ანეკდოტები
126 5
ჭიჭიკია მივიდა ქუთაისში ბანკის მმართველთან და თხოვს:
-დამაწყებიე ძამია შენ ბანკში მუშაობა ფინანსისტად.
- რაიმე გამოცდილება გაქვს?- ეკითხება ბანკის მმართველი,
- არა!
- შესაბამისი განათლება და ცოდნა?
- არა
- აბა რეიზა უნდა დაგაწყებინო, შენ ხომ არ ანძრევ პაწა?
- ხალხს ვიცნობ!
-ხალხს, თორე შენც ახლა დონალდიე ტრამპს არ იცნობდე)))))))
- რავა არ ვიცნობ, ბრატია ჩემი , თუ გინდა დაურეკავ ახლავე!
- მიდი აბა დაურეკე))))))))
ჭიჭიკია მართლა იღებს მობილურს და ურეკავს ტრამპს.
- ალო, დონალდ, გაგიმარჯოს, ჭიჭიკიე ვარ ბალახვანელი.
- აუუუუ! ჭიჭიკია, როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება! რატომ მომანატრე ასე თავი ბიჭო! ამას წინ ჩემ ხალხს ვთხოვე მომიძებნეთ ეგ დაკარგულითქო და ვერსად გიპოვეს. მთელი კვირის მანძილზე გელოდნენ ბიკენტიეს საქაბაბეში და ერთხელაც არ შეხვედი. კაროჩე ახლავე გიგზავნი თვითმფრინავს და მოფრინავ ჩემთან!
- რაზეა ბაზარი, დონალდ, ბრატ , წამოვალ, მაგრამ აქანა ჩემთან ერთი ბანკის მმართველია და წამოვიყვან იმასაც თუ არ შეწუხდები.
- ოღონდ შენ ჩამოდი და წამოიყვანე ვინც გინდა!
გაიჩითებიან ჭიჭიკია და ბანკის მმართველი ვაშინგტონში, თეთრ სახლში. ოვალურ კაბინეტში მიდის სმა და ქეიფი , ნუ იკითხავ ისეთი. ამ დროს რეკავს ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი.
- ელიზაბეტ ძვირფასო, იცი ჩემთან ვინ არის ახლა?-ეკითხება დედოფალს დონალდი.
-არა, ვინ არის?
-ჭიჭიკიაა ქუთაისიდან!
-უი , რას ამბობ! დამალაპარაკე ახლავე ეგ ოხერი.
-ალო, ჭიჭიკია, როგორ ხარ ? ასე უნდა დამეკარგო კაცო? შვილიშვილის ქორწილი მქონდა , მინდოდა თამადად შენ ყოფილიყავი და ვერ მოგაგენი. ახლავე ვაგზავნი თვითმფრინავს და ვინც ახლა მანდ ხართ ყველანი ჩამოდით ჩემთან.
ჭიჭიკია, დონალდი და ბანკის მმართველი ჩავიდნენ ლონდონში. გაგრძელდა ქეიფი ვინძორების სასახლეში და ამ დროს დარეკა რომის პაპმა. ხვალ რომში დღესასწაულია, აივნიდან მივმართავ ხალხს და ჩამოდით ყველანი , გეპატიჟებითო.
რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩავიდნენ ჭიჭიკია, დონალდი, ელისაბედი და ბანკის მმართველი რომში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე და ჭიჭიკია ეუბნება ბანკის მმართველს:
- ახლა შიგნით, სასახლეში ჩვეულებრივ მოკვდავებს არ უშვებენ. შენ აქ დამელოდე, მე შევალ, რომის პაპს მოვიკითხავ და მერე აივანზე ერთად გამოვალთ და ხელს დაგიქნევ მიყურე და დამელოდე!
ცოტა ხანში მართლაც გადმოდგნენ აივანზე ხელი-ხელ გადახვეული რომის პაპი და ჭიჭკია. რომის პაპი ხალხს ლოცავს, ჭიჭიკია ხელს უუქნევს ბანკის მმართველს და ხედავს, რომ ბანკის მმართველი გულწასული დაეცა. გამოვარდა ჭიჭიკია გარეთ, მოასულიერა ბანკის მმართველი და ეკითხება:
- რა იყო, რა დაგემართა, ცუდათ რამ გაგხადა?
- რამ გამხადა და შენ და რომის პაპი აივანზე რომ გამოხვედით, ჩემ გვერდით ორი აფროამერიკელი იდგა და ერთმანეთს ეკითხებოდენ:
- ეს კი ვიცით ჭიჭიკიაა, მაგრამ ის მეორე ვინ არისო?