თემა: Pastore (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (26.09.2014 21:19) ხავიერ მატიას პასტორე ( ესპ. Javier Matías Pastore; დ. 20 ივნისი , 1989 ) — არგენტინელი ფეხბურთელი, საფრანგეთის ლიგა1-ის კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. კარიერა დაიწყო არგენტინულ „ტალერესში“, შემდეგ გადავიდა „ურაკანში“. 2009 წელს გადავიდა იტალიის სერია A-ს კლუბ „პალერმოში“ 4,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ. [1] 2011 წელს გადავიდა ლიგა1-ის კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ 39,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. [1] იტალიის სერია A-ში თამაშის პირველ სეზონში, პასტორე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ კატალონიასთან არაოფიციალური ამხანაგური მატჩისთვის 2009 წლის 22 დეკემბერს. ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე და სადებიუტო მატჩში გოლით გამოირჩა. გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ის კვლავ გამოიძახა დიეგო მარადონამ, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა კანადის ნაკრებთან მატჩში 2010 წლის 25 მაისს . ტიტულები პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1 : 2012-2013 ინდივიდუალური სერია A-ს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი (1): 2010 სისტემა (09.06.2022 20:57) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/184/