თემა: Rivaldo (ფეხბურთი / ფეხბურთელები) Nukri (24.11.2014 22:58) რივალდო ( პორტ.-ბრაზ . Rivaldo Vítor Borba Ferreira; დ. 19 აპრილი 1972 , პაულისტა , პერნამბუკუ ) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. მსოფლიო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც დაუვიწყარი სეზონები გაატარა კატალონიურ ბარსელონაში. ამჟამად საფეხბურთო კლუბ სან- პაულუს მოთამაშე. კარიერა რივალდომ თავისი კარიერა ბრაზიულ კლუბ სანტა-კრუზში დაიწყო. შემდეგ გადაბარგდა კლუბ მოჟი-მირინში, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა. 1993 წელს რივალდო კორინთიანსის წარმომადგენლებმა შენიშნეს და კლუბში მიიწვიეს. საბოლოოდ ბრაზილიელი კორინთიანსში მხოლოდ 1 წელიწადს გაჩერდა, საიდანაც პალმეირასში გადაბარგდა. პალმეირასში ჩატარებული 104 თამაშში რივალდომ 53 ბურთის გატანა შეძლო და ბრაზილიის სერია A-ში გაიმარჯვა. 1996 წელს რივალდო ტოვებს სამშობლოს და საბურთაოდ ევროპაში მიემგზავრება. რივალდოს ბრწყინვალე თამაშით დეპორტივოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სწორედ აქედან იწყება რივალდოს აპოგეა. დეპორტივოში რივალდო დიდი მონდომებით თამაშობდა და ერთ სეზონში 21 ბურთის გატანა შეძლო. რივალდოს ასეთი ბრწყინვალე თამაში და შედეგიანობა მხედველობაში არც კატალონიურ ბარსელონას გამორჩენია. 1997 წელს რივალდო კატალონიურმა ბარსელონამ შეიძინა. ბარსელონაში რივალდომ ბევრს მიაღწია, კლუბში მრავალი ჯილდო მოიგო და გულშემატკივართა დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. რივალდომ ბარსელონაში 5 წელი იასპარეზა. ჩაატარა 157 თამაში და გაიტანა 86 გოლი, რომელთაგან გადამწყვეტი არაერთი აღმოჩნდა კლუბისთვის. 1999 წელს რივალდომ ოქროს ბურთი მოიგო და გახდა ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ასევე მოიგო ორჯერ ჩემპიონატი და ერთხელ უეფას სუპერთასი. კარიერის ვარდნა რივალდოს ბარსელონას მთავარ მწვრთნელთან (ლუი ვან გაალთან) აერაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი. 2002 წელს რივალდო ტოვებს კატალონიურ ბარსელონას და იტალიურ მილანში გადადის. რივალდომ იტალიაში ფეხი ვერ მოიკიდა. სულ მილანში ბრაზილიელმა 22 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 2003 წელს რივალდო სამშობლოში ბრუნდება. თუმცა აქაც ცოტახნით ჩერდება. 2004 წლიდან 2007 წლებში რივალდო საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობდა, ჯერ ოლიმპიაკოსის, ხოლო შემდეგ აეკის შემადგენლობაში. შემდეგ სათამაშოდ ბუნეკდორში მიდის ( უზბეკეთი). 2011 წლის 22 იანვარს რივალდო იჯარით გადაბარგდა სან-პაულუში. საერთაშორისო კარიერა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რივალდო ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩაატარა 1993 წლის 16 დეკემბერს მექსიკის წინააღმდეგ. უკანასკნელი კი – 2003 წლის 19 ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ. საერთო ჯამში რივალდომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაში რივალდო მე-10 ნომრით ასპარეზობდა. ფინალში ბრაზილიამ გერმანიას სძლია ანგარიშით 2-0. სისტემა (09.06.2022 20:56) [red]თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები[/red] წყარო: https://estadio.ge/forum/14/65/254/