თემა: კევინ გარნეტი (კალათბურთი / კალათბურთელები) Gaucho (07.12.2016 03:03) [img]http://www3.pictures.zimbio.com/gi/NBA+Finals+Game+1+Boston+Celtics+v+Los+Angeles+Axw0SNsD1-ol.jpg[/img] Gaucho (07.12.2016 03:06) კევინ გარნეტი ( ინგლ. Kevin Garnett) (დ. 19 მაისი, 1976 , მაულდინი , სამხრეთი კაროლინა ),ქველმოქმედი, კალათბურთელი აშშ -ში. Gaucho (07.12.2016 03:07) ბიოგრაფია დაიბადა 1976 წლის 19 მაისს ქალაქ მაულდინში, სამხრეთ კაროლინის შტატში. დღესდღეობით მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც KG, The Big Ticket ან The Kid. მისი საკალათბურთო ცხოვრება დაიწყო მის მშობლიურ ქალაქ მაულდინში. იგი თავიდანვე გატაცებული იყო კალათბურთით და მისი განვითარება დაიწყო ე. წ. Primary School- ში. ამის შემდეგ უკვე იგი გადაგის ფარაგაუტის აკადემიაში, სადაც მოხდა მისი სრული ჩამოყალიბება როგორც კალათბურთელის. როგორც ილინოისის შტატის მაცხოვრებელი, კევინიც რა თქმა უნდა ჩიკაგოს გულშემატკივარი იყო. ფარაგაუტის აკადემიაში გატარებული 3 წლის შემდეგ მან მოახერხა და მიიღო ილინოისის შტატის Mr. Basketball-ის მეტსახელი. 19 წლის იგი უკვე 203 სანტიმეტრი იყო, და მისი თამაშის მაყურებლებს ანცვიფრებდა, ამხელა სიმაღლის მქონე კალათბურთელისათვის დაუხასიათებელი სწაფი და მოქნილი თამაშით. ზუსტად მისი წყალობით დაამყარა ფარაგაუტის აკადემიამ ის რეკორდი რომელთანაც ახლოს მისვლასაც კი ვერ ახერხებს დღესდღეობით. 28 მოგება და მხოლოდ ორი წაგება სეზონში. Gaucho (07.12.2016 03:07) კევინ გარნეტი იყოს ის პირველი კალათბურთელი, რომელიც დრაფტზე გაიყვანეს არა კოლეჯიდან არამედ High School-იდან (ფარაგაუტის აკადემია High School იყო). იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ უნიკალურ მოთამაშედ მთელი ნბა-ს ისტორიის განმავლობაში, და საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსალ მოთამაშედ. მთელი თავისი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში მას ყველა პოზიციაზე აქვს ნათამაშები (გამთამაშებელიც კი) მაგრამ საბოლოოდ დამკვიდრდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. საუბედუროდ გარნეტი არ ატარებს ნბა-ს ბეჭედს. ყველაზე დიდი რაც გარნეტმა მის გუნდთან ერთად მიაღწია იყო 2004 წელს დასავლეთ კონფერენციის ფინალი, სადაც ტყის მგლები დამარცხდნენ ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან. ხოლო მისი ინდივიდუალური მიღწევები და წარმატებები, უამრავია. ჯერ მარტო მისი Rookie-ს წელს, სეზონის პირველი ნახევარი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მეორეში კი მისცეს საშუალება ეთამაშა და ნახევარი სეზონიც კი გახდა მისთვის საკმარისი გამხრდარიყო ნბა-ს ლიდერი ბლოკებში. გარნეტს აქვს მიღწეული ისეთი შედეგისთვის რომელსაც მხოლოდ 4მა მოთამაშემ მიაღწია მთელი ნბა-ს ისტორიაში. ეს არის 30+ ქულა და 20+ მოხსნა ერთ თამაშში. 32 ქულა და 21 მოხსნა, ეს მოხდა საკრამენტოს წინააღმდეგ გადამწყვეტ მეშვიდე თამაშში, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში. აგრეთვე მან მოხსნა ლარი ბერდის რეკორდი რომელიც ითვალისწინებდა 6 წლის განმავლობაში (ზედიზედ) თამაშში საშუალოდ 20+ ქულა და 10+ მოხსნა. გარნეტის არის ერთ-ერთი ბრწყინვალე დაცვითი სტილის მოთამაშე. მისთვის სირთულეს არც ცენტრის და არც გამთამმაშებლის შეჩერება წარმოადგენს. იგი ბევრჯერ ლიდერობდა ნბა-ს ბლოკებში და მოხსნებში და დღესაც პირველია მოხსნებში. გაკეთებული აქვს 17 ტრიპლ დაბლი. Gaucho (07.12.2016 03:07) ჰყავს მეუღლე ბრენდი პადილა რომელზედაც კევინი 2004 წელს დაქორწინდა. იგი ითვლება ყველაზე ქველმოქმედი კალათბურთელი მოქმედ კალათბურთელებს შორის. ჰიუსტონის All-Star Weekend-ზე მას შესაბამისი პრიზიც გადასცეს. 2005 წელს კატრინათი დაზარალებული ოჯახებისთვის გარნეტმა საკუთარი ჯიბიდან გაიღო 1,2 მილიონი დოლარი. Gaucho (07.12.2016 03:08) № 5 – ბოსტონ სელტიკსი მძიმე ფორვარდი პირადი ინფორმაცია დაიბადა 19 მაისი , 1976 (40 წლის) გრინვილი, სამხრეთი კაროლინა ეროვნება ამერიკელი უმაღლესი სკოლა Mauldin High School Farragut Career Academy სიმაღლე 211 სმ წონა 115 კგ Gaucho (07.12.2016 03:08) კარიერა NBA-ის დრაფტი 1995 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-5 არჩეული მინესოტა ტიმბერვულვზი პროფესიონალური კარიერა 1995–დღემდე Gaucho (07.12.2016 03:08) კარიერის ისტორია 1995–2007 მინესოტა ტიმბერვულვზი 2007–დღემდე ბოსტონ სელტიკსი Gaucho (07.12.2016 03:08) კარიერული მიღწევები და ჯოლდოები NBA ჩემპიონი ( 2008 ) NBA MVP ( 2004 ) წლის მცველი ( 2008 ) 13× NBA All-Star ( 1997–1998 , 2000–2010 ) 4× All-NBA 1 გუნდი ( 2000 , 2003–2004 , 2008 ) 3× All-NBA მე-2 გუნდი ( 2001–2002 , 2005 ) 2× All-NBA მე-3 გუნდი ( 1999 , 2007) 8× All-Defensive First Team ( 2000–2005 , 2008–2009 ) 2× All-Defensive Second Team ( 2006–2007 ) NBA All-Rookie Second Team ( 1996 ) All-Star მატჩის MVP ( 2003) უოლტერ კენედის მოქალაქეობის ჯილდო ( 2006 ) Gaucho (07.12.2016 03:09) მედლები აშშ კალათბურთი ოლიმპიური თამაშები ოქრო სიდნეი 2000 აშშ Gaucho (07.12.2016 03:09) ბოლო მიღწევები და პირადი რეკორდები 1995-1996 საუკეთესო Rookie გუნდის წევრი 2000 წელი 2000 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული 2003 წელი All-Star Game-ის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) ერთადერთი ნბა-ს ისტორიაში ვინც გახდა ერთ სეზონში 4ჯერ თვის საუკეთესო მოთამაშე. 2004 წელის სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) 2004-2005 წლის სეზონის ლიდერი მოხსნებში (საშუალოდ 13.5) და ორმაგ დუბლებში (69) 6 გზის საუკეთესო დაცვითი I გუნდის წევრი 6 გზის ნბა-ს საუკეთესო I გუნდის წევრი 10 გზის All-Star Game-ს მონაწილე Gaucho (07.12.2016 03:09) პირადი რეკორდები ქულა - 47, ფინიქსის წინააღმდეგ 4 იანვარი 2005 თამაშიდან ჩაგდებული სტყორცნა - 19, ფინიქს სანსის წინააღმდეგ 4 იანვარი 2005 თამაშიდან ჩაგდებული სტყორცნის მცდელობა - 33, ნიუ ჯერსის წინააღმდეგ 20თებერვალი 2000 ჩაგდებული 3 ქულიანი სტყორცნა - 3, 4ჯერ 3ქულიანი ტყორცნის მცდელობა - 5, 3ჯერ ჩაგდებული საჯარიმო სტყორცნა - 15, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ 9 აპრილი 2005 საჯარიმო ტყორცნის მცდელობა - 18 ორჯერ მოხსნა შეტევაში - 11, ფინიქსის წინააღმდეგ 3 დეკემბერი 2004 მოხსნა დაცვაში - 23, ორჯერ საერთო მოხსნები - 25, ორჯერ შედეგიანი გადაცემა - 12 ორჯერ ჩაჭრა - 7, ორჯერ ბლოკი - 8, სამჯერ წყარო: https://estadio.ge/forum/36/82/623/