თემა: San Antonio Spurs (კალათბურთი / კლუბები) Gaucho (08.12.2016 03:10) [img]https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/4/4d/SanAntonioSpurs.png/200px-SanAntonioSpurs.png[/img] კონფერენცია: დასავლეთი დივიზიონი: სამხრეთ-დასავლეთი დაარსდა: 1967 ( NBA შემოუერთდა: 1976 წელს) ისტორია: დალას ჩეპერელსი (ABA) 1967–1970, 1971–1973 ტეხას ჩეპერელსი (ABA) 1970–1971; სან-ანტონიო სპურსი (ABA) 1973–1976; სან-ანტონიო სპურსი (NBA) 1976-დღემდე არენა: AT&T Center ქალაქი: სან-ანტონიო, ტეხასი გუნდის ფერები: შავი, ვერცხლისფერი და თეთრი მფლობელ(ებ)ი: პიტერ ჰოლტი გენერალური მენეჯერი: არ სი ბაფორდი მთავარი მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი D-ლიგის კლუბი: Austin Toros ჩემპიონები: 4 ( 1999 , 2003 , 2005, 2007 ) კონფერენციის ტიტულები: 4 (1999, 2003, 2005, 2007) დივიზიონის ტიტულები: 18 (1978, 1979, 1981, 1982, 1983, 1990, 1991, 1995, 1996, 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2009, 2011, 2012) ოფიციალური საიტი: [url=http://spurs.com]Spurs.com[/url] Gaucho (08.12.2016 03:13) სან-ანტონიო სპურსი ( ინგლ. San Antonio Spurs) — ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი, რომელიც მდებარეობს სან-ანტონიოში , ტეხასის შტატში . „სპურსი“ არის სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის წევრი, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის NBA -ში. „სპურსი“ არის იმ ოთხ გუნდთაგან ერთ-ერთი, რომელიც 1976 წელს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA) შემოუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ამ ორი ლიგის გაერთიანებისას. „სპურსი“ არის ერთადერთი ყოფილი ABA-ს გუნდი, რომელმაც შეძლო NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ისტორიაში კი მათ ეს 4-ჯერ შელძეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ , „ბოსტონ სელტიკსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ შემდეგ. [1] 2009 წლის ივლისის მონაცემებით, „სპურსს“ გამარჯვების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილზე. მას შემდეგ რაც NBA-ში მონაწილეობს, გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 4-ჯერ გამოტოვა პლეი-ოფი. 1976-1977 წლების სეზონიდან მოყოლებული (NBA-ში გადმოსვლის შემდეგ) გუნდმა 36 სეზონში დივიზიონის 18 ტიტულის მოპოვება შეძლო. უკანასკნელი 22 სეზონიდან, 21-ჯერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა. არ გაუცდენიათ პლეი-ოფი უკანასკნელი 15 სეზონის მანძილზე, მას შემდეგ რაც გუნდმა დრაფტზე ტიმ დანკანი აირჩია 1997 წელს. მას შემდეგ რაც „სპურსმა“ 2011-12 წლების სეზონი 50 მოგებით დაასრულა, გუნდი ფლობს რეკორდს ზედიზედ ყველაზე მეტი, 50-ზე მეტი გამარჯვება სეზონში, რაც უკვე 13-ჯერ შელძეს. Gaucho (08.12.2016 03:14) სპურსი სან-ანტონიოში სპურსი არის ქალაქის ერთადერთი გუნდი ამერიკის 4 მთავარ ლიგაში, რომელსაც 5 წელზე მეტი უარსებია. სპურსის მოთამაშეები აქტიური წევრები არიან სან-ანტონიოს მოსახლეობისთვის, ამასთანავე ბევრი ყოფილი სპურსის მოთამაშე კვლავ აქტიურად მოღვაწეობს სან-ანტონიოში. მათ შორის არიან: დევიდ რობინსონი, რომელიც კერვერის აკადემიაში მოღვაწეობს[2] , ჯორჯ გერვინი კი ჯორჯ გერვინის ახალგაზრდულ ცენტრში. [3] სპურს დამყარებული აქვს რამდენიმე NBA დასწრების სარეკორდო მაჩვენებელი, როდესაც გუნდი "Alamodome"-ში თამაშობდა. მათ შორის ყველაზე დიდი დასწრება აქვს NBA ფინალში 1999 წელს. Gaucho (08.12.2016 03:14) 2003 წლიდან მოყოლებული, AT&T Center მასპინძლობს San Antonio Stock Show ასევე Rodeo-ს, რომელიც ცნობილია, როგორც „Rodeo Road Trip“. [5] სპურსმა ამ პერიოდში შეძლო არაერთი გამარჯვების მოპოვება გასვლით შეხვედრებში, რომელიც ზედიზედ ასახავს NBA-ის ყველაზე გრძელი გასვლითი შეხვედრების გამარჯვების რეკორდს : (8 მატჩის მოგება 9-იდან, რომელიც 2003 წელს დაამყარეს). [6] როდესაც სპურსი იგებს NBA-ის ტიტულს, გუნდი ყოველთვის აწყობს დიდ პარადს,სადაც შედის : სან ანტონიოს მდინარეზე გემით გასეირნება. [7] 1997 წლიდან მოყოლებული, სპურსის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელია 69.6, რაც ყველაზე საუკეთესო პროცენტულ შედეგად ითვლება ყველა პროფესიონალურ სპორტში. Gaucho (08.12.2016 03:15) გუნდის ისტორია ABA-ს წლები: დალას ჩეპერელსი (1967-1973) სან-ანტონიო სპურსმა არსებობა დაიწყო დალას ჩეპერელსი -ის სახელწოდებით, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობას კი ( ABA ) 1967 წლიდან იწყებს. როდესაც 11 გუნდიდან ერთ-ერთი იყო დალას ჩეპერელსი ABA-ს , გუნდს სათავეში ედგა: გუნდის ლიდერი და მწვრთნელი- კლიფ ჰაგენი . გუნდის მეორე სეზონი იმედგაცრუებით დასრულდა, რადგანგუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, 41-37 ქულების მაჩვენებლით. 'პლეი-ოფში' კი მალევე დამარცხდნენ 'ნიუ-ორლეან ბუკანერსთან'. [8] ამასთანავე, გუნდის დიდი პრობლემა მცირე დასწრება იყო დალასში , რის გამოც 1970-71 წლებში გუნდს რეგიონალური სახელი შეუცვალეს და პირდაპირ 'ტეხას ჩეპერელსი' უწოდეს, რითაც უფრო მეტი ხალხის მოწვევას იმედოვნებდნენ, თუმცა ეს იდეაც კრახით დასრულდაა და 1971-72 წლებში გუნდს ისევ პირვანდელი სახელი დაუბრუნდა. Gaucho (08.12.2016 03:16) ABA-ს წლები: სან-ანტონიო (1973-1976) როდესაც ჩეპერელსმა პოპულარობა მოიპოვა ხალხში, მფლობელებმა ფინანსურ მოგებაზეც დაიწყეს ფიქრი,ამიტომ ისინი შედარებით ნაკლებ ფულს ხარჯავდნენ გუნდზე. მას შემდეგ, რაც გუნდმა 1972-73 წლის სეზონში პირველად გამოტოვა 'პლეი-ოფი', მფლობელებმა გუნდის ქციების გაყიდვა გადაწყვიტეს. 'სან-ანტონიოსი' 36 კაციანმა ბიზნესმენთა ჯგუფმა შეისყიდა, ამ იდეას ლიდერობდნენ ანჯელო დროსო, ჯონ შაფერი და რედ მაკკომბსი . მათ სურდათ, რომ გუნდს კიდევ 3 წელი ეარსება დალასში და შემდგომ უკვე სან-ანტონიოში გადასულიყო. შეთანხმება კი შემდეგნაირად იქნა მიღწეული: თუ გუნდის შესყიდვა არ მოხდებოდა ამ დროის მანძილზე, 1975 წლისთვის გუნდი ისევ დალასშიდაბრუნდებოდა. ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, მოხდა გუნდის სახელის შეცვლა'სან-ანტონიო განსლინგერსი'-ს სახელი,. [10] თუმცა ვიდრე გუნდი პირველ მატჩს ჩაატარებდა, მას და 'სპურსი' უწოდეს. გუნდის პირველი სახე : წითელ,თეთრსა და ლურჯ ფერებში შეცვლილ იქნა ცნობილ: შავ,ვერცხლისფერ და თეთრ ფერებში, რომელსაც გუნდი კვლავ იყენებს. Gaucho (08.12.2016 03:16) მიუხედავად იმისა, რომ სპურსს 6 000 ხმაურიანი გულშემატკივარი ამხნევებდა, პირველ მატჩში, რომელიც ჰემისფეირ არენაზე შედგა, 'სპურსი' , 'სან-დიეგო კონქუისტედორ'-თან დამარცხდა. 'სპურსი'-ს დაცვა გუნდის ყველაზე დადებითი მხარე იყო, რომელიც ოპონენტს 100 ქულის დაეგროვების საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ , გუნდმა დაამყარა რეკორდი ABA ისტორიაში 49-ე ასეთი შემთხვევით. 'სპურსი'-ს ადრეულ წლებში, როდესაც ABA-ში გამოდიოდა, გუნდს ლიდეორბდა ვეტერანი- ჯეიმზ სილასი; იანვარში კი გუნდმა შეძლო ჯორჯ "ყინულის კაცი" გერვინის დამატება. ABA ცდილობდა არ მომხდარიყო გერვინის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მოსამართლემ სპურსის მხარე დაიჭირა და საბოლოოდ ჯერვინის დებიუტი 7 თებერვალს შედგა. სპურსმა სეზონი 45-39 დაასრულა, რაც საკმაოდ კარგ შედეგს წარმოადგენდა მე-3 ადგილოსანისთვის დასავლეთ დივიზიონში. 'პლეი-ოფში' გუნდი შეხვდა ინდიანა პეისერსს და სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ მე-7 თამაშში იქნა დამარცხებული. საბოლოოდ სარფიანი გამოდგა გუნდისსან-ანტონიოში გადასვლა, სადაც თითო თამაშში 6 300 გულშემატკივრის მოზიდვას ახერხებდა,რაც დალას ჩეპერელსისთვის მხოლოდ და მხოლოდ 18 თამაშის საერთო მაჩვენებელი იყო. დროსომ და მაკკომბსმა იცოდნენ,რომ სიტუაცია ესე წარიმართებოდა და ამიტომაც გადადგეს ეს ნაბიჯი. ერთი წლის შემდეგ, მათ შეასრულეს შეთანხმება და გუნდი შეისყიდეს, რითაც შეძლეს გუნისსან-ანტონიოში დატოვება. Gaucho (08.12.2016 03:16) გუნდმა მალევე შეძლო ჰემისფაირ არენაზე ადაპტაციის გავლა, სადაც მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის არმიის მოზიდვა შეძლო. გუნდმა 1974-75 წლის სეზონი 17-10 შედეგით დაიწყო, რასაც თან მოჰყვა მთავარი მწვრთნელი- ტომ ნისელკის გათავისუფლება დაკავებული პოსტიდან. მფლობელებმა კი ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ დაიღალნენ გუნდის ნელი დაცვითი თამაშის სტილით. მწვრთნელის რანგში კი გუნდს ბობ ბაში ჩაუდგა, რომელმაც ახალი თამაშის სტილისაკენ გადააწყო გუნდი: "ეს არის თავდაჯერება.გუნდეს ვერ გადააწყობთ 48 წუთში თავდასხმით სტილზე,ამიტომ უნდა მისცეთ უფლება ხანდახან სკოლის კალათბურთიც ითამაშონ". ეს კომენტარი გულზე მოხვდა ჯორჯ გერვინს და ჯეიმზ სილას, რის გამოც 'სპურსი' უმალვე გახდა სწრაფი შემტევი გუნდი,სეზონი კი სოლიდური 51-33 შედეგით დაასრულა, რაც მე-2 ადგილისთვის ბრწყინვალე შედეგი იყო დასავლეთში. გერვინმა განაცხადა: "ჩვენი დავალება იყო გვესროლა ფარის მიმართულებით 100-ჯერ, ჩვენ უნდა გვესროლა 107-ჯერ". მიუხედავად ამისა , გუნდი 'პლეი-ოფ'-ში სპურსი დამარცხებული იქნა ინდიანა პეისერსის მიერ 6 თამაშში. Gaucho (08.12.2016 03:16) მიუხედავად 'პლეი-ოფ'-ის წარუმატებლობისა, სპურსმა მალევე გამოაჩინა თავი ABA ტოპ გუნდებს შორის, აქედან გამომდინარე არენაზე დასწრებაც უფრო და უფრო მეტი ხალხისთვის ხდებოდა მიმზიდველი. ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობდა, რომ სან-ანტონიოში მოსახლეობის რაოდენობა 650 000 ადამიანს აღწევდა(რითაც უდიდეს ქალაქებში მოსახლეობის მიხედვით მე-7 ადგილს იკავებდა მთელს აშშ-ში ). 1976 წლის ივნისში მოხდა ABA -სა და NBA -ს გაერთიანება, რითაც სპურსმა შეძლო ახალ ლიგაში პროფესიონალური გუნდის სტატუსით გადასვლა. სპურსის გარდა 1976-77 წლის სეზონისთვის, NBA-ში გადასვლა მოახერხა დენვერ ნაგეტსმა, ინდიანა პეისერსმა და ნიუ-იორკ ნეტსმა Gaucho (08.12.2016 03:16) სპურსმა და კიდევ ABA-ს სამმა გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გადაეხადათ ABA-ს ორი ძლიერი გუნდისთვის, რომლებიც გაერთიანების დროს გაუქმდა. ჯონი ბრაუნ უმცრ. რომელიც კენტუკი კოლონელსის მფლობელი იყო, მიიღო 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელმაც მოგვიანებით NBA-ის ბუფალო ბრეივზი და უფრო მოგვიანებით კი ბოსტონ სელტიკსი შეისყიდა, მას შემდეგ რაც გაყიდა ვარსკვლავი გარდი ლუი დემპიერი სპურსის რიგებში. სენტ-ლუის სპირიტსის მფლობელებმა მიიღეს ყველა ტელევიზიიდან მოგება NBA-ის ყველა ჩვენებისას, რაც სპურსის სატელევიზიო მოგების 1/7 შეადგენდა წელიწადში. ამ შეთანხმებამ დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ დააყენა სპურსი და ასევე სამი ყოფილი ABA-ს კლუბები. Gaucho (08.12.2016 03:17) NBA-ს წლები: ჯორჯ გერვინის წლები (1976-1985) სპურსმა ახალ ლიგაში პირველი სეზონი არცთუ ისე ცუდად დაიწყო და 1976-77 წლის სეზონი 44-38 შედეგით დაასრულა, რაც ნორმალური შედეგი იყო მე-4 ადგილოსანისთვის, რომელიც მან აღმოსავლეთ კონფერენციაში დაიკავა. ეს კი კარგი შედეგი იყო ABA გუნდისთვის, რადგან სხვა ლიგიდან შემოერთებულ გუნდებს ლიმიტირებული ჰქონდათ დრაფტზე არჩევანი, ასევე სატელევიზიო ჩვენებები და ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობაც არცთუ ისე სახარბიელო იყო ადრეულ წლებში. ასევე ამ წლებში დაწიყო ახალი მეტოქეობა ჰიუსტონ როკეტსთან, გუნდთან რომელიც ასევე ტეხასიდან იყო 5 წლის განმავლობაში. Gaucho (08.12.2016 03:17) 1977-78 წლის სეზონში, ჯორჯ გერვინი და დევიდ თომფსონი, რომელიც დენვერ ნაგეტსიდან იყო, იბრძოდნენ მექულის ლიდერობისთვის. სეზონის ბოლო დღეს, თომფსონმა აიღო გუნდის ლიდერობა და 73 ქულა მიითვალა დეტროიტ პისტონის წინააღმდეგ. გერვინმა იცოდა რომ მას 58 ქულა სჭირდებოდა ნიუ-ორლეან ჯაზის წინააღმდეგ. გერვინმა ბრწყინვალედ დაიწყო 1/4 და ანგარიშზე 20 ქულა მიითვალა. მეორე პერიოდში "ყინულის კაცი" უფრო უკეთესად გამოვიდა და ერთი პერიოდის რეკორდი დაამყარა და მხოლოდ მე-2 პერიოდში 33 ქულა ჩააგდო. ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში, გერვინმა შეძლო და 58 ქულა მოაგროვა. როდესაც გერვინი ცდილობდა პირადი ჯილდოს მოპოვებას, ამ დროს სპურსი ეუფლებოდა ცენტრალური დივიზიონის ტიტულს 52-30 შედეგით. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, სპურსმა პლეი-ოფში ცუდად გამოიჩინა თავი და 6 თამაშში იქნა დამარცხებული ვაშინგტონ ბულეტსის მიერ, სერია სადაც მხოლოდ გერვინზე არ იქნა დამოკიდებული, რომელმაც საშუალო მაჩვენებელი 33.2 ქულამდე აიყვანა. შემდეგ სეზონში 1979 კონფერენციის ფინალში, სპურსი ლიდერობდა 3-1 ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ, თუმცა ვაშინგტონმა შეძლო 3-ვე თამაშში გამარჯვება, განსაკუთრებით კი მე-7 თამაშის გამორჩევა შეიძლება, სადაც მათ 107-105 მოიგეს. ამის შემდეგ, სპურსს მოუწია 20 წლის დალოდება, რომ კვლავ ანალოგიურ ეტაპზე - კონფერენციის ფინალში გასულიყო. Gaucho (08.12.2016 03:17) პლეი-ოფში წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, სპურსმა პირველი NBA-ში გატარებული 7 წლის განმავლობაში 5 დივიზიონის ტიტულის მოიპოვება შეძლო, მაგრამ არ გაუმართლა პლეი-ოფში, სადაც წააგო ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან ვაშინგტონ ბულეტსი, ბოსტონ სელტიკსი , ჰიუსტონ როკეტსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი . Gaucho (08.12.2016 03:17) 1980-იან წლებში სპურსმა მცირედი პროგრესირება დაიწყო. ისინი წარმატების მოპოვებას აგრძელებდნენ 1970-იანი წლებზე უკეთ. 1980-81 წელს სეზონი 52-30 შედეგით, 1981-82 წლის სეზონი 48-43, 1982-83 წლის სეზონი 53-29 დაასრულეს (ეს იყო იმ პერიოდში როდესაც გუნდი დასავლეთ კონფერენციაში გადავიდა). თუმცა რეგულარული სეზონის შედეგების გაუმჯობესება ვერაფერს შველოდა და სპურსი კვლავ ვერ ახერხებდა პლეი-ოფში თავის გამოჩენას და NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. 1981 წლის პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში დამარცხდა ჰიუსტონ როკეტსის და 1982 წელს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 4 თამაშში. 1983 წელს კი დასავლეთ კონფერენციის ფინალში 6 თამაშში დამარცხდა. ამ წლებში ლეიკერსის მეჯიქ ჯონსონი და კარიმ აბდულ-ჯაბარი უძლეველი ბარიერი იყო სპურსისთვის. სპურსს 1995 წლამდე აღარ მიუღწევია კონფერენციის ფინალამდე . 1984-85 წლის სეზონის შემდეგ, გერვინი, რომელიც უპირობოდ ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო გუნდში, გაშვებული იქნა ჩიკაგო ბულზში , რითაც მისი ერა დასრულდა კიდეც სან-ანტონიოში Gaucho (08.12.2016 03:18) რთული პერიოდი (1985-1989) შემდეგი 4 სეზონის განმავლობაში სპურსის ისტორიაში რთული პერიოდი დადგა, როდესაც 1985-86 წლიდან 1988-1989 წლამდე, გუნდის შედეგი 115-213 იყო. წაგებების სერია და გულშემატკივრების კლება არენაზე, პოტენციურ გუნდს სხვა ქალაქში გადასვლისკენ მიუთითებდა. ამ პერიოდში, ერთადერთი ნათელი წერტილი 1987 წლის NBA დრაფტზე გუნდის მიერ დევიდ რობინსონის არჩევა იქნებოდა, რომლის გამოყენებაც გუნდს მხოლოდ 1989-90 წელს შეეძლებოდა, რადგან რობინსონი აშშ საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ასევე ეს ყველაფერი იყო ერთგვარი სპეკულაცია,თითქოს რობინსონი არ გააფორმებდა სპურსთან კონტრაქტს როდესაც საზღვაო ძალებში დაასრულებდა მოღვაწეობას. [13][14] საბოლოოდ რობინსონმა გადაწყვიტა ჩასულიყო სან-ანტონიოში. Gaucho (08.12.2016 03:18) 1988-1989 წლის სეზონი,მეორე, ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა სპურსის ისტორიაში, სადაც გუნდმა 21-61 შედეგით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ეს სეზონი სხვა დადებითი მხარეებით შეიძლება გამოვარჩიოთ: ეს სეზონი გამოდგა პირველი, როდესაც რედ მაკკომბსმა გუნდიტ სრული მფლობელობა მოიპოვა; იგი ოდითგანვე ამ გუნდის ინვესტორი იყო და სოლიდური დამხარებაც გაუწია გუნს წარმატების მოპოვებაში. ასევე 1988-1989 წლების სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელის რანგში დანიშნა ლარი ბრაუნი, რომელიც გადმოყვანილი იქნა NCAA (ნაციონალური კოლეჯის ათლეტური ასოციაცია), სადაც მან კანზას უნივერსიტეტთან ერთად 1988 წელს შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. Gaucho (08.12.2016 03:18) დევიდ რობინსონის ერა (1989-1997) 1989-90 წლების სეზონიდან საბოლოოდ რობინსონი შეუერთდა გუნდს, მას შემდეგ რაც საზღვაო ძალებში დაამთავრა კარიერა. მის გამოჩენას დიდი მოლოდინით ელოდნენ, ასევე არავინ გამორიცხავდა, რომ საუკეთესო სეზონს ჩაატარებდა ახალბედებს შორის. რობინსონის ლიდერობით, 1989 წელს, ასევე 1989 წლის დრაფტზე შონ ელიოტთან და ტერი კამინგსთან ერთად, რომელიც თავისუფალ აგენტად გადმოიბირა მილუოკი ბაქსიდან გუნდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა 5 წლიანი კრიზის შემდეგ, სადაც სეზონი საბოლოოდ 56-26 დაასრულა, რამაც შუა-დასავლეთ დივიზიონის პირველ ადგილზე გადაიყვანა და დივიზიონის ტიტული პირველად მოიგეს ბოლო 7 წლის განმავლობაში. Gaucho (08.12.2016 03:20) [img]https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/dd/SanAntonioSpurs90slogo.png/220px-SanAntonioSpurs90slogo.png[/img] [i]სპურსის ლოგო 1989–2002 წლებში[i] Gaucho (08.12.2016 03:20) თუმცა სპურსმა დასავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში წააგო პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან . რობინსონმა ერთერთი ყველაზე უდიდესი და წარმატებული ახალბედის სეზონი ჩაატარა მთელი NBA ისტორიაში როგორც ცენტრის მოთამაშემ, სადაც საბოლოოდ დასახელებული იქნა წლის ახალბედად, საშუალო მონაგარი კი 24.3 ქულა და 12.0 მოხსნა ჰქონდა. Gaucho (08.12.2016 03:20) სპურსმა 90-იანი წლები ოპტიმისტურად დაიწყო. გუნდი გახდა პლეი-ოფის ერთერთი ფავორიტი, თუმცა წარმატებას მაინც ვერ ახერხებდა ბრაუნის ხელში. 1991-92 წლის მეორე ნახევრისკენ მაკკომბსმა პოსტიდან გაათავისუფლა ბრაუნი და ჩანაცვლება ბობ ბაშით მოახდინა, რომელმაც სეზონი "დროებითი მწვრთნელის" სახელით დაასრულა. რობინსონი ტრავმიანობამ შეაწუხა და საბოლოოდ კონფერენციის პლეი-ოფის პირველ რაუნდში დამარცხებული იქნა ფინიქს სანის მიერ. სეზონის დასრულების შემდეგ, მაკკომბსმა გუნდში ჯერი ტარკანიანი მოიყვანა, რომელიც პირველი 20 ტურის შემდეგ გაშვებული იქნა, რადგან გუნდი 9-11 შედეგით იყო ამ პერიოდში, ამის შემდეგ კი მწვრთნელის პოსტი ვეტერანმა ჯონ ლუკასმა დაიკავა. ეს იყო ლუკასისთვის პირველი NBA გუნდი, თუმცა ლიგის წრეში ლუკასი აღიარებული იქნა მწვრთნელი, რომელიც ეხმარებოდა კალათბურთელებს ნარკოტიკზე დაოკიდებულებაზე უარის თქმაში. Gaucho (08.12.2016 03:20) ლუკასის ერა წარუმატებლობით დაიწყო, რადგან დარჩენილ რეგულარული სეზონის მატჩებში მან 39-22 დაამთავრა, ხოლო კონფერენციის ნახევარ-ფინალში კი კვლავ ფინიქს სანთან დამარცხდა. 192-93 წლის სეზონი იმითაც არის აღსაღნიშნავი, რომ გუნდმა ბოლოჯერ ითამაშა HemisFair Arena-ზე. 1993 წელს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა პიტერ ჰოტლმა თავის 22 კაციან ჯგუფთან ერთად შეძლო გუნდში ინვესტიციების ჩადება და საბოლოოდ შესყიდვა რედ მაკკომბსისგან 75 მილიონ დოლარად. Gaucho (08.12.2016 03:20) შემდეგ სეზონში სპურსმა "ალამოდომში" გადაინაცვლა და 55-27 შედეგით დაასრულა სეზონი, პლეი-ოფში კი პირველივე რაუნდში იუტა ჯაზთან გამოვარდა, რასაც უმალვე მოჰყვა ლუკასის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება. სეზონის დასაწყისში გუნდმა გულშემატკივრების ერთერთი საყვარელი მოთამაშე ელიოტი გაუშვა დეტროიტ პისტონსში, რითაც შეძლეს დაბრუნება მოხსნების ვარსკვლავ დენის როდმენის. Gaucho (08.12.2016 03:21) ლუკასის ადგილი პეისერსის ყოფილმა მწვრთნელმა ბობ ჰილმა დაიკავა 1994-95 წლების სეზონში, რომელმაც სპურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული რეგულარული სეზონი ჩაატარებინა, რეკორდს კი გუნდი 2006 წლამდე ინარჩუნებდა. სეზონის შედეგი კი 62-20 იყო, რაც 60 გამარჯვება პირველად მოხდა გუნდის ისტორიაში. დევიდ რობინსონი დასახელებული იქნა ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP). სპურსმა შეძლო და გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში, მაგრამ წააგო შემდგომ უკვე NBA ჩემპიონ ჰიუსტონ როკეტსთან 4-2. MVP ჯილდოს დევიდ რობინსონის გადაცემის შემდეგ, ჰაკიმ ოლეიუონმა დომინირება დაიწყო და 42-22 ქულაზე დაამთავრა რობინსონთან, როკეტსმა კი 1 ქულით შეძლო გამარჯვება. სპურსმა მეორე თამაში წააგო შინ, თუმცა მე-3 და მე-4 თამაშები მოიგო ჰიუსტონში. სპურსმა მე-5 მატჩში შინ დათმო 35 ათასი გულშემატკივრის თვალწინ 111-90, ხოლო სერია კი შემდეგ მე-6 თამაშშივე დამთავრდა ჰიუსტონში. სეზონის შემდეგ, გუნდმა დენის როდმენი გაუშვა ჩიკაგო ბულზში , სადაც დაეხმარა კიდეც გუნდს შემდეგი 3 NBA ტიტულის მოპოვებაში. Gaucho (08.12.2016 03:21) სპურსმა მომდევნო 1995-96 წლის სეზონი ჰილის დაქვემდებარების ქვეშ 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში დამარცხდა ჯაზთან. 1996-97 წლის სეზონში კი გუნდში ტრავმიანობა იყო, როგორც რობინსონის, ასევე ელიოტის. ამ ორი მოთამაშის გარეშე გუნდი ულიდერო შემადგენლობას ჰგავდა. ერთადერთი ნორმალური მოთამაშე ამ დროს უილკინსი იყო, რომლის მოვალეობაშიც სკამიდან შემოსვლა იყო, სადაც საბოლოოდ საშუალო მაჩვენებელი 18.2 ქულა ჰქონდა. სპურსმა სეზონი 20-62 შედეგით დაასრულა, ეს კი ყველაზე საშინელი შედეგი იყო გუნდის ისტორიაში და ასევე ერთადერთი შემთხვევა ბოლო წლების მანძილზე, როდესაც გუნდმა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა. ჰილმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა სეზონში, სადაც შემდგომ შეცვლილი იქნა სპურსის გენერალური მენეჯერ გრეგ პოპოვიჩით , რომელსაც ბრაუნის დროს დამხმარე მწვრთნელის გამოცდილებაც ჰქონდა. 1996-97 წლის სეზონი არ იყო წარმატებული გუნდისთვის, როგორც პარკეტზე, თუმცა მაინც იყო პოზიტიური მხარეებიც: მესამე ყველაზე ცუდი შედეგით დასრულებული სეზონის შემდეგ, გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევის საშუალება მოიპოვა, სადაც მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი და აიყვანეს ტიმ დანკანი . Gaucho (08.12.2016 03:21) დანკანმა მალევე დაიწყო 1997-98 წლების სეზონში დომინირება, სადაც საშუალო 21.1 ქულას და 11.9 მოხსნას აგროვებდა თითოეულ თამაშში როგორც ფორვარდი. დანკანი დასახელებული იქნა NBA All Star პირველ გუნდში, ამავე დროს მოიგო "წლის ახალბედის" ტიტული. სპურსმა საბოლოოდ სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა, რითაც გააუმჯობესეს თავისი რეკორდი "ყველაზე გაუმჯობესებული ერთი სეზონის შედეგით", თუმცა კიდევ ერთხელ დამარცხდნენ დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში იუტა ჯაზის წინააღმდეგ. 1998 წლის 14 მარტს, როდესაც შინ მართავდა შეხვედრას ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ, მოხდა დასწრების რეკორდული მაჩვენებელი - 37 492. ალამოდომში ეს ხალხის რაოდენობა მოვიდა, რადგან ენახა მაიკლ ჯორდანის უკანასკნელი ვიზიტისთვის როგორც ბულზის წევრი, რომელმაც საბოლოოდ მე-3 ზედიზედ ჩემპიონის ტიტული მოიტანა, ხოლო უკანასკნელ 8 წელში კი 6 ტიტულის მოპოვება შეძლო. Gaucho (08.12.2016 03:21) ჯანმრთელი რობინსონის და დანკანის ლიდერობით, რომლებსაც ასევე ვეტერანი მარიო ელი და ჯერომ კერსი ედგათ გვერდში, მომავალ სეზონს დიდი იმედით ხვდებოდნენ. ასევე ცდილობდნენ სეზონი ცოტათი ადრე დაეწყოთ და ევარჯიშათ ერთად, რომ უფრო შეთამაშებულები ყოფილიყვნენ, თუმცა NBA მფლობელებმა, რომელსაც რწმუნებული დევიდ სტერნი მეთაურობდა, გამოაცხადეს გაფიცვა მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გამო. სეზონი გადადებული იქნა და მხოლოდ 1999 წლის იანვარში იქნა დაწყებული. Gaucho (08.12.2016 03:22) შემოკლებული 50 მატჩიანი სეზონის დროს, სპურსმა საბოლოოდ ლიგაში საუკეთესო 37-13 შედეგით დაასრულა (.740 მოგების რატიო). გუნდი იყო უბრალოდ დომინანტი პლეი-ოფში, სადაც 11-1 დაასრულა დასავლეთი კონფერენცია , მათ შორის 4-0 ნახევარ-ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ და კონფერენციის ფინალშიც 4-0 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ. NBA ფინალში სპურსი დაუპირისპირდა ნიუ-იორკ ნიქსს, რომლებმაც შეძლეს ლიგის ისტორიის მანძილზე პირველად (და დღემდე ერთადერთი გუნდია) ფინალში გავიდნენ მე-8 ადგილიდან, ხოლო 25 ივნისს 5 თამაშში შეძლო დამარცხება სპურსმა და საბოლოოდ გუნდის ისტორიაში პირველი NBA ტიტული მოიპოვეს მედისონ სკვერ გარდენში . დანკანი იქნა დასახელებული NBA ფინალის MVP. ასევე სპურსს სარეკორდო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, როდესაც ალამოდომში 39 514 მაყურებელი შეიკრიბა. ასევე სპურსი გახდა პირველი ყოფილი ABA გუნდი, რომელმაც გააღწია NBA ფინალში, და ასევე იყო პირველი ABA-ს გუნდი, რომელმაც მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული და დღემდე ერთადერთია ამ საკითხში. Gaucho (08.12.2016 03:22) მას შემდეგ რაც გუნდმა მოიგო NBA ჩემპიონობა, სპურსი კვლავ ინარჩუნებდა საუკეთესო გუნდის სტატუსს ლიგაში 1999-2000 წლების სეზონში, სადაც შუა-დასავლეთ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა სეზონის მეორე ნახევრისკენ, დანკანმა მუხლის ტრავმა მიიღო და სპურსმა მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი 53-29 შედეგით. დანკანის გარეშე, სპურსი იქნა დამარცხებული პლეი-ოფში ფინიქს სანსის მიერ 4 თამაშში. სპურსმა დაასრულა 58-24 შედეგით შემდეგი ორი 2000-01 და 2001-02 სეზონები, პლეი-ოფში კი კონფერენციის ფინალში და 2002 წელს კი კონფერენციის ნახევარ-ფინალში, ორივეჯერ 5 თამაშში და ორივეჯერ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ წააგო. Gaucho (08.12.2016 03:22) კვლავ ჩემპიონები (2002-2003) 2002-03 წლების სეზონში, გუნდმა იცოდა, რომ ეს სეზონი იქნებოდა დასამახსოვრებელი სულ ცოტა ორი მიზეზის გამო. ერთი ის იყო, რომ რობინსონმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სეზონი NBA-ში . ასევე გუნდი გადადიოდა ახალ არენაზე - SBC Center (რომელიც მოგვიანებით AT&T ცენტრი გახდა). ასევე გუნდმა დაიბრუნა პირველყოფილი გუნდის ფერები ვერცხლისფერი, შავი და თეთრი და ლოგოზეც შესაბამისად ეს ფერები იქნა გამოსახული. Gaucho (08.12.2016 03:23) სპურსის ახალი ვერსია იყო ძალიან განსხვავებული იმ გუნდისგან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მოიგო ჩემპიონის ტიტული. მეორე-წლის ფრანგი ვარსკვლავი ტონი პარკეტი არჩეული იქნა 2001 წლის დრაფტზე სპურსისთვის პირველ ნომრად, რომელმაც 2002-03 სეზონი სპურსის დამწყები პოინტ გარდი იყო. ასევე გუნდში გადმოვიდნენ 3 ქულიანი მოთამაშეები, როგორებიც არიან: სტეფან ჯექსონი, დენი ფერი, ბრიუს ბოუენი, სტივ კერი, სტივ სმიტი და არგენტინელი მანუ ჯინობილი, რომელიც 1999 წლის დრაფტზე იქნა არჩეული მეორე ნომრად და NBA სეზონს კი პირველად ატარებდა. უსახური სეზონის დაწყების მიუხედავად, სადაც მათ პირველი ორი თამაში წააგეს, გუნმა შეძლო SBC Center-ში ტორონტო რაპტორსის 91–72 დამარცხება. [15] იანვრის თვეში გუნდი უკვე 19-13 შედეგით იყო. მძიმე იყო 25 იანვრიდან 16 თებერვლამდე განკუთვნილი კალენდარი, სადაც გუნდს 9 გასვლითი თამაში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა ამ სიტუაციას თავი და 8 თამაშის მოგება შეძლო, საბოლოოდ კი სეზონი დალას მევერიქსთან გათანაბრებული შედეგით 60-22 დაასრულა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო იმ წელს. სპურსმა შეძლო ზედიზედ მესამეჯერ დივიზიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო დანკანმა მეორეჯერ შეძლო NBA-ს MVP ტიტულის მოპოვება. Gaucho (08.12.2016 03:23) პლეი-ოფში სპურსმა დაამარცხა სანსი , ლეიკერსი და მევერიქსი, NBA ფინალში კი ნიუ-ჯერსი ნეტსის შეხვდა. ეს შეხვედრა აღსაღნიშნავი ფაქტი იყო, რადგან ორი ABA ყოფილი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს ამ ეტაპზე. საბოლოოდ სპურსმა შეძლო სერიის 4-2 მოგება. როთაც ისტორიაში მეორე NBA ჩემპიონის ტიტული ჩაიწერეს ანგარიშზე. დანკანი დასახელებული იქნა როგორც NBA რეგულარული სეზონის, ასევე ფინალის MVP. რობინსონმა როგორც თქვა სეზონის დაწყების წინ, ისეც მოიქცა და საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან. NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, სპურსმა ხელი შეუშალა ნიუ-ჯერსის რომ ერთ სეზონში დუბლი შეესრულებინა NBA და NHL მოგებით ( ნიუ-ჯერსი დევილსმა შეძლო მოგება NHL სტენლის თასი). Gaucho (08.12.2016 03:23) დიდი სამეული (2003-დღემდე) 2003-2004 მას შემდეგ რაც გუნდმა მეორე NBA ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დევიდ რობინსონმა თავი დაანება თამაშს, სან-ანტონიოს დაცვა უკვე იმდენად მედგრად ვეღარ იდგა, ასევე მოხდა პოინტ გარდ სპიდი კლაქსტონის უორიორსში გაშვება, სტეფან ჯექსონის კი ატლანტაში. როტაციისთვის გუნდი შეივსო ისეთი კალათბურთელებით, როგორებიც არიან რეშო ნესტეროვიჩი მინესოტადან, რომელსაც იდეაში რობინსონის საქმე უნდა შეესრულებილა. თურქოღლუ გადმობირებული იქნა საკრამენტოდან , მას შემდეგ რაც სახელფასო ჭერმა არ შეუწყო ხელი საკრამენტოს. ასევე ყველაზე აღსაღნიშნავი გადმონაბირი იყო ვეტერანი რობერტ ჰორის გადმოსვლა. Gaucho (08.12.2016 03:23) სპურსი თამაშობდა 9 ახალ მოთამაშესთან ერთად, სადაც თავიდანვე ირეოდა ყველაფერი და გუნდს დევიდ რობინსონის არ ჰყოფნა ეტყობოდა, მიუხედავად ამისა 3 დეკემბრისთვის გუნდის შედეგი 9-10 იყო. თუმცა სპურსმა შეძლო სეზონის შემოტრიალება და დეკემბერში ზედიზედ 13 თამაშიანი გამარჯვებების სერია გამოაცხო, რითაც დაუბრუნდა NBA ცხრილში ტოპ ადგილს. სპურსი იბრძოდა მთელი წელი დასავლეთ კონფერენციის უმაღლეს ადგილისთვის, რაშიც ასევე სეზონის დამთავრებისას 11 ზედიზედ მოგება შეძლეს კიდეც. თუმცა 1 მოგებით ნაკლები ჰქონდათ და ვერ შეძლეს დივიზიონის ტიტულის მოგება. პლეი-ოფის პირველ რაუნდში სპურსმა მემფის გრიზლი 4 თამაშში დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში უკვე გუნდს მოწინააღმდეგის რანგში ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ელოდა. სპურსის გამარჯვებების სერია გრძელდებოდა და პირველი 2 თამაშის მოგება შეძლეს შინ, რითაც რეგულარული სეზონის ჩათვლით ზედიზედ გამარჯვებების რიცხვი 17-მდე გაზარდეს. შემდეგი ორი თამაში ლოს-ანჯელესში შედგა და სპურს ძალიან გაუჭირდა, საბოლოოდ კი სერია 2-2 გახდა. მე-5 მატჩში, რომელიც SBC Center-ში შედგა, ტიმ დანკანმა შეძლო სპურსისთვის ლიდერობის მოტანა და ტაბლოზე 73-72 დააფიქსირა თამაშის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე. თუმცა ლეიკერსის დერეკ ფიშერმა თამაშის მომგები სროლა განახორციელა და ანგარიშიც ლეიკერსის სასარგებლოდ 74-73 დასრულდა, რითაც სპურსი სერიას უკვე 2-3 აგებდა. [17][18][19] სპურსმა პროტესტი განაცხადა უკანასკნელ სროლაზე, მათი თქმით წამზომი გვიან ჩაირთო, თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია სამი ოფიციალური დამსწრეს მიერ, [19][20] რომ ფიშერმა შეძლო ბურთის ჩაგდება, ვიდრე თამაში დასრულდებოდა. [19][21] ამ ყველაფრის შემდეგ, მე-6 თამაშში, რომელიც ლოს-ანჯელესში იმართებოდა, სპურსმა მარცხი განიცადა და სერიაც 2-4 დათმო. Gaucho (08.12.2016 03:24) მესამე ჩემპიონობა (2004-05) მათი იმედგასაცრუებელი სეზონის შემდეგ, სპურსმა შეძლო ძალების მოკრება ახალი სეზონისთვის. მას შემდეგ რაც გუნდმა შეძლო ბრენტ ბარის გადმობირება სიეტლიდან , ნოემბრის თვეში უკვე 12-3 შედეგით ასპარეზობდა. ახალ წელს კი 25-6 შედეგით შეხვდა. გუნდმა შეძლო ნაზრ მოჰამედის ნიქსიდან გადმოყვანა, ასევე ვეტერანი გლენ რობინსონის თავისუფალ აგენტად აყვანა, რითაც საბოლოოდ მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ ადგილს არ თმობდა ფინიქსთან ერთად. [22] 20 მარტს დანკანმა ტრავმა მიიღო დეტროიტთან და გამოტოვა რეგულარული სეზონის დარჩენილი შეხვედრები, რითაც გუნდმა დარჩენილი 17 თამაშიდან მხოლოდ 9 თამაშის მოგება შეძლო და საბოლოოდ რეგულარული სეზონი 59-23 შედეგით დაასრულა. პლეი-ოფი კი მოახლოვდა და დანკანიც უკვე მზად იყო ასპარეზობისთვის. [16] პირველ რაუნდში სპურსი დენვერს დაუპირისპირდა, სადაც სერია 5 თამაშში მოიგო. [22] მეორე რაუნდში სპურსი უკვე სიეტლ სუპერსონიქსს დაუპირისპირდა, სადაც სპურსმა სერია 2-0 ლიდერობდა, თუმცა მე-3 თამაშში დანკანმა საფინალო ზარზე ააცილა ფარს ბურთი და დათმო შეხვედრა ანგარიშით 92-91. [23] მე-4 თამაშში სიეტლმა გაათანაბრა სერია 2-2. მე-5 თამაშში ლიდერის თვისებები მანუ ჯინობილმა შეითავსა, რომელმაც 39 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს 103-90 მოგებაში. მე-6 თამაშში კი 98-96 გამარჯვება შეძლეს და სერიაც 4-2 მოიგეს. დასავლეთ კონფერენციის ფინალში სპურსი ფინიქსს დაუპირისპირდა, სადაც პირველ 2 თამაშში შეძლო გამარჯვება გასვლაზე, ხოლო მე-3 თამაშში უკვე სერიას 3-0 ლიდერობდა. მე-4 თამაშში სპურსმა 111-106 დათმო, ფინიქსში კი დანკანმა 31 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა და დაეხმარა გუნდს გაემარჯვა დასავლეთში 101-95. Gaucho (08.12.2016 03:24) NBA ფინალში, სპურსი წინა წლის ჩემპიონ პისტონსს შეხვდა. პირველ ორ თამაშში სპურსმა შეძლო გამარჯვება, სადაც მანუ ჯინობილი ლიდერობდა გუნდს და 26-27 ქლები დააგროვა, შემდეგი ორი თამაში სპურსმა წააგო და სერია კი 2-2 გახდა, [22] მე-5 თამაში სპურსმა შეძლო გამარჯვება, ხოლო მე-6 თამაშში 95-86 დამარცხდა და სერია 3-3 გახადეს. [22] მთელი მსოფლიო უყურებდა მე-7 თამაშს სან-ანტონიოში , სადაც მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ ფრე 57-57 იყო ანგარიში. [24] მე-4 პერიოდში კი ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი დანკანმა , რომელმაც 25 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს მე-3 ტიტულის მოპოვებაში, თამაში კი 81-74 მოიგეს და სერიაც 4-3. [16] ტიმ დანკანი დასახელებული იქნა ფინალის MVP, რითაც გახდა მე-4 მოთამაშე, რომელმაც მოიგო 3-ჯერ ეს ჯილდო (შეუერთდა ჯონსონს , ონილს და ჯორდანს ). ასევე მანუ ჯინობილმა მიიღო NBA ვარსკვლავის წოდება, გამოიმუშავა ადგილობრივი, ნაციონალური და ინტერნაცონალური გულშემატკივრების პრიზი (მათ შორის მისი საშინაო ქვეყნიდან - არგენტინიდან და ასევე მიწვეული იქნა NBA All Star თამაშზე. Gaucho (08.12.2016 03:24) მას შემდეგ რაც გუნდმა 3 NBA ჩემპიონის ტიტული მოიპივა 6 წლის მანძილზე, უკვე იგრძნობოდა, რომ სპურსი NBA გუნდებს შორის როგორც გრანდი ისე ჩანდა. [16] 2006-2006 წლის სეზონზე, სპურსმა გადმოიბირა 2-ჯერ NBA All Star მონაწილე მაიკლ ფინლი და ერთხელ NBA All Star მონაწილე ნიკ ვან ექსელი. სპურსმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ფაქტობრივად დაფრინავდნენ პარკეტზე, როდესაც პირველი 19 თამაშიდან 16 მოგება შეძლეს. ამ წელსაც კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი დივიზიონის გუნდისგან დალას მევერიქსისგან მიიღო. ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდა დასავლეთ კონფერენციაში და მთელი სეზონის განმავლობაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. სეზონის დასასრულს, სპურსმა გამოცდილების ხარჯზე შეძლო სამხრეთ-დასავლეთი დივიზიონის მოგება გუნდის ისტორიაში საუკეთესო 63-19 შედეგით. Gaucho (08.12.2016 03:24) სპურსმა ამ წელს შეძლო გასულიყო პლეი-ოფში ზედიზედ მე-9. (ამ სეზონის დაწყებამდე, სპურსი და ინდიანა პეისერსი იყვნენ ის ორი გუნდი, რომელბმაც ყველაზე გრძელი 9 პლეი-ოფი ითამაშეს ზედიზედ, 2006-07 წლის სეზონში კი სან-ანტოიომ მეათედ ითამაშა ზედიზედ, ხოლო ინდიანამ გააცდინა პლეი-ოფი.) პლეი-ოფში სპურს გაუჭირდა პირველივე რაუნდში, როდესაც საკრამენტო კინგსს შეხვდა, სპურსს დასჭირდა დამატებითი დრო, რომ გაემარჯვა მე-2 თამაშში შინ, სერიას კი 2-0 ლიდერობდა, შემდეგ 2 თამაში კი გუნდმა გასვლაზე წააგო. მე-5 თამაშში სპურსმა ბრწყინვალედ აჩვენა ბურთის კონტროლი და 109-98 მოიგო, მე-6 თამაშში კი 105-83 და შემდეგ რაუნდში 4-2 ანგარიშით გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც დივიზიონის მეტოქე დალას მევერიქსი შეხვდა. Gaucho (08.12.2016 03:24) პირველ თამაშში, რომელიც გუნდმა შინ ჩაატარა, ტიმ დანკანმა 31 ქულა მოაგროვა და გუნდს 87-85 მოგებაში დაეხმარა. თუმცა მეორე თამაში, რომელიც ისევ სან-ანტონიოში იმართებოდა, სპურსი შერყეული იქნა დალასის მიერ, სადაც 22 ქულით დამარცხდა. სერიამ დალასში გადაინაცვლა, სადაც ორივე თამაშში, ძალიან ახლო ქულებში შეძლეს მოგება დალასელებმა და სერიას 3-1 ლიდერობდნენ. სპურსი უბრძოლელად არ დანებდა სერიას და მე-5 თამაში ფიზიკური ომი იყო სან-ანტონიოში, სადაც 98-97 გაიმარჯვა სპურსმა. ჯეისონ ტერი, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობდა სერიას სპურსის წინააღმდეგ, მე-6 თამაში ვერ ჩაატარა, სადაც სპურსმა შეძლო დალასის აღება და 91-86 გაიმარჯვა, სერია კი 3-3 გახადა. ყველაფერი კი ისევ იქ წავიდა, სადაც დაიწყო - AT&T Center. მე-7 თამაშში, ტიმ დანკანმა 41 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა ანგარიშზე, რომელიც ასევე შეძლო დირკ ნოვიცკიმ . სპურსმა შეძლო 20 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც დალასი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და საბოლოოდ მე-7 თამაშში გამარჯვება შეძლო 119-111, ხოლო სერია კი 4-3 მოიგო. Gaucho (08.12.2016 03:25) მეოთხე ჩემპიონობა (2006-07) იმედგასაცრუებელი დალასთან მარცხის შემდეგ, სპურსმა 2006-07 წლების სეზონი გადახალისებით დაიწყო. გუნდმა ვარჯიში 2006 წლის ოქტომბერში საფრანგეთში დაიწყო, რითაც გუნდი უფრო კომუნიკაბელური გახდა პარკეტზე, რადგან გუნში გაიზარდა ინტერნაციონალური მდგომარეობა (4 ეროვნების წარმომადგენლები ირიცხებოდნენ გუნდშI, მათ შორის საფრანგეთიდანაც). სპურსმა 97-91 გაიმარჯვა სეზონის გახსნად მატჩში, 2 ნოემბერს დალასის წინააღმდეგ, რითაც გრეგ პოპოვიჩი გახდა მეოთხე მთავარი მწვრთნელი ჩრდილო ამერიკის პროფესიონალურ სპორტის ისტორიაში, რომლებმაც ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვეს სეზონის გახსნით შეხვედრაში (დანარჩენები არიან: ტომ ლენდრი, ბილ ფიტჩი და ჯორჯ ალენი). სპურსმა ძალიან ძლიერად დაიწყო რეგულარული სეზონი, სადაც შეძლეს 14 შეხვედრიდან 11-ის მოგება, რომელთა შორის იყო გამარჯვება დალასის, ფინიქსის და ჰიუსტონის წინააღმდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტიმ დანკანი გახდა 98-ე მონაწილე გუნდის 15 000 ქულის მოპოვებაში, რომელიც სიეტლში მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, სპურსის 12 მატჩიანი გასვლითი მოგებების რეკორდი შეჩერდა 27 ნოემბერს გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ, როდესაც 111-102 დამარცხდნენ. 2006 წლის 2 დეკემბერს, სპურსმა გადაასწრო სელტიკსს და გახდა მეორე გამარჯვებული გუნდი NBA-ის ისტორიაში (გამარჯვების პროცენტზე დაფუძნებით) .595 პროცენტით. საბოლოოდ სეზონი ისე შემოტრიალდა, რომ სპურსმა ვერ გაამართლეს მოლოდინი. იანვარში 9-7 შედეგით დასრულების შემდეგ, სპურსმა თებერვლის თვე 1-3 შედეგით დაიწყეს. ამ პერიოდის დროს, გუნდმა ბევრი მარცხი განიცხადა და საბოლოოდ ძალიან ჩამორჩა დალას მევერიქსს და ფინიქს სანსს. სპურსმა შეძლო დარჩენილი სეზონი წარმატებულ ნოტაზე ჩაეტარებინა, სადაც მოახერხეს თებერვლისა და მარტის თვეში ზედიზედ 13 მატჩის მოგება. გუნდის წარმატება როგორც კარგ დაცვით თამაშზე, ასევე კარგ შეტევაზე იყო აგებული. სპურსი NBA-ის ფინალურ 31 მატჩში საუკეთესო იყო, რომლებმაც 25-6 შედეგით ჩაატარეს. ამ 31 მატჩის განმავლობაში, გუნდმა საშუალოდ 98.8 ქულა მოაგროვეს, ხოლო მეტოქეს კი საშუალოდ 87.9 ქულის მოპოვების უფლებას აძლევდნენ. ზედიზედ გამარჯვებების დროს, გუნდმა შეძლო კვლავ დაბრუნებულიყო დასავლეთ კონფერენციის სათავისკენ ცოვა, თუმცა მიუხედავად მათი მასიური შემოტრიალებისა, სპურსმა ვერ შეძლო მევერიქსის დაწევა, რომლებმაც სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის მოგება შეძლეს 9 მატჩით. მიუხედავად ამისა, NBA-ის ტოპ დაცვით მყოფი სპურსი, რომელმაც 58-24 დაასრულა სეზონი, პლეი-ოფს კარგი ადგილით შეხვდა. Gaucho (08.12.2016 03:25) როდესაც პლეი-ოფი დაიწყო, სპურსმა შეძლო დენვერ ნაგეტსის დამარცხება 5 თამაშში. როდესაც სპურსი ამარცხებდა ნაგეტს, ამ დროს NBA-ის საუკეთესო 67-15 შედეგიანი მევერიქსი დამარცხდა პირველივე ეტაპზე გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ 6 თამაშში. მევერიქსის გამოვარდნის შემდეგ, სპურსი მეორე რაუნდშI დაუპირისპირდა ფინიქს სანსს, რომელიც NBA პლეი-ოფის გადამწყვეტი სერია აღმოჩნდა, რადგან ამ ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდათ დასავლეთ კონფერენციაში. დაძაბულ სერიაში გამარჯვებული სპურსი გამოვიდა, რომელმაც სანსის დამარცხება 6 მატჩში შეძლო. სერიაში ასევე შევიდა რობერტ ჰორის ჯარიმა სტივ ნეშზე, რომელიც მეოთხე მატჩში მოხდა, რის შედეგადაც ჰორის მომდევნო 2 თამაშის გამოტოვება მოუწია. ის, ვინც მეორე რაუნდის სერია სპურსი და სანს შორის აღიარა როგორც NBA ფინალური სერია, აღმოჩნდა მართალი, რადგან კონფერენციის ფინალში გუნდმა ადვილად დაამარცხდა იუტა ჯაზი 5 მატჩში. 2007 წლის NBA ფინალში კი სპურსი დაუპირისპირდა კლივლენდ კავალიერსს , სადაც შეძლო 4-0 გაემარჯვებინა, რითაც მეოთხე ტიტული მოიპოვეს უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში. დანკანმა ეს ჩემპიონობა აღიარა, როგორც „საუკეთესო ჩემპიონობა ამ ოთხ ჩემპიონობის შორის“. თუმცა მას ამჯერად არ შეხვდა NBA-ის ფინალის MVP-ის ჯილდო. [25] ჯილდო გადაეცა ტონი პარკერს, რომელიც ფინალში დომინირებდა და საშუალო 24.5 ქულა მოაგროვა 57% ზუსტი სროლით. ტონი პარკერი გახდა პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ფინალის MVP-ის ჯილდო მოიგო. [1] 2007 წლის NBA-ის დრაფტამდე, სპურსმა ოსტინ ტოროსი გადმოიყვანა NBA-ის D-ლიგიდან , რითაც გახდა NBA-ის მეორე გუნდი, რომელმაც გადმოიყვანა მოთამაშე განვითარების ლიგიდან. ამ ქმედებით, მის მოკავშირეს განვითარების ლიგაში ტოროსს, მისვა საუკეთესო მენეჯმენტის კონტროლი გუნდზე, რომელშიც ასევე შევიდა სამწვრთნელო, დაცვითი და თავდასხმითი სქემები. Gaucho (08.12.2016 03:25) 2007-08 2007-08 წლის სეზონში სპურსმა რეგულარული სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, სადაც 7 მოგება აშორებდა ყველა 8 პლეი-ოფში მონაწილე გუნდს. სეზონი გამოირჩეოდა მთავარი გაცვლებით ლიგაში, ყველაზე ცნობადი გაცვლა მოხდა, როდესაც ბოსოტნ სელტიკსმა გადაიბირა კევინ გარნეტი და რეი ალენი, ლეიკერსმა პოლ გასოლი, ხოლო სანმა კი შაკილ ონილი . სპურსმა შუა სეზონში შეძლო ქურთ თომასის გადმობირება სიეტლიდან . მიუხედავად იმისა, რომ სპურსმა 17-3 დაიწყო სეზონი და მათ შორის ზედიზედ 11 თამაში მოიგო თებერვალი - მარტის პერიოდში, სპურსი რჩებოდა მთავარი სამიზნე გაცვლების. პლეი-ოფში სპურსი კვლავ ფინიქსს შეხვდა პირველ რაუნდში, სადაც პირველ თამაშში დამატებით დროში შეძლო გამარჯვება, საბოლოოდ კი სერია 4-1 მოიგო სპურსმა. მეორე რაუნდში გუნდს კრის პოლი და მისი ჰორნეტსი შეხვდა, სადაც გუნდებმა მძიმე ბრძოლა გამართეს 7 თამაშში, სადაც საბოლოოდ მაინც მოიპოვა სპურსმა გამარჯვება, ხოლო კონფერენციის ფინალში კობი ბრაიანტი და მის ლეიკერსს შეხვდა, სადაც 5 მატჩში დამარცხდა. Gaucho (08.12.2016 03:25) 2009-10 2009 წლის NBA-ის დრაფტამდე 2 დღით ადრე, სპურსის გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბაფორდმა განაცხადა, რომ დაიწყებდა გუნდის გადახალისებას ასაკის გამო, [26] , მას შემდეგ რაც 29 წლის რიჩარდ ჯეფერსონი გადმოიყვანა მილუოკი ბაქსიდან . სპურსმა გაუშვა 38 წლის ბრუს ბოუენი, 36 წლის კურტ თომასი და 34 წლის ფაბრისიო ოლბერტო ბაქსში. რითაც საბოლოოდ გუნდმა 3 მე-2 რაუნდის არჩევნის უფლება მოიპოვა 2009 წლის დრაფტზე. მათმა არჩევანმა პიტსბურგ პანთერსიდან ფორვარდის დეხუან ბლეირის #37 არჩევანი შეფასებულია როგორც „მოპარული“ ანალიტიკოსების მიერ. [27][28] სპურსმა მოგვიანებით აირჩია 2 გარდი, [29] , მაიამი ჰარიკეინიდან შუთინგ გარდი ჯეკ მაკლინტონი და პოინტ/შუთინგ გარდი ნანდო საფრანგეთიდან, #51 და #53 არჩევნებად. 2009 წლის 10 ივლისს, სპურსმა დეტროიტ პისტონსის რიგებიდან გადმოიყვანა ანტონიო მაკდაიესი 3 წლიანი კონტრაქტით, რომელსაც $15 მილიონი გარანტირებულად უნდა მიეღო. [30] საბოლოო ჯამში, სპურსი ტრამვიანობის გამო ძალიან წვალობდა რეგულარული სეზონის განმავლობაში, თუმცა მაინც მოახერხა გუნდმა კიდევ ერთი 50 მოგებიანი სეზონი ჩაეტარებინა, პლეი-ოფში გასულებს კი დალას მევერიქსის წინააღმდეგ მოუწია გადათამაშება. სპურსი #1 მატჩში დამარცხდა, თუმცა მოახერხა სერიის 6 მატჩში გამარჯვება. მიუხედავად ამისა, გუნდი 0-4 დამარცხდა შემდეგ ეტაპზე ფინიქს სანსის წინააღმდეგ. წყარო: https://estadio.ge/forum/36/80/638/