თემა: ენფილდი (ფეხბურთი / მოედნები/სტადიონები) Nukri (06.12.2016 22:22) [იმგ]http://www.picz.ge/img/s2/1612/6/a/a67d9fcd906b.png[/იმგ] Nukri (06.12.2016 22:22) ენფილდი — საფეხბურთო სტადიონი ლივერპულში, ინგლისში. ენფილდი 45 276 ადამიანს იტევს და ამ შედეგით მეშვიდე ყველაზე დიდი სტადიონია ინგლისში[1]. სტადიონზე საშინაო შეხვედრებს 1892 წლიდან ატარებს პრემიერ ლიგის კლუბი „ლივერპული“, მანამდე სტადიონი კიდევ ერთ ლივერპულულ კლუბს „ევერტონს“ ეკუთვნოდა[2]. სარეკორდო დასწრება ენფილდზე 1952 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა[2], ამ დღეს სტადიონზე თავი 61 905-მა მაყურებელმა მოიყარა. მაშინ სტადიონზე ფეხზე დასადგომი ადგილებნიც იყო, 1994 წლის შემდეგ კი ენფილდი მთლიანად დასაჯდომი ტრიბუნებით აღჭურვეს. სტადიონის ორ შესასვლელს „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელების: ბილ შენკლისა და ბობ პეისლის სახელი ქვია. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ბილ შენკლის ქანდაკება. 2014 წლის 8 დეკემბერს ენფილდის რეკონსტრუქცია დაიწყო[3], რომელიც სტადიონს ჯერ 54 000-მდე, საბოლოოდ კი 59 000-მდე გაზრდის წყარო: https://estadio.ge/forum/14/89/608/