თემა: 7-Zip 26.04 Final (კომპ ტექნიკა / PC პროგრამები) EstaDio.GE (06.10.2026 19:01) [center][IMG]https://i.ibb.co/3y29kzL8/ca77fbf26087.jpg[/IMG][/center] [color=#006400][b]📅 გამოშვების წელი:[/b][/color] 2026 [color=#006400][b]🛠️ ტიპი:[/b][/color] არქივატორი [color=#006400][b]🛠️ შემქმნელი:[/b][/color] 7-Zip [color=#006400][b]🏢 გამომცემელი:[/b][/color] 7-Zip [color=#006400][b]💻 პლატფორმა:[/b][/color] PC [color=#006400][b]🔢 პროგრამის ვერსია:[/b][/color] 26.04 Final [color=#006400][b]🌐 ინტერფეისის ენა:[/b][/color] რუსული, ინგლისური და სხვა [color=#006400][b]🔊 ხმის ენა:[/b][/color] - [color=#006400][b]🔓 მედიცინა:[/b][/color] არ საჭიროებს (უფასოა) [color=#32CD32][b]💻 მინიმალური სისტემური მოთხოვნები:[/b][/color] [list] [*]🖥️ ოპერაციული სისტემა: Windows 11 / 10 / 8 / 7 / Vista / XP / 2012 / 2008 / 2003 / 2000 / NT [*]⚙️ პროცესორი: ნებისმიერი [*]🧠 ოპერატიული მეხსიერება: მინიმალური [*]🎥 ვიდეო ბარათი: არ არის მოთხოვნა [*]💾 ადგილი დისკზე: 10 MB [/list] [color=#006400][b]📜 აღწერა:[/b][/color] [b]7-Zip[/b] არის ძალიან კარგი და მაღალხარისხიანი [b]არქივატორი[/b], რომელიც სჯობნის ბევრ კონკურენტს და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს მას. დეველოპერის ზრუნვა გამოიხატება პროგრამის მთელ მსოფლიოში გავრცელებასა და მის 79 ენაზე თარგმნაში. 7-Zip ფაილებს კუმშავს [b]LZMA[/b] ალგორითმით, რომელიც საგრძნობლად სრულყოფილია WinRar-ის ალგორითმზე. მონაცემთა შეკუმშვის LZMA ალგორითმში რეალიზებულია [b]multi-[/b] და [b]hyper-threading[/b] ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რაც პროგრამას დამატებით უპირატესობას ანიჭებს ძლიერი პროცესორების მქონე პლატფორმებზე. 7-Zip-ს აქვს პაროლით დაცული არქივების შექმნის შესაძლებლობა, ფაილების სახელების დაშიფვრა და რა თქმა უნდა თვითამოარქივებადი [b]SFX-არქივების[/b] შექმნა. დაშიფვრისას გამოიყენება 256-ბიტიანი კრიპტოგრაფიული ალგორითმი [b]AES[/b], რომელიც ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა. პირველ რიგში, ეს არქივატორი ფასობს საკუთარი ფორმატით [b]7z[/b]. ითვლება, რომ ამ ფორმატს აქვს შეკუმშვის უმაღლესი ხარისხი და შესანიშნავად გამოდგება დიდი მოცულობის ინფორმაციის (მაგალითად, განსაკუთრებით დიდი პროგრამების ან თამაშების) დასაარქივებლად. ასევე მხარდაჭერილია ფორმატები: ZIP, CAB, RAR, ARJ, GZIP, LZH, CHM, BZIP2, TAR, CPIO, RPM და DEB. [b]ძირითადი შესაძლებლობები:[/b] [list] [*]არქივირება / ამოარქივება: 7z, XZ, BZIP2, GZIP, TAR, ZIP და WIM [*]მხოლოდ ამოარქივება: ARJ, CAB, CHM, CPIO, CramFS, DEB, DMG, FAT, HFS, ISO, LZH, LZMA, MBR, MSI, NSIS, NTFS, RAR, RPM, SquashFS, UDF, VHD, WIM, XAR და Z. [*]ZIP და GZIP ფორმატებისთვის 7-Zip გთავაზობთ 2-10%-ით უკეთეს შეკუმშვას, ვიდრე PKZip და WinZip [*]ძლიერი AES-256 დაშიფვრა 7z და ZIP ფორმატებში [*]თვითამოარქივების (SFX) შესაძლებლობა 7z ფორმატისთვის [*]სრული ინტეგრაცია Windows Explorer-ში [*]მძლავრი ფაილური მენეჯერი და ბრძანებათა სტრიქონის (Command Line) ვერსია [/list] [url='https://estadio.ge/download.php?id=564460&name=7-Zip+26.04+Final']🔗 გადმოწერა[/url] წყარო: https://estadio.ge/forum/17/97/1604/