თემა: Jano ananidze (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (25.09.2014 18:31) ჯანო ანანიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1992 ) — ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშობს. ფეხბურთელს რუსეთში „ჟანოს“ მეტსახელით იცნობენ. კარიერა ახალგაზრდული გუნდები ანანიძემ ფეხბურთის თამაში მის მშობლიურ ქალაქის კლუბ, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. 11 წლამდე ფეხბურთელს მისი პირველი მწვრთნელი მერაბ მჟავანაძე ავარჯიშებდა. ამის შემდეგ იყო ნორჩი დინამოელი , რომელშიც ჯანო გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. 2 წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ ჩარიცხა. 2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16- წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. ნომებრამდე ანანიძემ ეროვნული გუნდის რიგებში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინაღმდეგ 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. [1] მის დაბადების დღეს, 10 ოქტომბერს კი, ფეხბურთელმა მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი. [2] მოსკოვის სპარტაკი ჯანო ანანიძე 2010 წლის ივლისში 2009 წლიდან ჯანო „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, „ზენიტის“ წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს , ნალჩიკის „სპარტაკთან“ შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა. [3][4] ზაფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3- ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო. [5] ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა. [6] სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით. [7] მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, „კრასნოდარის“ წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა. [8][9] 3 დღის შემდეგ, ანანიძე „სპარტაკის“ დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გოლი „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ. [10][11] 2009 წლის 1 აგვისტოს , ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში, კრასნოდარის „ყუბანის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. [12] 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის „რუბინის“ წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. [13] 13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი სპარტაკის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, - მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. [14] ეროვნული ნაკრები ჯანო ანანიძე 2010 წლის აგვისტოში 2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო. [15] ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა. [16] გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა, თუმცა ჯანომ არჩევანი მისი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. [17][18] სექტემბერში , იტალიის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს. [19] შეკრებაზე თბილისში ჩამოსულმა ჯანომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი დაეცვა მშობლიური ნაკრების ღირსება. [20] 5 სექტემბერს , იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში. ჯანომ მე-60 წუთამდე იასპარეზა, რის შემდეგაც მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოჩნდა. [21] 4 დღეში, ანანიძემ საკუთარი ქვეყნის 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში იასპარეზა, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. [22] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/143/