თემა: Real Sociedad de Fútbol (ფეხბურთი / კლუბები) Nukri (08.12.2014 23:59) [b] Real Sociedad de Fútbol[/b] [img]http://simplyfutbol.com/wp-content/uploads/2011/02/real-sociedad-de-futbol-285x285.jpg[/img] Nukri (08.12.2014 23:59) [b] რეალ სოსიედადი ( ესპ. Real Sociedad de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან- სებასტიანიდან .დაარსდა 1909 წლის 7 სექტემბერს, ის იყო პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი 1928 წელს. სამჯერ ითამაშა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირში, 1981/1982 წელს კლუბი პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას. მომდევნო სეზონში კი ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც გერმანულ ჰამბურგთან დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის 2003/2004 წლებში მიაღწია მერვედფინალს. 2006/07 წლის სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში, სოსიედადმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში გავარდა, სადაც მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. 2009-2010 წლის სეზონში კლუბმა მოიგო სეგუნდა დივიზიონი და დაუბრუნდა პრიმერა დივიზიონს. 2011-12 წლის სეზონში, რეალ სოსიედადმა დაიკავა მე-12 ადგილი, 2012-13 წლის სეზონში გავიდა მე-4 ადგილზე ჩემპიონატში და 2013-14 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. ამ წარმატებული სეზონის შემდეგ სოსიედადის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ კლუბი დატოვა და ფრანგულ რენში წავიდა სამუშაოდ. 2013-14 წლის სეზონში კლუბს იაგობა არასეტე გაწვრთნის.[/b] წყარო: https://estadio.ge/forum/14/68/266/