თემა: Pele (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (23.09.2014 22:38) პელე ( პორტ. Pelé), ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ( პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ. 23 ოქტომბერი, 1940 [10][11] , ტრეშ- კორასოინსი , ბრაზილია ) — ბრაზილიელი ფეხბურთელი , რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად [12][13][14][15][16][17][18][19] . 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“ [20] . იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football -მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე[21] . 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters -მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe - მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა[22] . თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ- ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო [23] [24][25] . ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით [26] . სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში[27][28] . ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა [29][30] [31] . აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა) [32] . მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ ( Pérola Negra ), „ფეხბურთის მეფეს“ ( O Rei do Futebol ) [30][33][34][35] . პელემ საფეხბურთო კლუბ „სანტოსში“ თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო [36] . ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვია. 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა [37][38][39][40] , რამაც „სანტოსს“ საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. „სანტოსთან“ ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი[41][42][43] . სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც „სანტოსი“ მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს [30] . სათამაშო კარიერის დროს, ის ღრმა თავდამსხმელად თამაშობდა [5] [30][44][45] . საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“ საპატიო პრეზიდენტად [46] . წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/122/