თემა: Serxio romero (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (26.09.2014 21:05) სერხიო ხერმან რომერო ( ესპ. Sergio Germán Romero; 22 თებერვალი , 1987 , ბერნანდო დე ირიგოენი , არგენტინა ) — არგენტინელი ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე . 2013 წლიდან იჯარის წესით იმყოფება „მონაკოში“ , იტალიური „სამპდორიადან“ . მისი დებიუტი შედგა არგენტინის პრიმერა დივიზიონში 2007 წელს, სეზონის ბოლოს გადავიდა ნიდერლანდურ „ალკმარში“ . 2011 წლიდან შეუერთდა „სამპდორიას“ . არგენტინის ნაკრებთან ერთად გახდა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, მონაწილეობა მიიღო კოპა ამერიკის 2011 წლის გათამაშებაში და ასევე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2010 და 2014 წლებში იყო ძირითადი მეკარე. წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/175/