თემა: Eshli kouli (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (26.09.2014 18:29) ეშლი კოული ( ინგლ. Ashley Cole; დ. 20 დეკემბერი , 1980 ) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „რომასა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი . ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. [1] კოულმა კარიერა დაიწყო „არსენალში“ 1999 წელს, სადაც კლუბის მაისურით ჩატარებულ 228 მატჩში გაიტანა 9 გოლი. კლუბთან ერთად მოიგო ორი ტიტული პრემიერლიგაში, სამი — ინგლისის თასზე და ითამაშა 2005-06 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2006 წლის აგვისტოში, გაჭიანურებული სატრანსფერო საგას შემდეგ, კოული გადავიდა ჩელსიში 5 მილიონი ფუნტის და უილიამ გალასის სანაცვლოდ. კოული ჩელსის ძირითად ფეხბურთელად იქცა და მიიღო მონაწილეობა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდთან ერთად მოგებული აქვს ინგლისის თასი სამჯერ, 2009-10 წლების სეზონის პრემიერლიგაში დაეუფლა მესამე ტიტულს. 2010 წლის 15 მაისს გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ინგლისის თასი ექვსჯერ. კოული დაქორწინდა მომღერალ შერილ კოულზე (ტვიდი) 2006 წლის ივლისში. 2010 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. სისტემა (09.06.2022 21:16) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/169/