თემა: tornike oqriashvili (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (26.09.2014 00:06) თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 26 თებერვალი , 1992 ) — ქართველი ფეხბურთელი, ბელგიური „გენკისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი . კარიერა საკლუბო ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“ . შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში . 2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ . მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდური , თურქული და გერმანული კლუბი. 2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“ , მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით [1] . კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო. 2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“ , რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო. [2] უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს „ზაპოროჟიეს მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში [3] . 2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. სანაკრებო 2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა. 2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში. [4] იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად. 2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი. წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/157/