თემა: sad wavalt sikvdilis shemdeg? (მეცნიერება და განათლება / შემეცნებითი) Nukri (01.06.2014 14:40) [img]http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016111501013674677.jpg[/img] ფიზიკოსები ამტკიცებენ: მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. მრავალრიცხოვან ინტერნეტ საიტებზე აღმოაჩენთ, რომ მკვდრეთით აღდგომის საკითხი ძალიან აქტუალურია მეცნიერულ წრეებში. სტატიაში შემოგთავაზებთ პროფესორ რობერტ ლანცას (Robert Lanza) ჰიპოთეზას რამდენიმე პარალელური სამყაროს შესახებ, სადაც სიცოცხლე სხეულის სიკვდილით არ მთავრდება. რაზეა აქ საუბარი? Nukri (17.11.2016 22:02) დროსა და სივრცეში საკუთარი იდეები ლანცამ წარმოადგინა წიგნში "ბიოცენტრიზმი: სიცოცხლე და ცნობიერება – სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების შეცნობის გასაღები" (Biocentrism: How Life and Consciousness are the Keys to Understanding the True Nature of the Universe), რომელიც გამოვიდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს, რამდენადაც შეიცავს იდეებს სიცოცხლის მარადიულობაზე, თუმცა სამყაროს სულ სხვა ადგილას. წიგნმა პოპულარობის პიკს 2013 წელს მიაღწია. მას შემდეგ პროფესორს უამრავი მომხრე გამოუჩნდა, მათ შორის მისი კოლეგებიც. რობერტ ლანცა – უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგენერატიული მედიცინის სპეციალისტი და კომპანია Advanced Cell Technology –ის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მეცნიერი ცნობილია ღეროვანი უჯრედების კვლევებით და ასევე მან ჩაატარა რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც ეხებოდა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირებას. თუმცა, რამდენიმე წლის წინ მკვლევარი ფიზიკით, კვანტური მექანიკითა და ასტროფიზიკით დაინტერესდა. სწორედ აქედან დაიბადა ე.წ. ბიოცენტრიზმის თეორია, რომელის ავტორიც ლანცა გახლავთ. ბიოცენტრიზმის თანახმად სიკვდილი არ არსებობს. ის ილუზიაა, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში ჩნდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანები საკუთარ თავს სხეულთან აიგივებენ. ფიქრობენ, რომ მასთან ერთად მოკვდებიან. სინამდვილეში კი, ცნობიერება დროსა და სივრცის მიღმა არსებობს, რომელსაც უნარი აქვს იყოს ნებისმიერ ადგილას: როგორც ადამიანის სხეულში, ისე მის გარეთ. ეს ყოველივე ძალიან კარგად ჯდება კვანტური თეორიის საფუძვლებში, რომლის თანახმად რაღაც ნაწილაკი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ადგილას, ხოლო რაიმე მოვლენა შეიძლება რამდენიმე ვარიანტად განვითარდეს. Nukri (17.11.2016 22:03) ლანცას სწამს, რომ უამრავი სამყარო არსებოს. სწორედ მათში ხდება ყველა არსებული ვარიანტის რეალიზება. ერთ სამყაროში სხეული კვდება, მეორეში კი სიცოცხლეს აგრძელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გარდაცვლილი გვირაბს გაივლის, ჯოჯოხეთსა და სამოთხეში კი არ ხვდება, არამედ ისეთივე სამყაროში, როგორშიც ადრე ცხოვრობდა სანამ ცოცხალი იყო. და ასე უსასრულოდ გრძელდება... – ცნობიერება – ამტკიცებს პროფესორი – ისეა როგორც ენერგია. არ ქრება და შეუძლებელია მისი განადგურება. ზოგიერთი რადიკალი ბიოცენტრისტი მიიჩნევს, რომ მატერიალური სამყარო არ არსებობს, მხოლოდ მისი ვირტუალური სახეა, რომელის გენერირება ცნობიერების მეშვეობით ხდება. ან სამყარო კი არსებობს, მაგრამ იმ სახით წარმოგვიდგება და ისეთს ვხედავთ, როგორც ჩვენი გრძნობის ორგანოები გვაძლევს ამის საშუალებას. სხვა ორგანოები და გრძნობები რომ გვქონდეს, სულ სხვა რამეს დავინახავდით. ლანცას რაც შეეხება, მას ზომიერი შეხედულებები აქვს. მას რეალობის სჯერა. თუმცა, ის ამას პრცესად მიიჩნევს, რომელიც ცნობიერების მონაწილეობას მოითხოვს – ადამიანი ერთდროულად დამკვირვებელიცაა და შემქმნელიც. Nukri (17.11.2016 22:03) ჩვენს პარალელურად ლანცას იმედისმომცემ, მაგრამ საკმაოდ სადავო თეორიას უამრავი მომხრე გამოუჩნდა –არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავების სახით, რომელთაც მუდმივად სურთ ცხოვრება, არამედ ცნობილი მეცნიერები. ეს ის ფიზიკოსები და ასტროფიზიკოსები არიან, რომლებიც პარალელურ სამყაროებზე მსჯელობენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაჩნიათ რომ სამყარო უამრავია – Multiverse (მულტისამყარო) – ე.წ. მეცნიერული კონცეფცია, რომელის დამტკიცებასაც ისინი ცდილობენ და გვარწმუნებენ, რომ არ არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც გამორიცხავდა სხვა სამყაროების არსებობას. პირველად პარალელური სამყაროების შესახებ მწერალმა ჰერბერტ უელსმა საკუთარ მოთხრობაში "კარები კედელში" დაწერა 1895 წელს. 62 წლის შემდეგ კი მისი იდეა პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჰიუ ევერეტმა, საკუთარ სადოქტორო დისერტაციაში განავრცო. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო იყოფა მის მსგავს უამრავ სამყაროდ. მეორე წამს კი ეს "ახალდაბადებულები" კვლავ იყოფიან იგივე სახით. რომელიღაცა მათგანში თქვენ არსებობთ. ერთ-ერთში ამ სტატიას კითხულობთ, მეორეში კი – მეტროთი მგზავრობთ, მესამეში – დივანზე წევხართ და ტელევიზორს უყურებთ... – სამყაროს გამრავლებას ბიძგს ჩვენი ქმედებები აძლევს – ხსნის ევერეტი – საკმარისია გავაკეთოთ რაიმე არჩევანი, რომ თვალის დახამხამებაში ერთი სამყაროსგან ორი შეიქმნება. ბედის განსხვავებული ვარიანტებით – მაგალითად, რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ დანიშნულების ადგილას თვითმფრინავით კი არა, მატარებლით წასულიყო, შედეგად კი ისინი კატასტროფას გადაურჩნენ. 1980 წელს მულტისამყაროს წარმოქმნის თეორია კიდევ უფრო განავრცო ფიზიკოსმა ა. ლინდემ, სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა. "– კოსმოსი – ამბობს ლინდე –შედგება უამრავი ე.წ. გაბერილი ბურთისგან, რომელიც საფუძველს უყრის მსგავსი ბურთების შექმნას, ისინი კი, თავის მხრივ, ბადებენ მსგავს ბურთებს კიდევ უფრო დიდი რაოდენობით, და ასე უსასრულოდ. ისინი ვერ გრძნობენ ერთმანეთის არსებობას, თუმცა, ერთი ფიზიკური სამყაროს ნაწილებს წარმოადგენენ." ის, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ ამ სამყაროში, ამას ის მონაცემებიც მოწმობს რომელიც კოსმოსური ტელესკოპით იქნა მიღებული. მათზე დაყრდნობით მეცნიერებმა შექმნეს ყველაზე ზუსტი მიკროტალღური ფონი ე.წ. "რელიქტური გამოსხივება" და დაინახეს, რომ ის სავსეა შავი ხვრელებით. image ფიზიკოს-თეორეტიკოსი ლაურა მერსინი-ჰოუტონი ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტიდან და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მიკროტალღური ფონის ანომალიები იმის გამო გაჩნდა, რომ ჩვენს სამყაროზე გავლენას ახდნენ სხვა, გვერდით განლაგებული სამყაროები. ფიზიკოსები მიიჩნევენ, რომ სამყაროები ისე ჩნდება, როგორც მდუღარე წყალში ბუშტები. ისინი ერთმანეთს ეჯახებიან და კვლავ განიზიდებიან, რის შემდეგაც კვალს ტოვებენ. Nukri (17.11.2016 22:03) ასე რომ, ადგილები, სადაც სული, ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილის მერე წავა, საკმაოდ ბევრია. და საერთოდ, არსებობს თუ არა ის? სულის მარადიულობაში ეჭვი არ ეპარება პროფესორ სტიუარტ ჰამეროფს არიზონის უნივერსიტეტის ანასთეზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის განყოფილებიდან, ის ამავდროულად იმავე უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ცენტრს, რომელიც იკვლევს ცნობიერებას. რამდენიმე წლის წინ მან განაცხადა, რომ ადამიანის ცნობიერება არ ქრება სიკვდილის შემდეგ. ჰამეროფის აზრით, ადამიანის ტვინი სრულყოფილი კვანტური კომპიუტერია, სული ან ცნობიერება – ინფორმაციაა, რომელიც დაგროვილია კვანტურ დონეზე. მისი განადგურება ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა შეიძლება რომ გადაიცეს. ექიმი მიიჩნევს, რომ როდესაც სხეული კვდება, ცნობიერების კვანტური ინფორმაცია ჩვენსავე სამყაროს უერთდება. რაც შეეხება ბიოცენტრისტ ლანცას, თავისი კოლეგისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ სული სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლებს. ჰამეროფის თანამოაზრემ, ცნობილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან სერ როჯერ პენროუზმა, ასევე აღმოაჩინა ჩვენი და სხვა სამყაროების შეხების კვალი. მეცნიერები ერთად ავითარებენ ცნობიერების კვანტურ თეორიას და თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს ცნობიერების მატარებელი – ელემენტები, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე ინფორმაციას აგროვებენ, სხეულის სიკვდილის შემდეგ კი სადღაცას "გადასცემენ." ეს ნეირონების შიგნით განლაგებული მიკროტუბულებია (microtubules), რომელიც ყველაზე მეტად არის შესაფერისი კვანტური თვისებების მატარებლის ფუნქცია შეასრულოს ტვინში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივად შეუძლიათ შეინარჩუნონ კვანტური მდგომარეობა ანუ იმუშაონ კვანტური კომპიუტერის ელემენტებით. Nukri (17.11.2016 22:03) სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში გვირაბის მეშვეობით გადაინაცვლებს. ლანცას ბიოცენტრიზმში არაფერია პრინციპულად ახალი. თუმცა მეცნიერული დასკვნა, რომელიც მკვლევარისა და მისი კოლეგების მიერ გაკეთდა, საოცარია. აღმოჩნდა, რომ იმქვეყნიური სამყარო სულაც არ არის გამონაგონი, ის რეალურია. მეცნიერს ისღა დარჩენია რომ ეს კონცეფცია რელიგიასთან შეათანხმოს. Hazard (17.11.2016 22:04) cvetshi mawuxebs eg kitxva mara jer pasuxi netu :D Iunaitedi (17.11.2016 22:25) ratminda mecniereba magat kargistrakiarmovtyan biblia miancx xogvaqvs wakitxuli ragac mainc an rac shignit weria an rogorc iyo adre es ateistebi ro gmerts uaryofen da zebunebrivis arsjerat. icxovreb kargad geqneba sikvdilis mere sacxovrebeli aricxovreb da argeqneba. jojoxeti da samotxe aris mgoni xo. mara mec magrad mainteresebs da vinmes didisiamovnebit movusmendi mtelidge am sakitxze tu raxeba an samotxeshi an jojoxetshi nu warmodgena kigvaqvs mara mainc. Nukri (17.11.2016 22:28) Iunaitedi, mamaostan an modzghvartan midid da esaubre tu xrar monatluli Iunaitedi (17.11.2016 22:28) Nukri, ki vaar aba raa. mara eklesiashi ishviatat davdivar. Hazard (17.11.2016 22:31) Nukri, mamao jibeze ro gaisvams xels magis tavi aramaq :D Nukri (17.11.2016 22:32) Hazard, yvela araa egeti, ori mamao myavs mezoblad da vici Hazard (28.05.2019 00:37) არაა კიდო მაგაზე პასუხი ხო ? :D Iunaitedi (26.01.2020 22:02) Nukri, sruli yleoba Hazard (17.02.2021 06:27) 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან და ჯერ არაფერი სიახლე არაა Iunaitedi (15.05.2021 01:27) არავითარი პარარელური სამყარო არარსებობს. სიკვდილის შემდეგი პროცესი დაფარულია კაცობრიობისთვის და ამოუხსნელი. ასევე დაფარულია როდის მოვკვდებით რადროს რაწამს და რომელ საათს და ყველაზე მასიური კითხვა ვინ რამ შექმნა სამყარო. ამყველაფრის ცოდნა დღეს განვითარებულ სამყაროში კიდე ამოუხსნელია და 1% არარიან საღ აზრთან ახლოს. ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის 1% გააზრება თუ სიკვდილის მერე რახდება და რამოგვივა და ის თუ როდის მოვკვდებით და ვინ რამ შექმნა სამყარო არის დაშიფრული კაცობრიობისთვის. ნიჭიერ და ბოძებულ ნიჭით ზოგ ადამიანს შეუძლია 1938 გაამრავლოს 5 ზე და 3 წამში გაცეს პასუხი და სხვა მრავალი ნიჭი და ცოდნა არსებობს ჰმგარდა ამ სამისა კითხვისა. ეს ყველაფერი კი გინდა არგინდა რაღაც ზებუნებრივთან მივყავართ ანუ ღმერთთან. მეცნიერები და სხვები თავ ტრაკს იტყნავენ და ვერ დაადგინეს და ვერც დაადგენენ რადგან დაფარულია ჩვენი ტვინისთვის. ყველა გზა მიდის მაღლა. და იქ წყდება ყველას ბედი. ამასკი დღეს მიტუმეტეს არავინ აღიარებს და ზოგსაც უტყდება. მარა ბოლო წამებისდროს მაინც აღიარებენ Iunaitedi (15.05.2021 01:33) ფიზოკესებს ურჩევნიათ ერთხელ და სამუდამოდ შეეშვან ამ საქმეს და დანებდნენ. არავითარი ფაქტი და ტესტები არაქვთ არაფრის. მოსმენილიმაქ რაღაცეები აურიეს ერთმანეთში და იქ ის შედეგი რო ვერ მიიღეს რაც უნდოდათ იქ დაერხათო. მარადიული სიცოცხლე რაგონიათ ნეტა მაგათ. ყველა 0 ია ამ სფეროში არაფერი არ გამოსდით დღემდე. ვერც გამოუვათ რადგან დაფარულია როგორც ვთქვი რო მივიდნენ ჭეშმარიტებამდე. Iunaitedi (15.05.2021 01:37) მკვდრეთიდ აღდგომაკი ამაზე თუ საუბრობს ვინმე არამგონია. რა მკვდრეთით აღდგომა ? :D ხალხს სიცხე აძლევს და კვდებიან. ზებუნებრივ ძალას ეჭიდებიან. უხილავს. მკვდრეთიდ აღდგომაც ზებუნებრივს უნდა შეეძლოს და შეუძლიაკიდეც. სამყაროში უნდა არსებობდეს ისეთი ვინმე ვისაც შემქმნელი არყავს და თავის თავს თავად მისცა დასაბამი. ანუ ყველაზე რთული ჩემთვის პირადად არის ეს კითხვა. რაღაც წამი ხო იყო რო არარსებობდა არაფერი? აქ მეც ვიჭედები და უბრალოდ არაფერს და ვერაფერს ვამბობ. ორი ვარიანტი მაქვს არცისე საინტერესო. Hazard (15.05.2021 13:54) Iunaitedi, მკვდრეთით არავინ აღდგება, სისულელეა ეგ Iunaitedi (15.05.2021 23:28) Lampard, ideashi chventviton veravdgebit. Sxvam unda agvayenos. Nukri (17.05.2021 20:08) Iunaitedi, გაანებე ბორუტოს თავი Iunaitedi (17.05.2021 20:43) Nukri, მეკი დავანებებ ყირებას მარა რაც დავწერე შენცხოიცი ისეა :D Iunaitedi (04.10.2021 23:28) ეს ისეთი კითხვაა ათეისტსაც რო აინტერესებს. ანუ მარტო ამის გაგებაც კი ოდესღაც უკვე დიდი რამაა. იმაზე დიდი ვიდრე ალბათ ადამიანს უცხოვრია თავისი თავისYვის და ამქვეყნათ. ესრო გაიგოს ეხლა 1 მა ადამიანმა ვინმემ გამოყლევდება და სავარაუდოდ სიხარული ან შიში აიტანს და დაიბრიდება. იმდენი მსგავსი მითხვაა და რო გაიგოს კაცმა ცერ გაუძლებს Iunaitedi (04.10.2021 23:34) 1% არაა შანსი ადამიანმა ამოხსნას მსგავსი საიდუმლოებები. ფაქტია და აშკარაა დაფარულია თითოეული ადამიანის ტვინი იმით რო ვერ ამოხსნას მსგავსი საიდუმლოებები. წარმოსახვით კი ვიცით მარა ეგ კიდე მაინც ვარაუდია და რწმენის საკითხია. Hazard (05.10.2021 00:45) Iunaitedi, შენ ეს მითხარი :D სხეულში სულს რა აკავებს ? დაბმული არამგონია იყოს Iunaitedi (20.03.2022 01:35) Lampard, სული უხილავია სხეული ხილული. უხილავის რო არჯერა ადამიანს მაგაშია საქმე :D მეტში კი არაფერი Iunaitedi (20.03.2022 01:40) მეცნიერები მიდიან და მივიდნენ მაგ დასკვნამდე რო ამ სამყაროს ყავს კულისებს მიღმა ვიღაც ან რაღაც ვისაც ეს ყველაფერი უნდა შეექმნა. ანუ აღიარებენ სრული სიზუსტითაა ყველაფერი შექმნილი. + დეენემზეა საუბარი ვიდეოც დევს. https://m.youtube.com/watch?v=eahVr0T7hc8 Hazard (20.03.2022 01:42) Iunaitedi, gta 5- ის თემაა :D Iunaitedi (08.07.2022 22:31) იმის შანსი უფრო დიდი იყო ვიდრე მე ამქვეყნად მოვევლინებოდი თუ იმის რო სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს რელიგიური კუთხით? მგონი მეორეს შანსი უფრო დიდია Hazard (09.07.2022 01:25) იმედია ლუდი იქნება :D Iunaitedi (11.08.2022 22:18) ვერსიები არაა ახალი? Hazard (13.08.2022 01:25) ჭიათურაში წყარო: https://estadio.ge/forum/31/72/577/