თემა: საქართველოს ეროვნული ნაკრები (ფეხბურთი / ნაკრებები) Gaucho (06.12.2016 22:00) .ბდჯესჰბუჰჰს. Gaucho (06.12.2016 22:03) საქართველო მეტსახელ(ებ)ი: ჯვაროსნები ასოციაცია: საქ. ფეხბურთის ფედერაცია კონფედერაცია: უეფა მთავარი მწვრთვნელი: ვლადიმერ ვაისი კაპიტანი: ჯაბა კანკავა ფიფა-ს კოდი: GEO პირველი საერთაშორისო საქართველო 2 - 2 ლიტვა ( თბილისი; 27 მაისი, 1990 ) უდიდესი გამარჯვება საქართველო 7 - 0 სომხეთი ( თბილისი; 30 მარტი, 1997) უდიდესი დამარცხება დანია 6 - 1 საქართველო ( კოპენჰაგენი, დანია ; 7 სექტემბერი, 2005 ) Gaucho (06.12.2016 22:04) საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. Gaucho (06.12.2016 22:04) ისტორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე. ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, ზ.რევიშვილი, ო.კორღალიძე, გურული, ფანცულაია; მწვრთნელი გივი ნოდია. მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკმაოდ წარმატებულიც. 1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96 -ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში. საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. 2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1-0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში —ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს. ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6;0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2:0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტიურად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები . შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. Gaucho (06.12.2016 22:04) ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი 2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1:0 ხორვატიასთან , სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა , რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1:0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2:0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელორუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან , ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან , რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016 -ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0:1, პოლონეთი 0:4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა. Gaucho (06.12.2016 22:05) რეკორდები ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა # ფეხბურთელი პერიოდი თამაში გოლი 1 ლევან კობიაშვილი 1996-2011 100 12 2 ზურაბ ხიზანიშვილი 1999- 93 1 3 კახა კალაძე 1996-2011 91 1 4 გიორგი ნემსაძე 1992-2004 69 0 5 ალექსანდრე იაშვილი 1998-2011 67 15 Gaucho (06.12.2016 22:05) ბომბარდირები # ფეხბურთელი პერიოდი გოლი (თამაში) 1 შოთა არველაძე 1997-2007 26 (61) 2 თემურ ქეცბაია 1991-2002 17 (52) 3 ალექსანდრე იაშვილი 1998-2011 15 (67) 4 გიორგი დემეტრაძე 1996-2007 12 (56) 5 ლევან კობიაშვილი 1996-2011 12 (100) Gaucho (06.12.2016 22:06) საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელები მთავარი მწვრთნელი სამუშაო პერიოდი შედეგები თამაში მოგება ფრე წაგება პროც მაჩვე გივი ნოდია 27 მაისი, 1990 1 0 1 0 ანატოლი ნორაკიძე 2 ივლისი , 1991 — 22 დეკემბერი , 1992 4 2 0 2 50 ალექსანდრე ჩივაძე 25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი , 1996 24 9 1 14 37 ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.) 5 დეკემბერი , 1996 — 8 დეკემბერი , 1996 2 0 0 2 დავით ყიფიანი 30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997 7 4 1 2 57 ვლადიმერ გუცაევი 6 თებერვალი , 1998 — 30 მაისი , 1998 5 3 2 0 60 გიგლა იმნაძე (მ. შ.) 12 აგვისტო , 1998 1 0 0 1 ვლადიმერ გუცაევი 19 აგვისტო , 1998 — 28 აპრილი , 1999 8 2 1 5 25 იოჰან ბოსკამპი 30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 1999 5 0 1 4 დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი 2 თებერვალი , 2000 — 6 ივნისი , 2001 16 5 5 6 31 ალექსანდრე ჩივაძე 15 აგვისტო , 200 1 — 2 აპრილი , 2003 11 4 3 4 36 ივო შუშაკი 30 აპრილი , 2003 — 11 ივნისი , 2003 2 1 0 1 50 მერაბ ჟორდანია 6 სექტემბერი , 2003 — 11 ოქტომბერი, 2003 3 1 0 2 33 გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.) 18 თებერვალი , 2004 — 21 თებერვალი , 2004 3 0 0 3 ალენ ჟირესი 27 მაისი, 2004 — 4 ივნისი , 2005 10 2 2 6 20 გაიოზ დარსაძე (მ. შ.) 17 აგვისტო , 2005 — 16 ნოემბერი , 2005 7 2 2 3 28 კლაუს ტოპმიოლერი 1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 2008 24 7 4 13 29 პეტარ სეგრტი (მ. შ.) 27 მაისი, 2008 — 31 მაისი , 2008 2 0 1 1 ექტორ კუპერი 20 აგვისტო , 2008 — 14 ოქტომბერი, 2009 16 1 4 11 6. თემურ ქეცბაია 3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი , 2014 40 13 9 18 32 კახაბერ ცხადაძე 25 მარტი, 2015 — 14 მარტი, 2016 8 3 0 5 37 ვლადიმერ ვაისი (უფროსი) 14 მარტი, 2016 — დღემდე 0 0 0 0 სულ: 199 59 37 103 29 Gaucho (06.12.2016 22:06) კაპიტნები გელა კეტაშვილი (1990) კახა ცხადაძე (1991) გია ჯიშკარიანი (1991-1994) კახა ცხადაძე (1994-1998), ვიცე-კაპიტანი - მურთაზ შელია გიორგი ნემსაძე (1998-2004), ვიცე-კაპიტანი - თემურ ქეცბაია კახა კალაძე (2004-2011), ვიცე-კაპიტანი - ლევან კობიაშვილი ზურაბ ხიზანიშვილი (2011), ვიცე-კაპიტანი - ჯაბა კანკავა ჯაბა კანკავა (2011-), ვიცე-კაპიტანი - ალექსანდრე ამისულაშვილი Gaucho (06.12.2016 22:06) კაპიტნების სტატისტიკა საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2016 წლის 3 ივნისის მდგომარეობით. [1] მოთამაშე სანაკრებო წლები ჩატარებული მატჩები საკაპიტნო მატჩები პირველი კაპიტნობა კახა კალაძე 1996–2011 83 50 04.09.1999 გიორგი ნემსაძე 1992–2004 69 42 24.09.1997 ჯაბა კანკავა 2004– 61 27 15.08.2011 კახა ცხადაძე 1991–1998 25 21 02.07.1991 ლევან კობიაშვილი 1996–2011 100 16 01.03.2006 ზურაბ ხიზანიშვილი 1999-2013 91 8 07.02.2007 გოჩა ჯამარაული 1994–2004 62 7 26.06.1994 თემურ ქეცბაია 1992–2003 49 6? 15.11.1995 ალექსანდრე ამისულაშვილი 2003– 49 6 14.11.2012 მურთაზ შელია 1994–1998 29 5 12.02.1994 გია ჯიშკარიანი 1991–1994 9 4 02.09.1992 ლევან ცქიტიშვილი 1995–2009 58 3 12.09.2007 გურამ კაშია 2009– 46 3 06.02.2013 გიორგი კიკნაძე 1996–1999 10 3? 05.12.1996 გიორგი ქინქლაძე 1992–2005 57 1 09.02.2005 გელა კეტაშვილი 1990 1 1 27.05.1990 ლაშა ჯაკობია 2004-2008 14 1 22.03.2006 გიორგი შაშიაშვილი 2001-2010 32 1 12.02.2003 ირაკლი ზოიძე 1994–2001 19 1 09.05.2001 Gaucho (06.12.2016 22:07) განთქმული ფეხბურთელები / კახაბერ ცხადაძე გია გურული მიხეილ ყაველაშვილი მურთაზ შელია გიორგი ნემსაძე მიხეილ აშვეთია შოთა არველაძე გოჩა ჯამარაული ლევან ცქიტიშვილი გიორგი დემეტრაძე ალექსანდრე იაშვილი კახა კალაძე თემურ ქეცბაია გიორგი ქინქლაძე ლევან კობიაშვილი ზურაბ ხიზანიშვილი გურამ კაშია ჯაბა კანკავა Gaucho (08.12.2016 02:35) ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატზე წესების შეცვლას და ტურნირზე მოასპარეზე ქვეყნების რაოდენობის 48-მდე გაზრდას აპირებს. ეს საკითხი რამდენიმე თვის წინაც იყო წამოჭრილი, თუმცა ახლა იტალიელი პრეზიდენტი აქტიურად განიხილავს დეტალებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. ახალი წესების თანახმად, იქნება 16 ჯგუფი, სადაც თითოში 3 ნაკრები იქნება წარდგენილი, თითო ჯგუფიდან კი 1 ქვეყანა გავა შემდეგ ეტაპზე. რა თქმა უნდა, წესების ცვლილებების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდება საქართველოს ნაკრებს, რადგან მუნდიალზე ევროპიდან გაცილებით მეტ ქვეყანას ექნება მოხვედრის საშუალება. Hazard (05.09.2019 18:50) არაა ფეხბურთი ჩვენი საქმე :D Hazard (02.06.2022 14:30) გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ მატჩზე 35000 ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა… დაურეკეთ მეგობრებს, მეზობლებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს - შევეცადოთ გავავსოთ ჩვენი არენა! რა მნიშვნელობა აქვს მეტოქეს- საქართველო V გიბრალტარი 20:00 Hazard (06.06.2022 01:53) ბულგარეთს კი გადაუარეს :D ვნახოთ რა იქნება მაკედონიასთან Hazard (06.06.2022 01:54) ისე ადრე ჩვენთან წაგების მერე გაუშვეს მაკედონიის მწვრთნელი :D Iunaitedi (06.06.2022 02:52) Lampard, makedonia braitonisnairi gundia :F Hazard (06.06.2022 03:28) Iunaitedi, რთულად დასამარცხებელი გუნდია რა Hazard (06.06.2022 04:27) ჰანდიკაპით მოგებას რამდენი ქონდა ნეტა Hazard (28.07.2022 15:44) ? | საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ლაშა დვალი კარიერას ფერენცვაროშიდან აპოელში გააგრძელებს, სადაც მას გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი დახვდებიან ?✅ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება ? წყარო: https://estadio.ge/forum/14/85/602/