უკრაინის „დონეცკის მეტალურგში“ , საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ და საფრანგეთის „მონაკოში“ . 2007 წელს გადავიდა კატალონიურ „ბარსელონაში“ , სადაც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ მატჩში. ის „ბარსელონაში“ თამაშობდა 2010 წელს, როდესაც კლუბისთვის ისტორიული პერიოდი იდგა — მოიგეს ექვსი ტურნირი ერთ სეზონში. 2010 წელს ტურე გადავიდა პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ , სადაც გაიტანა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გოლი „ქალაქური“ კლუბისთვის. კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 67 მატჩი. ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე, 2006 და 2010 წლებში. იაია არის კოტ-დ’ივუარის ნაკრების და „ლივერპულის“ ფეხბურთელის, კოლო ტურეს უმცროსი ძმა. Hazard (23.09.2014 21:42) saxeli ki aqvs unikaluri :D Nukri (23.09.2014 21:44) yaya ヅ Hazard (02.06.2022 00:15) ძაან მაგარი იყო, არსად არ დააფასეს სადაც ითამაშა სისტემა (05.06.2022 02:52) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/111/