თემა: უ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადე (შერეული თემები / საინტერესო) Nukri (03.12.2016 12:43) შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბადების წელსა თუ თვეს, ასევე სახელობით დღეებს აქვს თავისი ახსნა, ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რიცხვს, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, ჩვენი დახასიათება შეუძლია. ბევრი ფიქრი აღარ ჭირდება იმას, რომ წაიკითხოთ უბრალოდ ის ტექსტი, რომელ რიცხვშიც თქვენ ხართ დაბადებული. Nukri (03.12.2016 12:46) 1. ნომერი პირველი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი არის ძალიან შემოქმედებითი, ორიგინალური და დამოუკიდებელი. თუმცა თვითკმაყოფილების ორ კატეგორიად იყოფა: ერთის მხრივ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულები არიან და სამსახურს უწევენ სხვებსაც; მეორეს მხრივ კი ინდივიდუალისტები და ეგოისტები არიან, რომლებიც არ ითვალისწინებენ სხვის აზრებს. ძლიერი სულის გამო, რომელიც მათ აქვთ, ხშირად არიან ლიდერები და ინიციატორები. ამბიციების გამო კი მზად არიან ბესმიერი სურვილი აისრულონ რისკების სანაცვლოდ. უარყოფითი თვისებები: იმპულსურობა, ქედმაღლობა და სიჯიუტე. Nukri (03.12.2016 12:47) 2. ორ რიცხვში დაბადებული ადამიანები ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან და არ შეუძლიათ უყურადღებოდ დატოვონ თუნდაც უცნობი ადამიანის თხოვნა. არიან შესანიშნავი ბიზნეს პარტნიორები, კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები. შესანიშნავი დიპლომატები არიან, ასევე პატიოსანი, განათლებული, მგრძნობიარე, მხატვრული და რომანტიული ბუნებით. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა, თუმცა არ უყვართ ინიციატივა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. უარყოფითი თვისებები: მგრძნობიარე სამყარო, რაც ხშირად აგდებს მას დეპრესიაში. Nukri (03.12.2016 12:47) 3. რიცხვი სამი მხატვრული ფანტაზიის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და თანაგრძნობის უნარის ნიშანია. ეს არის სიმბოლო ნეიტრალიტეტის და თანამშრომლობის, ვინც იცის რა არის ბედნიერება და რა სარგებელი მოუტანოს ცხოვრებამ. დაჯილდოებულია დიდი ინტუიციით, რომლის მეშვეობითაც სრულყოფილად შეუძლია იდენტიფიცირება ყველაზე მნიშვნელოვანი აზრებისა და იდეების. შეუძლია მარადიული სიყვარული და გამოირჩევა იუმორის გრძნობით. უარყოფითი თვისებები: ასევე მგრძნობიარე სამყარო, რომლის გამოც უმნიშვნელო წვრილმანზეც კი შუიძლება ჩავარდეს დეპრესიაში. Nukri (03.12.2016 12:47) 4. ამ რიცხვში დაბადებულები არიან პასუხისმგებელი, კეთილსინდისიერი, სერიოზული და სანდო ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ გამოწვევების და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იზრუნონ უსაფრთხოებაზე. ბრწყინვალე საქმიან რეპუტაციას ფლობენ, საკუთარი ძალისხმევით შეუძლიათ ბევრ მიზანს მიაღწიონ. ფხიზლად ხვდება წარუმატებლობას, რადგან იცის რომ ნებისმიერი მარცხი ცხოვრების გამოცდილებას შესძენს. საკუთარ შეცდომებზე შეუძლიათ სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ნებისმიერი დაბრკოლება თუ სირთულე უფრო უღვივებს მიზნის მიღწევის აზარტს და ყველა ძალას იხმარს ის ამისათვის. Nukri (03.12.2016 12:47) 5. რიცხვი ხუთი თავისუფლების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულმა ადამიანებმა კარგად იციან თუ როგორ განკარგონ და გამოიყენონ დანიშნულება მიზნისთვის. ძალიან კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და მრავალმხრივი ადამიანები არიან, რომელთაც უყვართ ტურისტები და ავანტიურისტები. აქვთ მიდრეკილება მისტიკისკენ და ამიტომ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი. უარყოფითი თვისებები: მოუთმენელი ბუნება ხშირად ხდება მიზეზი სწრაფი არასწორი დასკვნების და გადაწყვეტილებებისა, რასაცც უიღბლობა და წარუმატებლობა მოყვება შედეგად. Nukri (03.12.2016 12:47) 6. სიყვარული და გაგება, პატიოსნება და ერთგულება, ოჯახი და მეგობრობა- აი რა არის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი. ძალიან მაღალ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, მხატვრული ნიჭი, ჰუმანიტარული სურვილები აქვთ. მათ კეთილშობილური ბუნების გამო სხვების დახმარება, პრაქტიკული რჩევები და ხშირად ფულის გაცემა უყვართ. ძალიან სანდო მეგობარია თუნდაც ყველაზე ინტიმური საიდუმლოსი. უარყოფითი თვისებები: მესაკუთრე და ავადმყოფურად ეჭვიანი, პირფერი, ინტრუზიული და ჯიუტია. Nukri (03.12.2016 12:48) 7. სიბრძნის და გონებამახვილობის ნიშანია, უყვართ იმ რაღაცის ძიება და ახლის კითხვა, რაც მათ ინტელექტზე მოახდენს დადებით გავლენას. აქვთ მეცნიერებისა და გამომგონებლის ძლიერი პოტენციალი. უარყოფითი თვისებები: დავა, სარკაზმი, სიჯიუტე, გაღიზიანებადობა. Nukri (03.12.2016 12:48) 8. ეს სიმბოლო ხასიათდება პატრონაჟით, აღმასრულებლის ძალაუფლებითა და კონტროლით. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების მოწოდებაა პოლიტიკა, ექპერტთა და კორპორაციული სამმართველო სფერო. მატერიალური წარმატება მისი თანამგზავრია, რაც ხშირად აფუჭებს მის პიროვნებას. უარყოფითი თვისებები: ეგოცენტრიკები დიდების და აღიარების მომხრენი არიან. Nukri (03.12.2016 12:48) 9. რიცხვი ცხრა ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური წარმომადგენელია. თავდადებული მეგობარია, რომანტიული ცხოვრების პარტნიორისთვის და დაინტერესებული ბიზნეს პარტნიორისთვის. კეთილი და ნიჭიერია. ადვილად პატიობს ყველას და უღალატოა. უარყოფითი თვისებები: მისი ერთდაერთი უარყოფითი თვისებაა, რომ არ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს, ნებისმიერი დასახელების თანხას შეუძლია წამში გაქრეს მისი ხელიდან. Nukri (03.12.2016 12:48) 10. ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ეს არის კომბინაცია ორი უპირატესობისა- "ყველაფერი ან არაფერი". მიზნისთვის უარყოფენ ყოველგვარ ინტრიგას და მხოლოდ ჭეშმარიტ გზას ირჩევენ. სუფთა სული და დიდი გული აქვთ, რის გამოც გამოირჩევიან მეგობრებში. უარყოფითი თვისებები: ძალიან მეოცნებეა, ამიტომ მოგიწოდებთ მოახდინეთ მიზნების ვიზულიზაცია და განხილვა, რაც მათი ასრულებით აუცილებლად დამთავრდება. Nukri (03.12.2016 12:49) 11. ერთ-ერთი ძლიერი ნიშანია, რომელიც ღრმა ბავშვობიდანვე მიმართულია შინაგან განვითარებისა და ქველოქმედებისკენ. მატერიალურ მხარეზე უკანასკნელ პუნქტში დარდობენ, მათთვის უპირველესი სულიერებაა. მათი აზრების მოსმენა ნამდვილად ღირს, რადგან ექსტრასენსული ნიჭი აქვთ. Nukri (03.12.2016 12:49) 12. ამ რიცხვში დაბადებული, ენერგიული და ცხოვრების მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანია. შინაგანი ჰორმონისა და ძალთა ბალანსის გავლენით ბრწყინვალე ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი გააჩნია. საკრალური რიცხვია, რომელიც დიდი უპირატესობით სარგებლობს კაცობრიობაში, რადგან ათასზე მეტი წლის წინ ის აირჩიეს დღე-ღამის გამყოფ და დროის განმსაზღვრელ "ერთეულად", ასევე წელიწადში თვეების განმსაზღვრელად. ამიტომ მათი მისია არასდროს არ არის შემთხვევითობა, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცხოვრება შეცვალონ უკეთესობისკენ. Nukri (03.12.2016 12:49) 13. ეს რიცხვი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელია და დღემდე იწვევს შიშს საზოგადოებაში, თუმცა ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევიან, რომლებიც სულ რაღაც ახლის შექმნით არიან დაკავებულები. სიტყვა- სტაბილურობა კი მათ ლექსიკას არ შეესაბამება. უარყოფითი თვისებები: მისი ერთადერთი ნაკლია შეუწყნარებლობა, დიდი ჩხუბის შემდეგ თუნდაც იმსახურებდეთ, მისგან მეორე შანსს არ უნდა ელოდოთ. ასევე არიან ზამრაცები, რაც ხშირად უშლით ხელს მიზნის მიღწევაში. Nukri (03.12.2016 12:49) 14. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე, სწორედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა. არ შეეცადოთ მათი რამით შეზღუდვა, თორემ წამში გაგაქრობენ საკუთარი ცხოვრებიდან. გაშმაგებული აბსოლიტურად უკონტროლო ხდება, რაზეც შემდეგ სინანულს გამოხატავს. სიყვარულში მგზნებარე და ვნებიანია, წარმატებული ურთიერთობის მიუხედავად, რეზერვში მაინც ყავს მეორე პარტნიორი. ხშირად განიცდის მარცხს ბიზნესში. Nukri (03.12.2016 12:49) 15. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები უამრავი ნიჭით გამოირჩევიან- ინჟინერი, პოეზია, გამომგონებელი, ფართო ფანტაზია. თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს ხშირად არ ყოფნით შინაგანი დისციპლინა. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მტკივნეულად რეაგირებენ მცირე კრიტიკაზეც კი და ასევე ძალიან კარგად გრძნობენ სხვის ტკივილს. Nukri (03.12.2016 12:50) 16. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ღრმა ანლიტიკური აზროვნებით. არიან პასუხისმგებელი, განათლებული, მგრძნობიარე, გულუხვი, იდუმალი და დამოუკიდებელი ადამიანები. აქვთ დიდი ინტუიცია. პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობას 200% -ით გრძნობენ. სძულს ზედაპირულობა, ამიტომ როდესაც მასთან ურთიერთობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ის სერიოზული, ძლიერი, მგრძნობიარე და ერთგულია გრძნობებში. Nukri (03.12.2016 12:50) 17. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ამტანები არიან როგორ სულიერად, ასევე ფიზიკურად. თუ გინდათ მის გულს მიუახლოვდეთ, გაიღეთ მეტი სითბო და სიყვარული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ შეეგუებიან სიცრუესა და თვალთმაქცობას. ძალიან რთულად იღებს უარყოფას- სიტყვა "არა" მყისიერად ხდება მათი გაბრაზებისა და აგრესიულობის მიზეზი. თუ რაღაცის ღრმად სჯერა, თუნდაც ცდებოდეს, მის გადარწმუნებას ვეღარ მოახერხებთ. Nukri (03.12.2016 12:50) 18. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან. ისინი მზად არიან დაიცვან არამარტო საკუთარი, არამედ მეგობრებისა და კოლეგების ინტერესებიც. საკმაოდ კონსერვატიულები არიან- ნებისმიერ შემთხვევაში ეფუძნებიან მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებასა და ცოდნას, იშვიათად უსმენენ სხვის მოსაზრებებს. რიცხვი 18 არისტოკრატებისთვისაა განკუთვნილი. დეპრესიაში ჩავარდებიან, თუ კი მათი რეპუტაცია შეილახება. იშვიათად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში, რადგან მოქმედებენ განსაკუთრებული სიფრთხილით. ღრმა ემოციური კავშირი აქვთ დედებთან, რადგან დედის მორალური მხარდაჭერა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. Nukri (03.12.2016 12:51) 19. "რასაც დასთეს, იმას მოიმკი", სოწრედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა ნათქვამი. ძალიან დიდი ყურადღება და დაფიქრება მართებთ იმაში, რასაც აკეთებენ. ნებისმიერი ქმედება (ზრახვა) რასაც ისინი ჩადიან (კეთილშობილური თუ ბოროტული) ისე არასდროს ჩაივლის მის ცხოვრებაში, ყველაფერი უკან უბრუნდება. წარსულის შეცდომებზეც ძალიან ხშირად მოუწიათ და მოუწევთ პასუხისგება. ენერგიული, პრაგმატული და სტაბილურები არიან, იშვიათად ენგრევათ ოჯახი და პროფესია. სულით-ხორცამდე მატერიალისტია, მისთვის ფასეული მხოლოდ ისაა, რასაც შეუძლია ხელით შეეხოს. ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ ფინანსებით აფასებს. Nukri (03.12.2016 12:51) 20. კატეგორიულად ვერ იტანენ მარტოობას, მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოება. არიან კარგი ორატორები და ერთგული მეგობრები. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა და საქველმოქმედო საქმეები. უყვართ ხმაურიანი დღესასწაულები, თავგადასავლები, არიან სტუმართმოყვარენი, რომანტიულები. ასევე უყვართ მუსიკა, ცეკვა და გააჩნიათ შემოქმედებითი პოტენციალი. მათზე ხშირად ამბობენ, რომ "ბედი ათამამებთ", რადგან ყველაფერი ადვილად უსრულდებათ, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხი აქვთ. თუმცა ხშირად წუწუნებენ საკუთარ ცხოვრებაზე, ყველა იმ წარმატებაზე რაც აქვთ და ასევე ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ Nukri (03.12.2016 12:51) 21. ამ რიცხვში დაბადებულები მადლიერები არიან არსებობით და ტკბებიან ყოველი დღით. ის ფაქტი, რომ 21 რიცხვში, წელიწადში ორჯერ არის ნაბუნიობა (მზიანი და დიდი დღე) პროზაულ ხასიათს ატარებს ამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებზე. შეპყრობილნი არიან ფულის სიყვარულით, ასევე დიდი ეკონომისტები, ბანკირები და ფინანსისტები არიან. შეგიძლიათ ანდოთ ოჯახური ბიუჯეტი სამართავად. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის სტატუსს და წარმომავლობას საზოგადოებაში გამოსაჩენად. ცინიკურები და ირონიულები არიან. მათი ყველაზე დიდი სისუსტეა სექსი- ისინი სექსით არიან შეპყრობილნი და ხშირად ღალატობენ პარტნიორს, თუმცა არა გულით, არამედ იმ ცხოველური ინსტიქტებით, რაც სექსის ცნებას გააჩნია, რათა მოიხსნან დაძაბულობა და დაიოკონ მოზღვავებული სურვილი. Nukri (03.12.2016 12:51) 22. რიცხვი ოცდაორი განმანათლებელს ნიშნავს, ასე, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან იმ ნიჭით, რომ სხვების სწავლა-განათლების საკითხით დაკავდნენ. სკოლა და ლექციები სწორედ მათთვისაა მოგონილი. ნამდვილი მეცნიერები და მოაზროვნეები არიან, თითქოს აფრქვევენ სასასრგებლო რჩევებსა და ცოდნას. ბუნებრივად აქვთ ნაკისრი მისია, რომ აღმოფხვრან მიწიერი და არამიწიერი ბუნება და მოვლენები, შემდეგ კი მოიტანონ ჩვენამდე და ნათლად აგვიხსნან. აქვთ დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებულ საქმეში, თუმცა წარმატებას მხოლოდ მძიმე სამუშაობის შედეგად აღწევს. სხვათა მფარველები და ქველოქმედები არიან. Nukri (03.12.2016 12:51) 23. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან წინსვლისა და თავგადასავლების სურვილით. არიან თამამები, სწრაფები, გადამწყვეტი ბუნებით, იმპულსურები, კომუნიკაბელურები და არამდგრადები. მათ აქვთ დიდი პოტენციალი ბიზნესის, სამუშაო ფინანსური სექტორისა და ინოვაციების მართვის. თუმცა მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, რომ აქვთ მაღალი ინტელექტი, შემოქმედებისა და იდეების პროგრესირების უნარი, სხვა პროფესიებსაც ადვილად დაეუფლებიან. ისინი სავსე არიან ოპტიმიზმით, ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით. მათთვის ყველაზე მთავარია ცხოვრებაში - თავისუფლება, ამიტომ ვერ იტანენ, როდესაც ანგარიშს აბარებენ სხვას. კოლოსალურ ძალას ფლობენ საპირისპირო სქესის მიზიდულობის მხრივ. რთულ სიტუაციებში აღმოჩენის ოსტატები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათ ცხოვრებას ეწოდოს- მარტივი Nukri (03.12.2016 12:51) 24. ეს რიცხვი უსაფრთხოებისა და ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ ოცდაოთხში დაბადებული ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან, მინიმალური ნაბიჯის გადადგმამდეც კი საფუძვლიანად აფასებენ მოსალოდნელ "დადებით" და "უარყოფით" შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებული ადგილი მათ ცხოვრებაში კვების საკითხს უკავია, ამიტომ შეუძლიათ გახსნან საკუთარი რესტორანი, სასადილო ან ეს ნიჭი წარმოადგინონ სხვადასხვა სპექტრში. Nukri (03.12.2016 12:51) 25. ამ რიცხვში დაბადებული ხალხის ცხოვრებას მართავს ინტუიცია, პარანორმალური შესაძლებლობები და წინასწარმეტყველება, ერთი სიტყვით კი მისტიურობა, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ ღირს, რადგან არ ცდებიან და თუ შემთხვევით რაღაც საკითხში თქვენი მტკიცე აზრის შეცვლა განიზრახეს, ენდეთ და დაუჯერეთ ახსნა-განმარტების გარეშე. მათ მხოლოდ ერთი ინტუიცია არ ამოძრავებთ, მოუწოდებთ შინაგანი შვიდი ხმა, რაც მაღალი ინტელექტის შედეგია. უგუნური ქმედებები არ ახასიათებთ. Nukri (03.12.2016 12:52) 26. ეს რიცხვი წარმოდგება 2 და 8-სგან, რომელთა ჯამი 8-ის ტოლია, რვა კი უსასრულობის ნიშანია და კავშირების უწყვეტობას მიუთითებს, ანუ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან ერთგული მეუღლეები და მეგობრები. აქვთ მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგია, მენეჯერის ნიჭი. უყვართ წესრიგი, სისუფთავე და სილამაზე. უარყოფითი თვისებები: ამაოება, შეუზღუდავი ძალაუფლებისა და სხვების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი. Nukri (03.12.2016 12:52) 27. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მკურნალობის ნიჭით, ამიტომ მათი მოწოდება ძირითადად მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ეხება. ნიჭიერი შემფასებლები ხშირად მკურნალობის ალტერნატიულ გზას ნახულობენ. აქვთ კარგი ინტუიცია, არიან ემოციურები და შეუძლიათ სხვებზე ზრუნვა და ღრმა თანაგრძნობა. არასდროს ყრიან ფარ-ხმალს, მაშინაც კი თუ წარუმატებლობას ადგანან, გამოცდილებით ბევრ რამეს სწავლობენ. უარყოფითი თვისებები: თავდაჯერებული, მოუთმენელი და ცვალებადი. Nukri (03.12.2016 12:52) 28. მათი მთავარი ფიგურაა კანონი და ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის დიდი ნიჭით. ყოველთვის იღწვიან მიზნისკენ, ოღონდ შესაბამისი წესების გათვალისწინებით. მეორე უკიდურესობა კი ის აქვთ, რომ არასდროს აღიარებენ დანაშაულს და უყვართ შეცდომების სხვებზე გადაბრალება, რაც მდიდრულ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს უყალიბებთ. Nukri (03.12.2016 12:52) 29. დიდ ემოციურ პოტენციალს ფლობენ- დღეს უყვართ, ხვალ ეზიზღებათ. ერთის მხრივ მშვიდობისმყოფელები და დიპლომატიურები არიან; მეორეს მხრივ კი ქარიზმატულები და ავანტიურისტები. მატერიალურ საკითხში ძალიან უმართლებთ, კარგად გამოიმუშავებენ და ხშირად ლატარიასაც იგებენ, თუმცა სიყვარულის საკითხში სწორედ ეს ფული ვერ შველით, რადგან ყოველთვის უყვარდებათ ის, ვინც არ უნდა უყვარდეთ, ამიტომ ამ მხრივ დაუცველობის გრძნობას განიცდიან. Nukri (03.12.2016 12:52) 30. ოცდაათი- ბიზნესმენი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანის რიცხვია. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, შეუძლიათ სწორი და კარგი კონცენტრირება საქმეზე გარემო ფაქტორების გათვალისწინებითაც კი. უზარმაზარი ინტელექტი და სწრაფად მოაზროვნე გონება განაპირობებს ადვილად გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება სხვადასხვა მოვლენებითაა სავსე, ამიტომ მათ გვერდით ცხოვრება არ მოგწყინდებათ. თუ გსურთ მოსალოდნელი მოვლენების შეფასება, აზრი კითხეთ მათ, ის არ დაგზარდებათ კეთილი რჩევების მოცემას და რაც მთავარია ურცხვად გეტყვით ყველაფერს პირში. Nukri (03.12.2016 12:53) 31. მოტივირებული და დამოუკიდებელი ადამიანის რიცხვია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ყველა შემთხვევა, რაც ცხოვრებისგან ეძლევა. მათი ინდივიდუალური სტილი და შემოქმედებითობა ეტყობა ყველაფერს, რასაც ისინი ქმნიან და ასრულებენ. ნებისმიერი საქმიანობა, რასაც ჩაეჭიდებიან, სრულყოფილობამდე მიყავთ, რაც ეხმარება მათ მოიპოვონ მაღალი პოზიცია საზოგადოებაში. გაბედული პროექტების დიდი ორგანიზატორები არიან. მიზნისკენ არ უყვართ მოკლე გზის გავლა, ყოველთვის ახალი და ფართო გზები იზიდავთ. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას, ამიტომ ნუ შეეცდებით მოტყუოთ, თორემ სამუდამოდ დაკარგავთ მათ ნდობას. Nukri (03.12.2016 12:53) 18:D Iunaitedi (03.12.2016 13:28) Ara gamomgonebrli vaar mecnieric :D amisgarda yvela emtxveva :D Hazard (03.12.2016 13:36) :D RONBAL (04.12.2016 18:07) Chem cxovrebas qseroqsi gadauges:D წყარო: https://estadio.ge/forum/22/48/590/