თემა: FC Dinamo Tbilisi (ფეხბურთი / კლუბები) Nukri (17.08.2014 12:20) [img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/1/1d/DinamoTbilisi-1981.jpg/220px-DinamoTbilisi-1981.jpg[/img] [b]Dinamo Tbilisi[/b] Nukri (17.08.2014 12:23) „დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1. კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება. გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. „დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი. თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980). 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის. Nukri (31.08.2014 14:01) დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ვიტ ჯორჯიასთან საკონტროლო მატჩი გამართეს და 2:3 დამარცხდნენ. დინამოელთაგან გოლები ჯიქიამ (საჯაიას პასით) და ჯანელიძემ გაიტანეს, რომელმაც საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა. ჩვენს გუნდს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მყოფი 9 ფეხბურთელი აკლდა: მიგინეიშვილი, გველესიანი, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ძარია, ჭანტურია, ჩირგაძე, პაპავა და ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში ემზადებიან. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის კაპიტანს- ჩისკო მუნიოსს. დინამო თბილისის შემადგენლობა შემდეგი გახლდათ: დაუშვილი, მჭედლიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, საჯაია, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, ჯიქია, საბანაძე, მესხი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, სარიშვილი, ქიქავა, მანაგაძე, ლილუაშვილი, ნემსაძე Nukri (24.11.2014 22:41) 26 ნომებერს 15.00 საათზე, დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, დინამო თბილისი - ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით www.biletebi.ge - ზე შეგეძლებათ. ბილეთის ფასი: - 2 ლარი 12 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა. VIP BOX - ბილეთებისთვის მიმართეთ დინამო არენას სალაროებს შენიშვნა: გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის- 4, 5, 6, 7, 8, 10 და 17 სექტორებისა. Nukri (26.11.2014 19:37) დღეს, “დინამო არენაზე” დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც “დინამომ” “შუქურას” უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციას: კახი გოგიჩაიშვილი (დინამო): “საკმაოდ რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, პირველი თამაშიდან გამომდინარე, რომ “შუქურა” დაცვით ფეხბურთს ითამაშებდა. პირველ ნახევარში არც თუ ისე ბევრი საგოლე მომენტები გვქონდა, მეორე ტაიმში კი მოვუმატეთ და შევქმენით მომენტები, თუმცა ბევრი ვერ გამოვიყენეთ. შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით, თუმცა მალევე მოვახერხეთ აღმოფხვრა და საპასუხოდ 3 გავუტანეთ მეტოქეს. მიმაჩნია, რომ “დინამომ” დამსახურებულად გაიმარჯვა. “შუქურას” უმაღლეს ლიგაში წარმატებას ვუსურვებ, ჩემს ბიჭებს კი ვულოცავ ამ გამარჯვებას”, – დაასრულა გოგიჩაიშვილმა. Messi (09.12.2014 19:17) dinamo tbilisis kapitani da lideri, espaneli shemtevi- franchesko muniosi profesiul safexburto karieras asrulebs. igi chveni gundis shemadgenlobashi bolo shexvedras saqartvelos supertasze xutshabats, 11 dekembers chaatarebs. chisko 2011 wlis zafxulidan asparezobs dedaqalaquri gundis shemadgenlobashi. chatarebul 126 shexvedrashi espanelma 77- jer moaxerxa metoqeta karis ageba. orjer dasaxelda saqartvelos chempionatis sauketeso fexburtelad. orjer moipova saqartvelos chempionatis oqros medlebi da amdenivejer gaxda davit yifianis saxelobis saqartvelos tasis mflobeli. Nukri (10.10.2015 23:22) dges, digmis sawrtvnel bazaze, tbilisis“ dinamom“ amxanaguri matchi gamarta tbilisis „lokomotivtan“. shexvedra maspindzelta sasargeblod, 3:1 dasrulda. dinamoelebma matchis dawyebistanave moipoves upiratesoba da chanturishvilis zusti gadacema gurulma golit daagvirgvina. taimis shuashi arabulma angarishi oramde gazarda, man meore taimshic shedzlo mesame burtis gatana da dubli gaiforma. sparingis miwuruls mamia gavashelishvilma metoqis karshi golis gatana moaxerxa da saboloo angarishi, 3:1 daafiqsira. agsanishnavia, rom 7 tviani mkurnalobisa da reabilitaciis shemdeg, moedans“ dinamos“ centraluri mcveli, nikoloz chanturia daubrunda. man moirchina mdzime tramva da sparing matchshi bolo 20 wutic iaspareza. წყარო: https://estadio.ge/forum/14/68/9/