თემა: კარმელო ენტონი (კალათბურთი / კალათბურთელები) Gaucho (07.12.2016 03:07) [img]http://cdn.inquisitr.com/wp-content/uploads/2016/01/carmelo-anthony-nba-trade-rumors-knicks-heat.jpg[/img] Gaucho (07.12.2016 03:10) კარმელო ქლაიან ენტონი ( ინგლ. Carmelo Kiyan Anthony; დ. 29 მაისი, 1984 ), ზედმეტსახელად "მელო" — ამერიკელი პროფესინალური კალათბურთის მოთამაშე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკ ნიქსში თამაშობს - ნბა-ში . მისი წარმატებული სასკოლო კარიერის შემდეგ, რომელიც მან Towson Catholic High School და Oak Hill Academy გაატარა, ენტონი გადასული იქნა სირაკუსის უნივერსიტეტში სადაც უნივერსიტეტის გუნდ Orangemen-ში თამაშობდა, სადაც შეძლო და დაეხმარა გუნდს ისტორიაში პირველად მოეგო ნაციონალური ჩემპიონატი 2003 წელს. მან ამ სეზონში შეძლო ყველაზე შეუჩერებელის ჯილდოს მოპოვება და ასევე დასახელებული იქნა NCAA აღმოსავლეთ რეგიონის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად. სირაკუსში 1 სეზონის გატარების შემდეგ, მან მიატოვა უნივერსიტეტი და 2003 წლის ნბა დრაფტზე წარდგა, სადაც არჩეული იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ მესამე არჩევნად. 2011 წლის ტრანსფერების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ენტონი ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდა. Gaucho (07.12.2016 03:11) მისი NBA-ში დაწყებული კარიერიდან, ენტონი უმალვე გახდა ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოთამაშე მთელი ლიგის მასშტაბით. ის იქნა შეყვანილი ყველა ახალბედას გუნდში, ასევე 5-ჯერ იქნა NBA ALL STAR და 4-ჯერ ყველა-NBA გუნდში. ენტონი ლიდერობდა დენვერის ნაგეტს და დაეხმარა ორი დივიზიონის ტიტულის მოგებაში და ასევე 2004-2010 წლების სეზონების მანძილზე ყოველ ჯერზე შეძლო ფლეი-ოფში გაყვანა გუნდის. 1985 წლიდან მოყოლებული კი პირველად, 2009 წელს მან შეძლო გუნდის გაყვანა კონფერენციის ფინალში . როგორც აშშ ნაკრების წევრს, ენტონიმ მოიგო ბრონზის მედალი 2004 წლის ოლიმპიადაზე, ხოლო ოქროს მედალი 2008 წლის ოლიმპიადაზე. Gaucho (07.12.2016 03:11) ადრეული წლები და სკოლა ენტონი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში . ენტონის მამა პუერტო რიკოელი, ხოლო დედა კი აფრიკელ ამერიკელი არის. ენტონის მამა, ვისი სახელიც ჰქვია ენტონის, გარდაიცვალა მაშინ როდესაც ენტონი 2 წლის იყო კიბოს დაავადებით. როცა ენტოტი რვა წლის გახდა, მისი ოჯახი ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ენტონი მის ათლეტურ შესაძლებლობებს გამოავლენს კიდეც. კენი მინორი, რომელიც ენტონის ბავშვობის მეგობარი იყო, თქვა: "ნარკოტიკების, მოკვლების და ყველაფერი ცუდი რაც ხდებოდა ქალაქში, ჩვენ ვხედავდით იმას, რაც ცხოვრებაში გასწავლიდა როგორ ყოფილიყავი გამძლე და ყოფილიყავი მიზან მიმართული შენ მიზანზე". Gaucho (07.12.2016 03:11) მისი ესეთი შედეგის შემდეგ, I-A დივიზიონის მწვრთნელებმა ენტონი თავისთან მიიწვიეს აღმოსავლეთ სანაპიროს ლიგაში, სადაც საბოლოოდ სირაკუსის უნივერსიტეტში მოხვდა. მის სენიორ წლებში გადასვლამდე, მან გამოაცხადა, რომ ითამაშებდა სირაკუსის უნივერსიტეტის გუნდში. სადაც ენტონი საშუალო შეფასება C იყო, მისი ჩაგდების სტატისტიკა კი ACT, რომელიც მისაღებ სტანდარტზე დაბალი იყო, ამიტომ მან იცოდა რომ უნდა გაეუმჯობესებინა მისი კლასის აკადემიური სწავლა სირაკუსში. ასევე მის სენიორ წლების დროს, ენტონის დედას სურდა მისი გადაყვანა სხვა სკოლაში. ენტონი თავიდან ფიქრობდა ვირჯიინიის სამხედრო აკადემიაში წასვლა, მაგრამ რაც სტივ სმიტთან ჰქონდა საუბარი, რომელიც Oak Hill Academy-ს მთავარი მწვრთნელი იიყო, მან უცებ შეიცვალა აზრი და გადავიდა Oak Hill Academy-აში, რომელიც ვირჯინიაში მდევარეობს. ამ გუნდში ასპარეზობისას, მან შეძლო 2001 წლის ტურნირის MVP წოდების მოპოვება. 2001 წლის ზაფხულში კი ენტონი ლიდერობდა AAU ბალტიმორს, სადაც მისმა გუნდმა ადიდასის დიდი დროს ტურნირში შეძლო გამარჯვება, რომელიც ლას ვეგასში, ნევადის შტატში ჩატარდა. ენტონის ყურადღება კი NBA-ს მხრიდან გამოჩნდა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა 25.2 ქულა იყო ტურნირის მანძილზე (რომელშიც ასევე ამარე სტაუდმაიერი მონაწილეობდა). Gaucho (07.12.2016 03:12) ენტონიმ ითამაშა აშშ კალათბურთის ახალგაზრდულ განვითარების ფესტივალზე, სადაც აღმოსავლეთ გუნდს დაეხმარა ვერცხლის მედლის მოპოვებაში. მან შეძლო ქულებით გათანაბრებოდა ლებრონ ჯეიმზს რომლებიც ლიდერობდნენ ლიგას 24 ქულით თითო თამაშში, რომელიც ასევე 66 % იყო თამაშიდან ჩაგდებული. ეს იყო პირველი დაპირისპირება ამ ორს შორის, საიდანაც მათი მეტოქეობა დაიწყო. ოაკ ჰილის აკადემია კი 2001-2002 წლის კომპანიაში ჩაება სადაც 42 თამაშიანი გამარჯვების სერია გამოაცხვეს. ენტონიმ გუნდთან ერთად შეძლო გამარჯვება Nike Academy National Invitational-ში ტეხასში, სეზონი კი ქვეყანაში მე-3 დაამთავრეს 32-1 შედეგით. მათ მხოლოდ და მხოლოდ წააგეს Mater Dei-ს წინააღმდეგ, რომელთანაც გადათამაშება ჰქონდათ, ამით კი წერტილი დაესვა მათ დაუმარცხებელ 67 თამაშიან სერიას. ენტონიმ კი საშუალოდ 22 წულა, 7.1 მოხსნა და 3.0 ასისტენტი მიითვალა მის პირველ სენიორ წელს. ენტონი საბოლოოდ დასახელებული იქნა McDonald's All-American გუნდში, სადაც მან 19 ქულის დაგროვება შეძლო. მისი ACT-თან ბრძოლის შემდეგ, მისი ოჯახი და მეგობრები ნერვიულობდნენ, რომ ენტონი დაივიწყებდა NBA-ში გადასვლის შესახებ. ის არ კარგავდა მინიმუმ ქულას და საბოლოდ მან გადაწყვიტა გადასულიყო სირაკუსის უნივერსიტეტში. Gaucho (07.12.2016 03:12) კარიერა კოლეჯში ენტონიმ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა სირაკუსის უნივერსიტეტში 2002-2003 წლის სეზონში, სადაც მისი საშუალო 22.1 ქულა (მე-16 NCAA, და მე-4 დიდ აღმოსავლეთშ) ხოლო 10.0 მოხსნა (მე-19 იყო NCAA და მე-3 დიდ აღმოსავლეთში, ხოლო როგორც ალბედას სეზონში კი პირველზე). ის ლიდერობდა გუნდს ქულებით და მოხსნებით, ასევე ნათამაშები წუთებით (36.4 წუთი თითო თამაშში), თამაშიდან ჩაგდებულით და ასევე საჯარიმო ქულებით. ენტონის 33 ქულა რომელიც მან ტეხასის უნივერსიტეტთან მიიწერა თავის ანგარიშზე პლეი-ოფის მანძილზე იყო ყველაზე მაღალი შედეგი ახალბედას მიერ. საჩემპიონო თამაშში კი კანზას უნივერსიტეტთან, ენტონიმ 20 ქულა და 10 მოხსნა მაოგროვა, საბოლოოდ კი ყველაზე შეუჩერებლის ჯილდო მოიპოვა.ounds. დაჯილდოების შემდეგ, სირაკუსის მთავარი მწვრთნელი ჯიმ ბოეჰიმი ენტონის აღწერს "უახლოესი წარსულის საუკეთესო კალათბურთელი კოლეჯში" Gaucho (07.12.2016 03:13) ენტონიმ განაცხადა რომ მის გეგმებში შედიოდა დარჩენა სირაკუსში შემდეგ 2-3 სეზონის მანძილზე, მაგრამ იმ წელს მან ყველაფრის გაკეთება მოახერხა, რის შემდეგაც მან თავისი თავი ხელმისაწვდომი გახადა 2003 წლის NBA დრაფტზე გუნდებისთვის. მისი კარიერა საბოლოოდ 30-5 ჩანაწერითაა კოლეჯში, პირველად შეძლო გუნდის არსებობის ისტორიაში NCAA ტიტულის მოგებაში და გახდა ასევე NCAA წლის ახალბედა. ენტონი ასევე დასახელებული იქნა ყველა დიდი აღმოსავლეთის პირველ გუნდში. Gaucho (07.12.2016 03:13) ნბა კარიერა დენვერ ნაგეტსი (2003-2011) ახალბედას სეზონი ენტონის ნბა კარიერა 2003 წლის 26 ივნის დაიწყო, როდესაც პირველივე რაუნდში იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ არჩეული (მე-3 მთლიან დრაფტზე). ის იქნა არჩეული ლებრონ ჯეიმზის - 1 კლევლანდ კავალიერსის მიერ და მეორე კი დარკო მილიჩიჩი დეტროიტ პისტონის მიერ. მისი დებიუტი კი 2003 წლის 29 ოქტომბერს შედგა, სადაც საშინაო მატჩში დენვერმა 80-72 მოიგო სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ. ენტონიმ საღამო 12 ქულით, 7 მოხსნით და 3 ასისტენტით დაამთავრა. მხოლოდ მის მე-6 თამაშში (7 ნოემბერს ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ), ენტონიმ 30 ქულის მითვლა შეძლო, რომლითაც ნბა ისტორიაში მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა ვინც 30 ქულით მოპოვება შეძლო (19 წლის და 151 დღის; კობი ბრაიანტი კი უფრო ახალგაზრდამ დაამყარა ეს რეკორდი). 2004 წლის 9 თებერვალს კი, მემფის გრიზლის წინააღმდეგ, ენტონი მესამე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა რომელმაც 1 000 ქულას მიაღწია, როდესაც გუნდმა 86-83 გაიმარჯვა. Gaucho (07.12.2016 03:13) 2004 წლის 30 მარტს, ენტონიმ 41 ქულა მოაგროვა სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ და დაამყარა დენვერის ახალი რეკორდი, - ერთ თამაში ყველაზე მეტი ქულა ახალბედას მიერ. მას შემდეგ რაც ენტონიმ აპრილის თვეში - თვის ახალბედა მოთამაშის ტიტული მოიპოვა, ის გახდა მეოთხე მოთამაშე ნბა ისტორიაში, ვინც შეძლო მოეპოვებინა ყველა თვის ახალბედის ტიტული 6-ჯერ. ეს კი იმ დროს როდესაც დევიდ რობინსონი, ტიმ დანკანი და ასევე ახალბედა ლებრონ ჯეიმზი თამაშობდნენ ბრწყინვალედ. სეზონში მისი საშუალო მაჩვენებელი 21.0 ქულა ჰქონდა თითოეულ თამაშში, ხოლო ნბა-ს წლის ახალბედაში, ენტონიმ მეორე ადგილი დაიკავა ხმების მიხედვით, სადაც მხოლოდ ლებრონ ჯეიმზს ჩამორჩა. Gaucho (07.12.2016 03:13) სეზონით ადრე, ვიდრე დენვერი ენტონის აირჩევდა, გუნდმა 17-65 დაასრულა, რომელიც ყველაზე ცუდი შედეგით გაუსწორდა ნბა ისტორიაში კლივლენდ კავალიერს. საბოლოოდ 2003-2004 წლის სეზონში, გუნდმა 43-39 დაასრულა, ხოლო ფლეი-ოფში კი მე-8 ადგილიდან მოხვდა. ენტონი გახდა პირველი ნბა ახალბედა, რომელმაც გუნდი ფლეი-ოფამდე მიიყვანა დევიდ რობინსონის შემდეგ, რომელმაც ეს სან ანტონიო სპურსთან ერთად 1989-1990 წლის სეზონში შეძლო. ფლეი-ოფში გასულებს კი კონფერენციის პირველ ადგილოსანი მინესოტა ტიმბერვულვზი შეხვდა. ენტონის კარიერაში პირველ პლეი-ოფის მატჩში, მან 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა, თუმცა დენვერმა მაინც 106-92 წააგო. ხოლო სერიები კი 5 მატჩიანი გამოდგა, სადაც 4-1 გაიმარჯვა მინესოტამ. Gaucho (07.12.2016 03:13) სეზონი: 2004-2005 ენტონის მეორე სეზონში, მისი საშუალო შედეგი იყო 20.8 ქულა თითო მატჩში რამაც ის NBA რეიტინგში მე-19 დააკავებინა. ხოლო ყოველ 48 წუთში მოპოვებული ქულებით კი მან მე-16 დაიკავა. 2004 წლის 4 დეკემბერს, როდესაც დენვერი მაიამი ჰიტის წინააღმდეგ თამაშობდა, ენტონი გახდა მესამე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც NBA ისტორიაში 2 000 კარიერულ ქულას მიაღწია. მხოლოდ ლებრონ ჯეიმზი და კობი ბრაიანტი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ასეთ ნიშნულს მიაღწიეს ახალგაზრდა ასაკშივე. ახალბედა და სტაჟიან გუნდებს ჩატარებულ მატჩში (2005 წლის ოლ-სტარის დროს), რომელიც დენვერში ტარდებოდა, ენტონიმ თამაშის ყველაზე მაღალი ქულა -31 დააგროვა 2 ასისტენტთან და 2 მოპარვასთან ერთად, რაც საბოლოოდ მისი თამაშის MVP წოდება მოაპოვებინა. Gaucho (07.12.2016 03:14) ენტონისთან ერთად გუნდმა გააუმჯობესა 6 გამარჯვებით წინა სეზონთან შედარების, საბოლოოდ კი გუნდმა 49-33 დასრულა. ნაგეტსი მე-7 ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში (ერთი საფეხურით მაღლა ვიდრე წინა წელს). დენვერი მე-2 საფეხურიდან გასულ სან ანტონიო სპურს შეხვდა, რომელსაც პირველი მატჩი მოუგო სან ანტონიოშივე ანგარიშით 93-87, თუმცა სპურსმა შემდეგი 4 მატჩი მოიგეს ზედიზედ და გამოთიშეს პლეი-ოფის ასპარეზობას დენვერელები. Gaucho (07.12.2016 03:14) სეზონი: 2005-2006 2005-2006 წლის სეზონში ენტონიმ 80 თამაში დაიწყო. მისი საშუალო შედეგი იყო 26.5 ქულა (მე-8 NBA-ში), 2.7 ასისტენტი, 4.9 მოხსნა და 1.1 მოპარვა თითოეულ თამაშში. მან მოპოვებული ქულებით მე-8 ადგილზე დაასრულა მთლიან ლიგაში, რაც 1990-91 წლების შემდეგ პირველი იყო დენვერ ნაგეტსის მოთამაშის მიერ, ნახსენებ წლებში კი ეს მაიკლ ადამსმა მოახერხა ნაგეტსის ფორმით, რომელმაც მე-6 ადგილზე დაამთავრა მთლიან ლიგაში. 2005 წლის 23 ნოემბერს, ნაგეტსი ხვდებოდა 2-ჯერ გამარჯვებულ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ დეტროიტ პისტონს , სადაც ენტონიმ მისი მე-1000 მოხსნა მიითვალა კარიერაში. ერთი თვის მოგვიანებით კი, მან ფილადელფია სიქსერსი წინააღმდეგ ერთ თამაშში 45 ქულის მოგროვება შეძლო, რაც მის კარიერაში უმაღლესი შედეგი იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მაინც დამარცხდა დენვერი. 2006 წლის 17 მარტს კი მან 33 ქულა დააგროვა მემფის გრიზლის წინააღმდეგ, რაც მის კარიერაში 5 000 ქულის დაგროვებას ნიშნავდა, ამით კი მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესეთი შედეგით დაიწყო კარიერა (ლებრონ ჯეიმზის შემდეგ). მარტის თვეში ნაგეტსმა 11-5 იასპარეზეს და ენტონი კი NBA თვის მოთამაშეს იქნა დასახელებული. Gaucho (07.12.2016 03:15) ამ სეზონის განმავლობაში, ენტონიმ შეძლო 5 გამარჯვების მომტანი სროლა განეხორციელებინა: 2006 წლის 8 იანვარს ჰიუსტონის წინააღმდეგ გასვლაზე; სახლში ფენიქს სანის წინააღმდეგ 10 იანვარს; მინესოტაში 24 თებერვალს; ინდიანაში 15 მარტს; ხოლო 6 აპრილს კი შინ - ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ . აქედან გამოსარჩევია მინესოტას წინააღმდეგ ნასროლი, როდესაც მან 3 ქულიანი ნასროლი ზუსტად ჩააგდო. 6 იანვარს კი დამატებულ დროში, ენტონიმ გამარჯვების ქულა ჩააგდო დალას მავერიკის წინააღმდეგ. Gaucho (07.12.2016 03:15) ნაგეტსმა სეზონი მე-3 ადგილზე დაამთავრა დასავლეთ კონფერენციაში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის გამარჯვება მოახერხა პირველად ენტონის კარიერაში. პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი მე-6 ადგილიდან გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი შეხვდათ. პირველ ორ გასვლით შეხვედრაში, რომელიც ლოს ანჯელესში ტარდებოდა, დენვერი ორივეში დამარცხდა. მე-3 მატჩში კი მოახერხეს შინ გამარჯვება თუმცა ამას შინ დამარცხება და მე-5 თამაშში კვლავ ლოს ანჯელესში დამარცხება მოჰყვა და საბოლოოდ 1-4 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ფლეი-ოფს. სეზონის დასრულების შემდეგ, ენტონიმ ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქს, რომელშიც ის 80$ მილიონს აიღებდა დენვერისგან. Gaucho (07.12.2016 03:15) სეზონი: 2006-2007 ენტონი დენვერში ყოფნის დროს. სეზონის მე-8 თამაშში, რომელიც 117-109 მოიგო დენვერმა ტორონტო რეპტორის წინააღმდეგ, ენტონიმ გაუთანაბრდა გუნდის რეკორდს, რომელიც ალექს ინგლიშის მიერი იყო დამყარებული და 6 ზედიზედ თამაშში 30 ქულას აგროვებდა თითოში, აქვე აღსანიშნავია რომ ზუსტად ამ დროს ინგლიში ტორონტოს მწვრთნელის ასისტენტი იყო და ამ ყველაფრის მომსწრე, თუმცა მან ვერ შეძლო ახალი რეკორდის დამყარება მე-9 თამაშში, რომელიც დენვერმა შინ 113-109 მოიგო ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ 21 ნოემბერს, როდესაც ენტონიმ სულ რაღაც 29 ქულა დააგროვა და მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა დააკლდა რეკორდისთვის. ჩიკაგოს შემდეგ, ენტონიმ კვლავ შემდეგ 6 თამაშში 30 ქულები აგროვა და როდესაც მისი და ინგლიშის რეკორდი კვლავ გაიმეორა, მე-7 თამაშში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გუნდი შინ დამარცხდა 98-96, სადაც ენტონიმ მხოლოდ 24 ქულის მოგროვება შეძლო. ხოლო მედისონ სკვერ გარდენში ჩატარებული მატჩის დროს რომელიც 16 დეკემბერს იყო, ენტონი იმ კალათბურთელთა შორის, რომელმაც იჩხუბეს ერთამენეთში და ცნობილია როგორც "ნიქსი-ნაგეტსის ჩხუბი". ვიდეო კადრებმა ანახა ასევე როდესაც ენტონიმ როგორ დაარტყა მუშტი ნიუ-იორკ ნიქსის მოთამაშე - მერდი კოლინსს. საბოლოოდ კი ენტონი მისი საქციელის გამო იქნა 15 მატჩით დასჯილი, რომელიც ნბა კომისარმა - დევიდ სტერნმა მიიღო. 22 იანვარს კი, ენტონი დაუბრუნდა პარკეტს სადაც მისი 15 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ მატჩში 28 ქულა, ხოლო მისმა პარტიონრმა ალან აივერსონმა კი 23 ქულა მოაგროვა. Gaucho (07.12.2016 03:15) 2007 წლის 2 თებერვალს, ენტონი და მისი თანაგუნდელი ჯეი არ სმითს მოუვიდათ ავტო საგზაო შემთხვევა, თუმცა არც ერთი არ იქნა დაზარალებული. გუდნმა კი ოფიციალურად განაცხადა რომ მანქანას სმიტი ატარებდა, სადაც ასევე ენტონი იმყოფებოდა. 3 დღის შემდეგ კი ენტონიმ კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი დადო, 31 ქულით, 10 მოხსნით და 10 ასისტენტით, თუმცა დენვერი მაინც დამარცხდა 113-108 ფენიქს სანის წინააღმდეგ. როდესაც დასავლეთ კონფერენციის ოლ-სტარის თამაშის რეზერვები იქნა დასახელებული, ენტონი შემადგენლობის გარეთ დარჩა, თუმცა იაო მინგის და კარლოს ბუზერის ტრავმების შემდეგ, ნბა კომისარმა დევიდ სტერნმა აირჩია ენტონი მათ შემცვლელად ჯოშ ჰოვარდთან ერთად. თამაშში კი ენტონიმ 20 ქულა, 9 მოხსნა დააგროვა ოლ-სტარის დებიუტში. ენტონი იყო პირველი დენვერ ნაგეტსის მოთამაშე რომელიც დასახელებული იყო ოლ-სტარის გუნდში ანტონიო მაკდაიესის შემდეგ (2001 წელს). Gaucho (07.12.2016 03:16) სეზონის განმავლობაში ენტონიმ 3-ჯერ შეძლო კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოპოვება - 20-26 ნოემბრის, 27 ნოემბერ - 3 დეკემბრის და 5-11 თებერვლის პერიოდში, ხოლო თვის მოთამაშის ტიტული კი აპრილში მიიღო, როდესაც დენვერთან ერთად თვე 10-1 ჩაამთავრა. საბოლოოდ კი გუნდმა რეგულარული სეზონი მე-6 ადგილზე დაამთავრა დასავლეთ კონფერენციაში. ენტონიმ როგორც ყველაზე მეტი ქულის მომტანი, სეზონი მე-2 ადგილზე დაამთავრა რომელიც მხოლოდ კობი ბრაიანტს ჩამორჩებოდა. საბოლოოდ ენტონიმ საშუალოდ 28.9 ქულა, 6.0 მოხსნა, 3.8 ასისტენტი და 1.2 მოპარვა ჰქონდა თითოეულ თამაშში. მე-6 ადგილიდან გასულ დენვერ ნაგეტსს მე-3 ადგილიდან გასული სან ანტონიო სპურსი შეხვდა პლეი-ოფის პირველ რაუნდში, რომელიც 2005 წლის გამეორება იყო ამ ორ გუნდს შორის. დენვერმა პირველი მატჩი 95-89 მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ 4 მატჩში დამარცხდა და შესაბამისად სერიებიეც 4-1 წააგო.ზედიზედ მეოთხე წელი დენვერი კვლავ პლეი-ოფის პირველ რაუნდს ვერ გასცდა. სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ ენტონის საშუალო მაჩვენებელი გუნდის ყველაზე მაღალი 26.8 ქულა და 8.6 მოხსნა იყო, ასევე მას 1.2 ასისტენტი და 1.0 მოპარვა მიითავალა თითეულ თამაშში. Gaucho (07.12.2016 03:16) სეზონი: 2007-2008 2008 წლის 24 იანვარს, ენტონი მეორედ იქნა დასახელებული ნბა ოლ სტარ თამაშზე როგორც დამწყები. ხმის მიცემის დროს კი მან დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში ყველას გაუსწრო (1,723,701 ხმა), ხოლო მთლიან ლიგაში კი მეორე ადგილი დაიკავა კობი ბრაიანტის შემდეგ (2,004,940 ხმა) ყველა დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეს შორის. 8 თებერვალს, ენტონიმ მაშინდელი დროისთვის კარიერის ყველაზე მაღალი - 49 ქულა დააგროვა ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ, სადაც დენვერმა 111-110 მოიგო. მისი თამაშიდან ჩაგდებულის პროცენტული მაჩვენებელი .760 იყო, რომელიც მან 25-იდან 19 ზუსტად გაუშვა. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი ბოლო 13 წლის მანძილზე მეორე ადგილზე იყო, როდესაც თამაშში 25 ან მეტს ესროდნენ (ბრაიანტი იყო პირველი .769 თამაშიდან ჩაგდებული პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც 20 ზუსტი იყო 26-დან, ლეიკერსმა კი 99-94 გაიმარჯვა ჰიუსტონ როკეტის წინააღმდეგ 2000 წლის 21 დეკემბერს). 27 მარტს, რომელიდ დალას მავერიკის წინააღმდეგ იმართებოდა დენვერში, ენტონიმ მის კარიერაში 9000-ე ქულა ჩაიწერა. საბოლოოდ რეგულარულ სეზონში 77 მატჩი ჩაატარა, ლიგაში კი მე-4 ადგილი დაიკავა ყველაზე მეტი ქულებს შორის, სადაც მას საშუალო მაჩვენებელი 25.7 ქულა თითო თამაშში, ასევე კარიერის უმაღლესი მოხსნა (7.4) ჰქონდა თითო თამაშში, ასევე მოპარვა 1.3 იყო. რაც შეეხება ბლოკს, მან კარიერის უმაღლესი გაიმეორა (0.5) და ასისტენტები კი 3.4 ჰქონდა თითო მატჩში. Gaucho (07.12.2016 03:16) დენვერმა 2007-2008 წლის სეზონი 50 გამარჯვებით დაასრულა (50-32 რითაც გუნდის ისტორიაში ყველაზე კარგ მაჩვენებელს შორის გაუთანაბრდა მე-3 ადგილს, მას შემდეგ რაც გუნდი 1976 წელს ოფიციალურად შეუერთდა NBA-ს), თუმცა სეზონი დასავლეთ კონფერენციაში გუნდმა მე-8 დაასრულა და ფლეი-ოფში პირველ ადგილოსან ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდა, რომელსაც მხოლოდ 7 გამარჯვებით მეტი ჰქონდა მოპოებული. გუნდი 4 მატჩში დამარცხდა. ენტონიმ კი ფლეი ოფის სეზონის საშუალო მაჩვენებელი 22.5 ქულა, 9.5 მოხსნა (ფლეი ოფის კარიერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი), 2.0 ასისტენტი და 0.5 მოპარვა მიითვალა მის სტატისტიკაზე. Gaucho (07.12.2016 03:16) სეზონი: 2008-2009 2008 წლის 10 დეკემბერს, დენვერმა ტიმვერვულვზი დაამარცხა სადაც ენტონიმ გაუთანაბრდა ჯორჯ ჯერვინის რეკორდს - ყველაზე მეტი ქულა ერთ პერიოდში 33 ქულით, ენტონიმ მე-3 პერიოდში მოაგროვა, რომელიც ნბა ისოტიარიაში უმაღლესი იყო. მესამე პერიოდის განმავლობაში ენტონიმ 15-ჯერ ესროლა ფარს და აქედან 12 ზუსტად წავიდა (80%), საბოლოოდ კი 45 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტენტი და 4 მოპარვა მიითვალა ამ თამაშში. 2009 წლის 4 იანვარს, ენტონიმ ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ ხელი. ეს კი მას 3-4 კვირის დასვენება დაუჯდა. 2009 წლის 30 იანვარს კი ენტონიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა შარლოტ ბობქეტსის წინააღმდეგ და 19 ქულაც მიითვალა. Gaucho (07.12.2016 03:17) ნაგეტსმა საბოლოოდ ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონი გაიმარჯვა და დასავლეთ კონფერენცია კი მე-2 ადგილზე დაასრულა 54 გამარჯვებით და 28 წაგებით. ენტონის საშუალო 22.8 ქულა, 37.1 სამ ქულიანიდან სროლა. მას შემდეგ რაც 2004-2008 წლებში გუნდი პირველივე შეხვედრაში 5-ივეჯერ დამარცხდა, ენტონიმ კი გუნდთან ერთად ნიუ-ორლეან ჰორნეტსი დაამარცხა პირველად გავიდა პლეი-ოფის მეორე რაუნდში, ხოლო საშინაო მატჩში სადაც დენვერმა 107-86 მოიგო, ენტონიმ კარიერის ყველაზე მაღალი პლეი-ოფის მაჩვენებელი 34 ქულა და 4 მოპარვა მიითვალა. მატჩის შემდეგ ენტონიმ განაცხადა: "კარგია, საბოლოოდ..." დენვერმა ჰორნეტსი 4-1 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში კი დალას მავერიკის დამარცხებაში დაეხმარა გუნდს, სადაც 4-1 მოუგეს დალასელებს. ენტონიმ საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა 5ივე მატჩში. მე-3 მატჩში კი ენტონიმ ბოლო წამზე ისროლა 3 ქულიანი და ზუსტად ჩააგდო ბადეში, რაც დაეხმარა გუნდს 105-103 გამარჯვებაში. დენვერი გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა 4-2 ლოს ანჯელეს ლეიკერსის მიერ, ბოლო მატჩი კი ენტონის დაბადების დღეს იყო სადაც გამოეთიშა გუნდი ასპარეზობას. Gaucho (07.12.2016 03:17) სეზონი: 2009-2010 2009-2010 წლის პირველ ორ მატჩში, ენტონიმ 71 ქულა მოაგროვა იუტა ჯაზთან და პორტლანტ ბლაზერთან . ენტონი გახდა იმ სამ კალათბურთელს შორის დენვერის ისტორიაში, რომელმაც ეს შეძლო და 70 ან მეტი ქულა მიითვალა პირველ ორ შეხვედრაში, როდესაც ნიკ ვან ექსელს გაუთანაბრდა 71 ქულით, ხოლო ჩამორჩა ალექს ინგლიშს, რომელმაც ეს შედეგი ორჯერ მოახერხა 79 ქულა 1985 წელს და 74 ქულა 1988 წელს. ეს შედეგი ასევე პირველი იყო 1987 წლის შემდეგ, რაც ნაგეტსმა სეზონი 2-0 დაიწყო. მესამე მატჩში ენტონიმ 42 ქულა მიითვალა. ეს კი 1985 წლიდან პირველად იყო როდესაც გუნდმა 3-0 დაიწყო სეოზნი. ნოემბრის თვეში, ენტონი დასახელებული იქნა ნბა კვირის მოთამაშე და ასევე დასავლეთ კონფერენციის თვის მოთამაშედ, რომლის ლიდერობითაც ნაგეტსმა სეზონი 12-5 დაიწყო. Gaucho (07.12.2016 03:17) რეგულარული სეზონის მე-15 შეხვედრაში, როდესაც დენვერი მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ იყო, ენტონი ლიგაში საშუალო თამაშში 30.2 ქულას ყრიდა, რითაც პირველი მოთამაშე იყო ლიგაში, რომელიც თითო თამაშში მინიმუმ 20 ქულას აგდებდა, მინესოტას წინააღმდეგ კი 22 ქულით დაამთავრა, სადაც მან დენვერის რეკორდი დაამყარა მე-15 მატჩში შეძლო 20 ქულის დაგროვება მინიმუმ, რომელიც წინა რეკორდი 14 ზედიზედ თამაში იყო ასეთი შედეგით ინგლიშის მიერ. შემდეგ მატჩში კი ენტონიმ კარიერის ყველაზე მაღალი - 50 ქულა მოიპოვა, ასევე მისმა გუნდელმა ჩოსნი ბილაფსმა კი 32 ქულა მოიპოვა ამავე თამაშში ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. ამით კი ნბა ისტორიაში ისინი მესამე გახდნენ, ვინც შეძლო 50-30 ქულების დაგროვება ერთი გუნდიდან. 2 დღის შემდეგ, ენტონიმ პირველ პერიოდში 19 ქულა მიითვალსა. 2010 წლის 21 იანვარს კი ენტონი დასახელებული იქნა 2010 წლის ნბა ოლ-სტარში დამწყებად, სადაც დასავლეთის კონფერენციის ფორვარდებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ეს იყო ენტონის მესამე ოლ-სტარის მონაწილეობა და აქედან მეორე როგორც დამწყები. ენტონიმ გუნდის ყველაზე მაღალი 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა დასავლეთის გუნდი მაინც დამარცხდა აღმოსავლეთ გუნდის წინააღმდეგ. Gaucho (07.12.2016 03:19) № 7 – ნიუ-იორკ ნიქსი მცირე ფორვარდი პირადი ინფორმაცია დაიბადა 29 მაისი , 1984 (32 წლის) ბრუკლინი, ნიუ-იორკი , აშშ ეროვნება ამერიკელი უმაღლესი სკოლა Towson Catholic Oak Hill Academy სიმაღლე 2.03 სმ წონა 104 კგ Gaucho (07.12.2016 03:19) კარიერა კოლეჯი Syracuse(2002–2003) NBA-ის დრაფტი 2003 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-3 არჩეული დენვერ ნაგეტსი პროფესიონალური კარიერა 2003-–დღემდე ლიგა NBA Gaucho (07.12.2016 03:19) კარიერის ისტორია 2003-2010 დენვერ ნაგეტსი 2010-დღემდე ნიუ-იორკ ნიქსი Gaucho (07.12.2016 03:20) კარიერული მიღწევები და ჯოლდოები 5× NBA All-Star (2007–2008, 2010–2012) All-NBA მე-2 გუნდი (2010) 4× All-NBA მე-3 გუნდი (2006–2007, 2009, 2012) NBA All-Rookie Second Team (2003) Gaucho (07.12.2016 03:20) მედლები კალათბურთი აშშ ოლიმპიური თამაშები ოქრო 2012 ლონდონი Team competition ოქრო 2008 პეკინი Team competition ბრინჯაო 2004 ათენი Team competition ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაო 2006 Japan Team competition FIBA Americas Championship ოქრო 2007 Las Vegas Team competition FIBA Americas U18 Championship ბრინჯაო 2002 Isla Margarita Team competition წყარო: https://estadio.ge/forum/36/82/624/