Beqhemi

1 2
ავატარი
Nukri
#1
დევიდ ბექჰემი
ბავშვობა და კარიერის დასაწყისი
ბექჰემი 1975 წელს ლონდონის ერთ-
ერთ რაიონში, ლეიტონსტოუნში
დაიბადა. მისი მშობლების თქმით,
დევიდს ფეხბურთი ბავშვობიდან
უყვარდა. ბავშვობაში დევიდი
საფეხბურთო კლუბ “რიდჯვეი პარკში”
თამაშობდა. ეს საფეხბურთო სკოლა
ჩინგფორდში მდებარეობს. დევიდ
ბექჰემის მშობლები “მანჩესტერ
იუნაიტედის” გულშემატკივრები იყვნენ,
ამიტომაც ეს კლუბი მასაც მალე
შეუყვარდა. დევიდი ხშირად დადიოდა
“ოლდ ტრაფორდზე” და თავის
საყვარელ გუნდს გულშემატკივრეობდა.
დევიდ ბექჰემი “მანჩესტერის”
აკადემიაში იზრდებოდა, მოგვიანებით
ის “ტოტენჰემის” ახალგაზრდული
გუნდის ღირსებასაც იცავდა. 14 წლის
ბექჰემმა “მანჩესტერ იუნაიტედთან”
თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა.
დევიდ ბექჰემი “მანჩესტერ
იუნაიტედში”
1992 წლის მაისში დევიდ ბექჰემმა
“მანჩესტერ იუნაიტედის”
ახალგაზრდულ გუნდთან ერთად
ინგლისის ახალგაზრდული ჩემპიონატი
მოიგო. აღნიშნული ტიტული
დევიდისთვის პირველი აღმოჩნდა. ამ
ტიტულის მოგების შემდეგ დევიდ
ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედის”
ძირითად გუნდში გადაიყვანეს.
მთავარმა მწვრთნელმა ბექჰემი
რამოდენიმე მატჩის განაცხადში
შეიყვანა, თუმცა ხშირ შემთხვევაში
ახალგაზრდა დევიდს სათადარიგოთა
სკამზე ჯდომა უწევდა. დევიდ ბექჰემის
დებიუტი “მანჩესტერ იუნაიტედის”
პირველ გუნდში “ბრაიტონის”
წინააღმდეგ შედგა. ახალგაზრდა
დევიდი მოედანზე მეორე ტაიმში
გავიდა, თუმცა თავი ვერაფრით
დაგვამახსოვრა. სწორედ ამიტომ,
დევიდი მალევე დააბრუნეს
რეზერვებში. ახალგაზრდულ გუნდში
ბექჰემმა ინგლისის ცემპიონატი
რამოდენიმეჯერ კვლავ მოიგო, რომლის
შემდეგაც “მანჩესტერ იუნაიტედის”
მთავარი მწვრთნელის ნდობა
დაიმსაუხრა და ძირითად გუნდში
დაბრუნდა. ბექჰემის დებიუტი
ევროტაშებზე თურქული
“გალათასარაის” წინააღმდეგ შედგა. ეს
მატჩი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში
გაიმართა. “მანჩეტსერ იუნაიტედმა”
თურქმების დამრცხება 4:0 მოახერხა.
ერთ-ერთი გოლის გატანა კი დევიდ
ბექჰემმაც შეძლო. 1995 წლის
გაზაფხულზე დევიდ ბექჰემმა ინგლისის
პრემიერ-ლიგაში სადებიუტო მატჩი
გამართა, რომლის შემდეგაც
ახალგაზრდა ჰავბეკი დუბლებში აღარ
დაუბრუნებიათ. დევიდი დღითი დღე
ვითარდებოდა. მის მიერ შესრულებილ
სტანდარტულებს უამრავი ხალხი
აღფრთოვანებაში მოყავდა. დევიდ
ბექჰემის ასეთმა წარმატებამ
განაპირობა ის, რომ 1996 წლის 1
სექმტემბერს მისი დებიუტი ინგლისის
ეროვნულ ნაკრებშიც შედგა. იმ მატჩში
ინგლისელები მოლდოვას ხდვებოდნენ.
1997 წელს დევიდ ბექჰემი
ჩამოყალიბებული ვარსკვლავი იყო. ამ
წელს იგი ინგლისის წლის საუკეთესო
ფეხბურთელადაც დაასახელეს. დევიდ
ბექჰემმა “მანჩეტსერ იუნაიტედთან”
ერთად ძალიან დიდ წარმატებებს
მიაღწია. მან “ეშმაკებთან” ერთად:
პრემიერ-ლიგის ტიტული, ლიგის თასი,
ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბი
ჩემპიონატი მოიგო.
ბექჰემი “რეალ მადრიდში”
მომდევნო სეზონში ფლორენტინო
პერესმა ლეგენდარული გუნდის
შეკრება დაიწყო. ბექჰემი მადრიდულ
კლუბში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ
გადავიდა. დევიდს ამ დროს
კონფილქტი ჰქონდა საკუთარ აგენტთან,
ტონი სტივენსთან. მიუხედავად
მრავალწლიანი თანამშრომლობისა,
დევიდ ბექჰემმა სტივენსთან
კონტრაქტი გაწყვიტა. მისი ახალი
აგენტი საიმონ ფულერი გახდა. 2003
წლის 27 აგვისტოს დევიდ ბექჰემმა
მადრიდის “რეალის” მაისურით
სადებიუტო მატჩი გაამრთა. ეს მატჩი
სუპერთასის ეგიდით იმართებოდა,
სადაც “სამეფო კლუბს” “მალიორკა”
უპირისპირდებოდა. ბექჰემის
დამაგვირგვინებელი გოლის წყალობით
მადრიდის “რეალმა” 3:0 იმარჯვა.
ინგლისელს ახალ კოლექტივში
ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო
დასჭირდა. პრიმერა დივიზიონის
ეგიდით დევიდ ბექჰემმა სადებიუტო
მატჩში მე-3 წუთზევე მოახერხა გოლის
გატანა. ბექჰემი იმ პერიოდში ერთ-ერთ
საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.
მიუხედავად ამისა, “რეალს” დაღმასვლა
მალე დაეწყო. “ლეგენდარულმა
კლუბმა” სატურნირო ცხრილში მე-4
ადგილი დაიკავა, ლიგის თასის ფინალში
დამარცხდა და ჩემპიონტა ლიგის 1/4
ფინალში “მონაკოსთან” წააგო. ამ
არადამეჯერებელი სტატისტიკის გამო
გუნდი მალე კრიზისში ჩავარდა.
მიუხედავად რამოდენიმმიუხედავად რამოდენიმე
“სუპერმატჩისა”, მადრიდული კლუბი
სტაბილურობის შენარჩUნებას ვერ
ახერხებდა. სწორედ ამიტომ, მადრიდის
“რეალი” ხუან რამოს ლოპეს კარომ
ჩაიბარა, რომელმაც გუნდში
დისციპლინა გამოასწორა.
“რეალი” ჩემპიონობის მთავარი
პრეტენდენტი იყო. გუნდი მუდივად
უმიზნებდა სანუკვარ ტიტულს, თუმცა
რაღაც არ ყოფნიდა. 2005-06 სეზონში
გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-2
ადგილი დაიკავა. ესპანეთის თასზე
გუნდი “სარაგოსამ” გამოაგდო.
ჩემპიონთა ლიგა კი ბექჰემისთვის და
თავისი გუნდისთვის 1/8 ფინალში
“არსენალის” წინააღმდეგ დასრულდა.
სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში
უამრავი ცვლილება მოხდა.
ფლორენტინო პერესი პოსტიდან
გაათავისუფლეს. კლუბის პრეზიდენტი
რამონ კალდერონი გახდა. “სამეფო
გუნდის” მთავარი მწვრთნელი ფაბიო
კაპელო გახდა, რომელთანაც დევიდ
ბექჰემმა საერთო ენის გამონახვა ვერ
მოახერხა. ამ დაპირისპირების გამო იგი
სათადარიგოთა სკამზე ძალიან ხშირად
ხვდებოდა.
მოგვიანებით, დევიდმა ახალი კლუბის
ძიება დაიწყო და კონტრაქტი ამერიკულ
“ლოს ანჯელეს გალაქსისთან”
გააფორმა. ბექჰემისა და კაპელოს
კონფლიქტმა ახალი კრიზისი
გამოიწვია: ფეხბურთელებმა კაპელოს
ულტიმატუმი მოუწყეს დევიდის
ძირითად შემადგენლობასი დაბრუნების
მოთხოვნით, თუმცა ამაოდ. ამდენი
წარმატებების შემდეგ დევიდ ბექჰემის
კარიერას საფრთხე დაემუქრა. იმ
დროისთვის უამრავი აქციები
იმართებოდა მადრიდის ქუჩებში
მოთხოვნით: “დააბრუნემოთხოვნით: “დააბრუნეთ ბექჰემი”,
ერთ-ერთ აქციაზე მადრიდის ქუჩებში
მოსახლეობა ბექჰემის 23-ნომრიანი
მაისურებით გამოჩნდნემაისურებით გამოჩნდნენ და ფაბიო
კაპელოს მისამართით დამცინავი
ბანერები გამოფინეს. მართლაც,
ბექჰემი იმ პერიოდის ერთ-ერთი
საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მისი
არაორდინალური გადაცემები და
დარტყმები ნებისმიერ ადამიანს
აოცებდა. დევიდი იმ დროს
სტანდარტულების ერთ-ერთი
საუკეთესო შემსრულებელი იყო.
ზოგიერთი სპეციალისტი კი თვლის, რომ
ბექჰემს საჯარიმო დარტყმებში ბადალი
არც ჰყოლია და დიდი ალბათობით, არც
ეყოლება.
“ლოს ანჯელეს გალაქსი”
ამერიკაში გადასვლისთანავე, დევიდ
ბექჰემი ადგილობრივი
გულშემატკივრების ინტერესთა
სფეროში მოექცა. ლეგენდარული
ნახევარმცველი მუდმივად ყურადღების
ცენტრში იმყოფებოდა. დევიდი თავის
ახალ გუნდს რთულად შეეწყო.
სადებიუტო მატჩში სტადიონზე
ათასობით გულშემატკივარი მივიდა,
თუმცა ბექჰემმა 78 წუთი სათადარიგოთა
სკამზე დაჰყო. მოედანზე გასვლის
შემდეგ კი ლეგენდარულმა ჰავბეკმა
მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმის
მოშუშების შემდეგ ბექჰემი “დი სი
იუნაიტედთან” გასამართ მატჩში
დაბრუნდა. ამ შეხვედრას რეკორდული
რაოდენობის გულშემატკივარი
დაესწრო (46500). შემდეგ ტურებში
ბექჰემი არა მხოლოდ გუნდის
ძირიტადი შემადგენლობის წევრი,
არამედ კაპიტანიც გახდა. თუმცა,
ინგლისელ ჰავბეკს აშკარად არ
უმართლებდა. ბექჰემმა კვლავ მიიღო
ტრავმა რის გამოც, 6 კვირით მოუწია
უქმობა. სწორედ ამან განაპირობა ის,
რომ “ლოს ანჯელეს გალაქსიმ”
საბოლოო ჯამში მე-11 პოზიცია დაიკავა.
მომდევნო სეზონში, მიუხედავდ იმისა,
რომ ბექჰემს ტრავმა არ მიუღია,
“გალაქსი” გაცილებით რთულ
სიტუაციაში ჩავარდა. ლოს ანჯელესური
კლუბი სატურნრიო ცხრილში მე-13
ადგილზე გავიდა. სწორედ ამიტომ,
დევიდ ბექჰემმა ევროპულ სარბიელზე
დაბრუნება მოისურვა და
ნახევარსეზონიანი არენდის წესით
“მილანში” გადავიდა. ინგლისელი
ჰავაბეკი იტალიურ კლუბში, ასე თუ ისე,
ათამაშდა. მიუხედავად ძალიან ბევრი
მცდელობისა, “როსონერის”
ხელმძღვანელებმა ბექჰემის
გამოსყიდვა ვერ მოახერხეს.
ამერიკელები მაქსიმალურ დათმობაზე
წავიდნენ და არენდა კიდევ ნახევარი
სეზონით გააგრძელეს. “გალქსიში”
დაბრუნების შემდეგ ბექჰემმა 2
საუკეთესო სეზონი ჩაატარა ამერიკის
კონტინენტზე. მან თავის გუნთან ერთად
ფლეი-ოფში გასვლა მოახერხა.
ბექჰემი “პსჟ”-ში
“გალაქსის” დატოვების შემდეგ დევიდ
ბექჰემმა ფრანგულ “პარი სენ-
ჟერმენთან” 5 თვიანი კონტრაქტი
გააფორმა. ფრანგულ კლუბში დებიუტი
მას 25 თებერვალს “მარსელის”
წინააღმდეგ ჰქონდა. დევიდმა “პსჟ”-
სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი
მოიგო და გახდა ერთადერთი
ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც 4
ქვეყნის ტიტულის მოგება მოახერხა
(ესპანეთი – “რეალი”, ინგლისი –
“მანჩესტერ იუნაიტედი”, საფრანგეთი –
“პსჟ”, MLS – “ლოს ანჯელეს
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 20:56