თემა: davit targamadze (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (26.09.2014 00:09) დავით თარგამაძე (დ. 22 აგვისტო, 1989 , თბილისი ) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს მარიუპოლის „ილიჩევეცში“ იჯარით დონეცკის „შახტარიდან“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერა საკლუბო თამაშობდა თბილისის „დინამოში“ , სანამ გადავიდოდა გერმანულ „ფრაიბურგში“ 2006 წელს. „ფრაიბურგის“ ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს ობერჰაუზენის „როტ-ვაისთან“ მატჩში. [1] კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში. [2] 2010 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინის „ოლექსანდრიაში“ . 2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის „შახტარმ“ა საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გუნდში თარგამაძე გადავიდა. [3] იმავე წლიდა იჯარით იმყოფება მარიუპოლის „ილიჩევეცში“. სანაკრებო თარგამაძე გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი. [4] ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს , სტუმრად პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა. თარგამაძე თამაშში, ალექსანდრე გურულის ნაცვლად 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში. 2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის 51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2 გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა. სისტემა (09.06.2022 21:22) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/159/