FC Barcelona

803 35
ავატარი
Gaucho
#752
"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერმა, ვილი კაბალერომ აღნიშნა, რომ მის გუნდში "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ხილვას ისურვებდა. არგენტინელ ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი თანამემამულის შეძენას მსოფლიოს სხვა ნებისმიერი კლუბი ისურვებდა, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა.
"რათქმაუნდა, მე მესის "მანჩესტერ სიტიში" ხილვას ვისურვებდი. ვინც ამბობს, რომ მესის შეძენა არ სურს, იტყუება. ნებისმიერი კლუბი ისურვებდა თავის რიგებში მის ხილვას." - ციტირებს კაბალეროს სიტყვებს Mundo Deportivo.
ბოლო დროს ესპანურ მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მესის სხვა კლუბში შესაძლო გადასვლაზე. "ბარსელონაში" ესმით, რომ ფინანსური შესაძლებლობებით რამდენიმე კლუბს ჩამორჩებიან, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ფინანსური საკითხი არ ითამაშებს გადამწყვეტ როლს მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ავატარი
Gaucho
#753
კატალონიის „ბარსელონას“ 29 წლის თურქმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურში, „მიუნჰენგლადბახთან“ ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ თურანმა კარიერაში პირველი ჰეთ-ტრიკი „ბარსელონაში“, ჩემპიონთა ლიგაზე შეასრულა. არდა, რომელიც „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს, 42 თამაშში 10 გატანილი გოლი დაუგროვდა.
ავატარი
Gaucho
#754
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ბოიან კრკიჩის მამა, რომელიც კლუბში სკაუტად მუშაობდა, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც კატალონიელებმა ლუკა მოდრიჩის შეძენაზე უარი თქვეს.
"ნათლად ვხედავდი, რომ მოდრიჩი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი იყო. თუმცა, კლუბს მომავლის ფეხბურთელი არ ჭირდებოდა. კატალონიელები აქცენტს აწმყოზე აკეთებდნენ.
ჯერ კიდევ მოდრიჩის "ტოტენჰემში" გადასვლამდე, ხორვატები მეუბნებოდნენ, რომ ის ნამდვილი ტალანტი იყო. მაშინ "ბარსელონაში" ვმუშაობდი. ხორვატიიდან მოდრიჩის თამაშების ვიდეჩანაწერი გამოგვიგზავნეს.
პრობლემა ის იყო, რომ იმ დროს, "ბარსელონა" იმედებს ჩავიზე, ინიესტაზე, ტურესა და ბუსკეტსზე ამყარებდა. კატალონიელები ახალი ფეხბურთელის დამატებას არ გეგმავდნენ."
ავატარი
Gaucho
#755
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენგლადბახის "ბორუიას" დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ, 4:0 დაამარცხა.
დაპირისპირებაში ანგარიში ლეო მესიმ გახსნა. მატჩის მე-16 წუთზე, არგენტინელმა ულამაზესი კომბინაციის შემდეგ ბურთი სომერის კარში შეაგორა. გატანილი ბურთის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" საგრძნობლად მოუმატეს, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიშის ორამდე გაზრდა ვერ შეძლეს.
მე-2 ნახევრის დაწყება და არდა თურანის სრული დომინაცია ერთი იყო. თურქმა ფეხბურთელმა, რომელიც "ელ კლასიკოში" ანტიგმირად მოგვევლინა, საოცარი შეხვდრა ჩაატარა და გერმანულ კლუბს 3 გოლი გაუტანა.
შესაბამისად, "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და მე-2 პოზიციაზე მყოფ "სიტის" 6 ქულით აჯობა.
"ბარსელონა" 4-0 "გლადბახი"
გოლი: მესი '16, თურანი('50, '53, '67)
გაფრთხილება: დაუდი '55
შეცვლა: რაფინია - ინიესტა '61, კარდონა - თურანი '74 --- კრამერი - დაუდი '59, ჯონსონი - შულცი ''59, რაფაელი - აზარი '72
ავატარი
Gaucho
#756
"ბარსელონას" ფეხბურთელს, ხორდი ალბას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ესპანურმა გამოცემებმა გაარკვიეს, რომ ესპანელი მცველი ელ კლასიკოს დროს მატეო კოვაჩიჩს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ხორვატმა ესპანური არც თუ ისე კარგად იცის და ალბამაც სწორედ ეს დაიწუნა.
"ჯერ ესპანურად ლაპარაკი ისწავლე იდიოტო, სულელეო, ტრა*ო, მოკეტე საერთოდ", - ასე მიმართა ხორდი ალბამ მატეო კოვაჩიჩს ერთ-ერთ ეპიზოდში.
ავატარი
Gaucho
#757
გუშინ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ კი კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა 90 წუთის განმავლობაში 993 გადაცემა გააკეთეს, რაც რეკორდული გამოდგა.
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "გლადბახი" მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. გერმანელებმა იცოდნენ, რომ მაინც მე-3 ადგილზე გადიოდნენ და დიდად თავი არ მოიკლეს.
ავატარი
Gaucho
#758
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონამ" მიუნხენგლადბახის "ბორუსია" მიიღო და დამაჯერებლად 4-0 იმარჯვა. საუკეთესო არდა თურანი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
ესპანური გამოცემა, Sport გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს. (10 ქულიანი სისტემა)
სილესენი - 6
ვიდალი - 8
მასკერანო - 8
უმტიტი - 7
დინიე - 6
ანდრეს ინიესტა - 8
გომეში - 6
დენისი - 7
მესი - 8
პაკო - 6
თურანი - 9
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
რაფინია - 5
კარდონა - 6
ავატარი
Gaucho
#759
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ჰავბექმა, ანდრეს ინიესტამ "გლადბახთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ჩემს გარეშე განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება "გლადბახთან" გამართულ მატჩს, დიდებულად ვითამაშეთ.
თუ შეხვედრა ინტენსიურობას კარგავს, ის უმეტეს შემთხვევებში მოსაწყენი ხდება.
დენისი სრულყოფილი ფეხბურთელია. ასაკის მხრივ, ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. თქვენ არ გაქვთ უფლება, ერთმანეთს შეგვადაროთ.
ახლა პრიმერა დივიზიონში ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადება უნდა განვაგრძოთ. მჯერა, რომ "ბარსელონა" კიდევ მოუმატებს და სატურნირო ცხრილში წინ წაიწევს" - ამბობს ინიესტა.
ავატარი
Gaucho
#760
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი, ძალიან მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, აცხადებს, რომ ის კატალონიურ კლუბში დარჩენას აპირებს. 27 წლის ფეხბურთელმა ეს კომენტარი "გლადბახთან" გამართული თამაშის (4:0) შემდეგ გააკეთა.
"კლუბს შეუძლია, ჩემ მომავალთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. თუმცა, მე დარჩენას ვაპირებ. სისულელე იქნებოდა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის დატოვებაზე მეფიქრა. "ბარსელონასთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ვფიქრობ, რომ აქ წარმატების მიღწევა შემიძლია.
ჩემი დღევანდელი თამაშის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოედანზე უკვე 3 თვეა არ გამოვსულვარ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მუშაობა მაინც საჭიროა.
ყოველთვის რთულია თამაში, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში უქმობა გიწევდა. სწორედ ასე მოხდა. ვარჯიშებზე 100%-ით დახარჯვას განვაგრძობ.
მესმის, რომ ჩემი უთამაშებლობის მიზეზი სპორტულია და არა პიროვნული - ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა. თავდაუზოგავად შრომას განვაგრძობ და ახალ შანსს დაველოდები." - აცხადებს ვიდალი.
"გლადბახთან" გუშინ გამართულ შეხვედრამდე ალეიშ ვიდალი მოედანზე უკანასკნელად 17 აგვისტოს, "სევილიასთან" ესპანეთის სუპერ თასზე გამართულ შეხვედრაში (3:0) ვიხილეთ.
ავატარი
Gaucho
#761
ლონდონის "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსის სანჩესი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის კატალონიის "ბარსელონას" რიგებში გამოდიოდა. ჩილელის თქმით, მან ესპანეთში თამაში თავიდან ისწავლა.
"ბარსელონაში", ფეხბურთის თამაში თავიდან ვისწავლე. ანდრეს ინიესტამ მასწავლა, როგორ უნდა ვაკონტროლო ტემპი, ჩავიმ - მოძრაობა, ლიონელ მესიმ - შეტევის განვითარებაზე ფიქრი, პედრომ - კარში დარტყმა." - განაცხადა სანჩესმა, რომელიც "ბარსელონაში" 2011-2014 წლებში თამაშობდა.
ავატარი
Gaucho
#762
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "გლადბახის" 4:0 განადგურების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საშინაო დავალება შევასრულეთ. ჯგუფურ ეტაპზე, შესაძლოა, სიურპრიზს შეხვდე. არიან გუნდები, რომლებისგანაც ყველა პირველ ადგილს ელოდა, მაგრამ მათ მე-2 პოზიცია დაიკავეს. წარსულში, წილისყრაში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.
დღევანდელი თამაშიდან ბურთის სწრაფ მოძრაობას გამოვყოფ. იმის მიუხედავად, რომ მეტოქე წაგებისთვის თავიდანვე მზად იყო, გერმანელები მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ."
ავატარი
Gaucho
#763
"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარჯვენა მცველს აღარ შეიძენს. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიურმა გრანდმა გადაწყვიტა, ალეიშ ვიდალი დაიტოვოს.
გუშინ ესპანელმა მიუხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა. "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი კარგად თამაშობდა დაცვაში, მშვენივრად უტევდა და არდა თურანს გოლიც გაატანინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოტივაციო გერმანული კლუბი საზომად არ გამოდგება, თუმცა ასეა თუ ისე, ალეიშმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის შემდგომ ამ საკითხზე "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკმაც ისაუბრა: "ვიდალმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან გამოიყენა შანსი, რომელიც მიეცა. ესპანელი იგებდა ბრძოლებს, მშვენივრად თამაშობ ბურთის გარეშე, გააკეთა საგოლე გადაცემა. ერთი სიტყვით, ის დღეს "ბლაუგრანას" დონეზე იყო".
ენრიკემ ისიც დაამატა, რომ ამეირიდან ის ალეიშს შანს კიდევ მისცემს. როგორც ჩანს, კლუბის სამწვრთნელო შტაბი მოიხიბლა 27 წლის მარჯვენა მცველის თამაშით.
ავატარი
Gaucho
#764
ჰოლანდიური "აიაქსის" ახლა უკვე ყოფილმა და "ბარსელონას" მოქმედმა კიპერმა, იასპერ სილესენმა, "გლადბახთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.
"გლადბახთან" სასტარტოში ყოფნითა და კარის მშრალად შენახვით ბედნიერი ვარ. მაშინ, როცა "ბარსელონას" ვუერთდებოდი, ვიცოდი რაოდენ დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მომიწევდა. რა თქმა უნდა თამაშის დიდი სურვილი მაქვს. სისულელე იქნებოდა მეთქვა, რომ სათადარიგოთა სკამზე ყოფნით თავს კარგად ვგრძნობ.
ესპანურს კარგად არ ვფლობ, თუმცა ამ პრობლემასაც ვაგვარებ და გაკვეთილებზე დავდივარ. ვიმედოვნებ, რომ შობის დღესასწაულზე უკეთესად ვისაუბრებ."- განაცხადა სილესენმა
ავატარი
Gaucho
#765
France Football-მა CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიის მონაცემთა გამოყენებით რეიტინგი შეადგინა, რომლის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
კვლევის შედეგების თანახმად, ბრაზილიელი ფორვარდი 250 მილიონ ევროდაა შეფასებული. რეიტინგში მეორე ადგილს მისი პარტნიორი, ლიონელ მესი იკავებს (190). არგენტინელის მუდმივი ანტაგონისტი კრიშტიანუ რონალდუ სამეულს მიღმა დარჩა. ურუგვაელ ლუის სუარესს მე-7 პოზიცია ერგო (95).

ავატარი
Gaucho
#766
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი, რომელმაც "გლადბახთან" მატჩში ანგარიში გახსნა (4:0), ეუსებიოს გაუთანაბრდა ერთ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით. არგენტინელი ფეხბურთელი რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.
barcastuff იტყობინება, რომ მესის ანგარიშზე "ბარსელონას" რიგებში გატანილი 473 გოლია. ის უვე ზეელერს ("ჰამბურგი" - 507), ჯიმი მაკგრორისა ("სელტიკი" - 522) და გერდ მიულერს ("ბაიერნი" - 525) ჩამორჩება.

მსგავსი თემები

1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48