თემა: giorgi chanturia (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (25.09.2014 23:53) [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/27/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90.jpg/220px-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90.jpg[/img] გიორგი ჭანტურია (დ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, სერია A-ში მოასპარეზე „ელას ვერონას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. 2014 წლის ზაფხულიდან იჯარის წესით განათხოვრებულია რუმინულ „კლუჟში“. კარიერა[რედაქტირება] საკლუბო[რედაქტირება] გიორგიმ კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, 2009 წლის ივნისში იჯარის წესით გადავიდა ბარსელონაში.[1] ის გადაიყვანეს ბარსას ახალგაზრდულ B გუნდში, სადაც გაიტანა 11 გოლი და დაეხმარა კატალონიელებს ლიგის ტიტულის მოპოვებაში.[2] მას შემდეგ, რაც 2010 წლის აგვისტოში ჭანტურიათი ლონდონური „ჩელსი“ დაინტერესდა,[3] გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა არნემის „ვიტესთან“. 2011 წლის აპრილში მან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება კლუბთან.[4] ჭანტურიას დებიუტი „ვიტესში“ შედგა 2011-12 წლების სეზონის პირველ, „დენ ჰააგთან“ ფრედ (0-0) დასრულებულ გასვლით მატჩში, 7 აგვისტოს.[5] მან პირველი გოლი ვიტესის მაისურით გაიტანა მეორე ოფიციალურ მატჩში, როდესაც მისმა გუნდმა დაამარცხა „ვვვ-ვენლო“, ანგარიშით 4-0. ჭანტურიას ვიტესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2011-12 წლების სეზონში ის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდგომ სეზონში თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა. 2012 წლის დეკემბერში ჭანტურია იჯარის წესით გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სეზონის დასრულებამდე.[6] სეზონის ბოლოს დაბრუნდა არნემულ კლუბში და ადგილი დაიბრუნდა გუნდის მთავარ შემადგენლობაში 2013–14 წლების სეზონისთვის. 2014 წლის 19 თებერვალს გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა რუმინულ კლუბ „ჩფრ კლუჟთან“, ტრანსფერის საფასური არ ხმაურდება.[7] სანაკრებო[რედაქტირება] ჭანტურია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოიძახეს. მისი გამოსვლები 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებული იყო. 2012 წლის 25 მაისს მან გაიტანა გოლი ამხანაგურ მატჩში ბოზსნიის წინააღმდეგ (მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა), ბოლო 30 მაისს მან თავისი დუბლით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა ავსტრიის წინააღმდეგ (საბოლოო ანგარიში იყო 2:1).[8] 2011 წლიდან გიორგი ჭანტურია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2011 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა 2:7 დათმო, გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს. წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/156/