თემა: Gia grigalava (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (25.09.2014 23:47) [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/b8/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98.png/220px-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98.png[/img] გია გრიგალავა (დ. 5 აგვისტო, 1989; ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით მცველი. ამჟამად თავისუფალი აგენტი ბიოგრაფია[რედაქტირება] გია გრიგალავა დაიბადა 1989 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. მისი მამა, ალექსანდრე გრიგალავა იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. მეოთხე კლასამდე სწავლობდა მარტვილში, ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლაში. 8 წლის ასაკში გია ოჯახთან ერთად გადავიდა დონის როსტოვში. 9 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში როსტოვის „ლოკომოტივში“. კარიერა[რედაქტირება] საკლუბო[რედაქტირება] გრიგალავა 2006 წელს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ დუბლებში. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში შედგა 2007 წელს. 2010 წლის იანვარში „სკა-დან“ იჯარით გადავიდა „როსტოვში“. 2009 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე იჯარით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „მოსკოვში“. 2011 წელს გადავიდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, 2013-2014 წლებში იცავდა მაჰაჩყალის „ანჟის“ ღირსებას. სანაკრებო[რედაქტირება] გრიგალავას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[1] 2011 წლის 3 ივნისს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში. წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/152/