თემა: David silva (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (23.09.2014 21:43) დავიდ ხოსუე ხიმენეს სილვა (დ. 8 იანვარი , 1986 ) — ესპანელი ფეხბურთელი. თამაშობს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 20 წლის ასაკიდან და მას შემდეგ მონაწილეობა აქვს მიღებული სამ გათამაშებაში — ევროპის 2008 , მსოფლიოს 2010 და ევროპის 2012 წლების ჩემპიონატებზე. სილვამ პროფესიონალურ კარიერაში ექვსი წელი დაჰყო „ვალენსიაში“ , სადაც 150 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოიგო კოპა დელ რეი , 2010 წელს კი გადავიდა ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ . ის გახდა კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და მეტსახელად შეარქვეს მერლინი , კარგი პასების და ბურთის ფლობის თვისებების გამო. [2] „სიტიში“ გადასვლის შემდეგ ორ სეზონში 100- ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2010-2011 წლების სეზონში მოიგო ინგლისის თასი და პრემიერ ლიგა 2011-2012 წლების სეზონში. სისტემა (09.06.2022 21:09) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/113/