Boston Celtics

56 2
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
1970-1978: გადახალისება
რასელმა დაასრულა და კარიერა და პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაშო ბოსტონს უარყოფითი შედეგი ჰქონდა რეგულარულ სეზონში. ამის შემდეგ გუნდშო მოვიდა მძიმე ფორვარდი დეივ ქოვენსი და პოლ სილაპსი, რის შემდეგაც ბოსტონი ისეც დამაგრეველ ძალად იქცა. ბოსტონმა 1972/73 წლების სეზონი კარგად ითამაშა და სეზონი 68-14 შედეგით დაასრულა, მაგრამ კონფერენციის ფინალში უოლტ ფრეზიერის "ნიუ-იორკ ნიქსთან" დამარცხდა, რომელიც გახდა კიდეც იმ წლის ჩემპიონი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18


დეივ ქოვენსი იყო გუნდის ლიდერი 70-იან წლებში და ორჯერ მოაპოვებინა გუნდს ჩემპიონობა. მის საპატივცემულოდაა გაუქმებულია ნომერი 18.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
1974 წელს გუნდი გავიდა სუპერფინალში, სადაც ახალგაზრდა ვარსკვლავის, კარიმ-აბდულ ჯაბარის და ვეტერანი ოსკარ რობერტსონის "მილუოკი ბაქსი" შეხვდათ.ბოსტონმა მოიგო მეხუთე თამაში და სერიაში 3-2 დაწინაურდა. მეექვსე თამაშში ბოსტონს შეეძლო გამხდარიყო ჩემპიონი მაგრამ კარიმმა სამი წამით ადრე ცნობილი "ear hook"-ით ჩაუგდო ბოსტონს და მილუოკიმ მოიგო 1 ქულის სხვაობით. მეშვიდე თამაში ბოსტონმა მოიგო, სადაც დეივ ქოვენსმა 28 ქულა დააგროვა და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
1976 წლის სეზონში ბოსტონი ისევ გავიდა სუპერფინალში, სადაც "ფინიქს-სანსს" შეხვდა. ამ სერიის მეხუთე თამაში შესულია ისტორიაში საუკეთესო მატჩების სიაში. ბოსტონმა მოახერხა დაძაბულ ბრძოლაში მატჩი ოვერტაიმის შემდეგ მოეგო. სელტიკსმა მეექვსე თამაშიც მოიგო და გახდა წლის ჩემპიონი, ისტორიაში მეცამეტედ. ამის შემდეგ გუნდში დაიწყო კიდევ ერთი გადახალისება. 1977 წელს ბოსტონმა დრაფტზე სედრიქ მაქსველი აირჩია, რომელმაც ვერ უჩვენა სათანადო თამაში სადებიუტო სეზონში, მაგრამ მასში ტალანტს ხედავდნენ. 1977/78 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა გუნდის ლეგენდამ და ლიდერმა, ჯონ ჰავლიჩეკმა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
1979-1992: "ლარი ბერდის ერა"

1978 წლის დრაფტზრ ბოსტონს ჰქონდა 2 არჩევანი პირველი რვიდან. მეექვსე პიკად გუნდმა აირჩია მსუბუქი ფორვარდი ლარი ბერდი, რომელსაც უნდა დაემთავრებინა სწავლა ინდიანას უნივერსიტეტში და შემდეგ მოვიდოდა გუნდში. სელტიკსი ბერდის უნივერსიტეტში სწავლისას ფლობდა მასზე უფლებებს. მაშინ ეს ნებადართული იყო, ეხლა კი არ შეილება. თავისი სტუდენტური კარიერის დასრულების შემდეგ ლარიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს "ბოსტონ სელტიკსთან".
ავატარი
Gaucho ავტორი
#22

კევინ მაკ-ჰეილი იყო დიდი სამეულის წევრი. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 32 ნომრიანი მაისური.
ავატარი
Gaucho ავტორი
#23


[i]რობერტ პარიში იყო ბოსტონის ცენტრი 1980-1994 წლებში. მან ჩაატარა 21 სეზონი NBA-ში, რაც რეკორდულია ლიგის ისტორიაში. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 00 ნომრიანი მაისური.[/img]
ავატარი
Gaucho ავტორი
#24
1979 წელს გუნდი კინაღამ დატოვა პრეზიდენტმა რედ აურბეხმა გუნდის მფლობელ, ჯონ ბრაუნთან კონფლიკტის გამო. ბრაუნი ვერ ათვიცნობიერებდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო რედი გუნდისთვის, ამიტომ მის აზრს არ აქცევდა ყურადღებას. ბოლო ნოტი, ამ დავისა იყო ფაქტი, როცა ბრაუნმა დრაფტის არჩევანი გაცვალა ბობი მაკადუში. ამაზე უკმაყოფილება აურბეხმა ღიად გამოთქვა. შეიქმნა საშიშროება, რომ რედი გუნდს დატოვებდა და "ნიუ-იორკ ნიქსის" პრეზიდენტი გახდებოდა. იმ ფაქტმა, რომ შეიძლებოდა ადამიანი, რომელმაც დაიწყო მეორე თაობის გუნდის შენება, შეიძლებოდა აღმოჩენილიყო პრინციპული მეტოქის ფრენჩაიზში, გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მტრულად განეწყვნენ ბრაუნის მიმართ. ამ ზეწოლიდან გამომდინარე ბრაუნმა გადაწყვიტა გაეყიდა გუნდი. ბოსტონმა ჩააგდო 1978/79 წლების სეზონი. გუნდის ახალწვეულებმა - კრის ფორდმა, რიკი ბარიმ და ნეიტ არჩინბალმდა ვერ მოახერხეს გაეგრძლებინათ მომგებიანი ტრადიციები.
ავატარი
Gaucho ავტორი
#25
1979/80 წლების სეზონში გუნდს შეუერთდა ლარი ბერდი და გუნდმა სეზონი ბევრად უკეთესად დაამთავრა-61-21. პლეი-ოფში ბოსტონი დამარცხდა იულიუს ირვინგის "ფილადელფიასთან". სეზონის ბოლოს ლარი ბერდმა მიიღო rookie of the year ჯილდო. ახალ მფლობელთან ერთად აურბეხმა ბევრად ნაყოფიერი მუშაობა დაიწყო და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. გუნდი დატოვა უკმაყოფილო ბობ მაკადუმ. მის ნაცვლად დეტროიტიდან მოვიდა დაცვის სპეციალისტი მ.ლ.კარრა და ასევე მიიღო ორი არჩევანი 1980 წლის დრაფტზე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#26
აურბეხი შეეცადა მეტი არჩევანი მოეპოვებინა 1980 წლის დრაფტზე. ბოსტონი იმჟამად 1 და 13-ე პიკებს ფლობდა. აურბეხმა პიკები გაცვალა ”გოლდენ-სთეით უორიოსის” ცენტრ რობერტ პარიშსა და დრაფტის 3-ე არჩევანზე, სადაც მძიმე ფორვარდი კევინ მაკ-ჰეილი არჩია. ბერდი,მაკ-ჰეილი და პერიში მომავალში სათავეში ჩაუდგნენ გუნდს და გახდნენ ცნობილი როგორც "დიდი სამეული". ასევე აურბეხმა გუნდში მოიყვანა ”სიეტლ სუპერსონიქსის” ვარსკვლავი დენის ჯონსონი,რის შემდეგ გუნდი გადაიქცა შეუჩერებელ და დამანგრეველ ფრენჩაიზად.
ავატარი
Gaucho ავტორი
#27


დენის ჯონსონი იყო გუნდის გამთამაშებელი 80-იან წლებში. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 3 ნომრიანი მაისური.
ავატარი
Gaucho ავტორი
#28
მწვრთნელ ბილ ფითჩის ხელში ბოსტონმა 1980/81 წლების სეზონი წარმატებით დაასრულა. კონფერენციის ფინალში გუნდი ისეც იულიუს ირვინგის "ფილადელფიას" შეხვდა. ბოსტონმა ცუდად დაიწყო სერია, სადაც 3-1 აგებდა, მაგრამ გუნდმა იპოვა ძალა და სერია 3-3 აიყვანა. მეშვიდე თამაში ბოსტონმა დაძაბულ ბრძოლაში 91-90 მოიგო. სუპერფინალში გუნდი მოუზის მელოუნის "ჰიუსტონ როკეტს" შეხვდა. მაქსველი ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა, ბოსტონმა კი 14-ე ტიტული აიღო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#29
1981/82 წლების სეზონში გუნდი ისევ შეხვდა იულიუს ირვინგის "ფილადელფიას", სადაც 3-1 აგებდა. სელტიკსმა ისევ შეძლო ძალების მოკრება, სერია 3-3 აიყვანა და სიტუაცია უკიდურესად დაძაბა, მაგრამ "დოქტორმა იულიუსმა" დაამარცხა ბოსტონი მეშვიდე მატჩში. 1982/83 წლების სეზონში გუნდი გამოვარდა პლეი-ოფიდან, სადაც "მილუოკი ბაქსთან" ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა, რის გამოც ბილ ფითჩი გაუშვეს პოსტიდან.
ავატარი
Gaucho ავტორი
#30
1983/84 წლების სეზონში გუნდის მწვრთნელად დაინიშნა სელტიკსის ყოფილი მოთამაშე ქეი სი ჯონსი. ბოსტონმა სეზონი 60-22 შედეგით დაასრულა და სამწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა სუპერფინალში, სადაც "showwtime" პერიოდში მყოფ "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდა, რომელსაც მეჯიქ ჯონსონი,კარიმ აბდულ-ჯაბბარი და ახალწვეული ჯეიმზ ვორთი ლიდერობდნენ. დაძაბული ბრძოლის შემდეგ ბოსტონმა მოიგო სერია 4-3. სეზონის დასრულების შემდეგ აურბეხმა დატოვა გენერალური მენეჯერის პონტი, მაგრამ დარჩა როგორც პრეზიდენტი. ახალი მენეჯერი გახდა იან ვოლკი. აქამდე იგი რედის თანაშემწედ მუშაობდა. ოფ-სეზონის პერიოდში ვოლკმა ჰენდერსონი გაუშვა "სიეტლ-სუპერსონიქში" 1986 წლის პირველი რაუნდის არჩევანის სანაცვლოდ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#31
1985 წელს ბოსტონი ისეც ლეიკერსს შეხვდა ფინალში, ოღონდ ამჯერად დამარცხდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა სელტიკსმა ლეიკერსთან ფინალი წააგო და ერთადერთი, როცა გუნდმა გადამწყვეტი მატჩი წააგო საკუთად არენაზე. ამასობაში გუნდმა დაიმატა ვეტერანი ცენტრი ბილლ უოლტონი "ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან". ის იყო ვარსკვლავი "პორტლენდ-ტრეილ ბლეიზერში", მაგრამ შემდეგ იგი გააწამეს ტრავმებმა, ამიტომ ბოსტონის სათადარიგო მოთამაშედ იქცა.