Julio sezari

1 2
ავატარი
Nukri
#1
ჟულიო სეზარ სოარეს დე
ესპინოლდა ( პორტ. Júlio César დ. 3
სექტემბერი, 1979 ), საყოველთაოდ
ცნობილი, როგორც ჟულიო სეზარი —
ბრაზილიელი ფეხბურთელი,
ბრაზილიის ნაკრების პირველი
მეკარე.
2009 წელს ფისსსფ -მ დაასახელა
მსოფლიოს მესამე მეკარედ იკერ
კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის
შემდეგ. [1] ის ასევე დაასახელეს
სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარედ
2009 და 2010 წლებში. [2]
საკლუბო კარიერა
ფლამენგო
სეზარმა კარიერა დაიწყო
„ფლამენგოში“ 1997 წელს, როგორც
ვეტერანი მეკარის, კლემერის
შემცვლელმა. 2000 წლიდან, ის იყო
კლუბის პირველი მეკარე და ლიგა
კარიოკა მოიგო ოთხჯერ. 2004 წლის
კოპა ამერიკას გათამაშებაზე ის იყო
ბრაზილიის ნაკრების პირველი
მეკარე. მან დაიმსახურა
„ფლამენგოს“ გულშემატკივრების
დიდი სიყვარული.
2005 წლის იანვარში გადავიდა
იტალიის სერია A-ს კლუბ „კიევოში“ ,
მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ მალე
გადავიდოდა „ინტერში“ .[3]
იტალიის ჩემპიონატში მოქმედი
წესის გამო, რომელიც
ითვალისწინებს შეზღუდვას
არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე,
სეზარი ჩაირიცხა თავდაპირველად
„კიევოში“ . [4] ვერონაში გატარებული
ექვსი თვის განმავლობაში, ის გუნდის
მეორე მეკარე იყო. მიუხედავად
ამისა, მას მაინც იძახებდნენ
ბრაზილიის ნაკრებში.
2005 წლის ივლისში, მან
ოფიციალურად გააფორმა სამწლიანი
კონტრაქტი „ინტერთან“ .
ინტერი
სეზარი შეუერთდა „ინტერს“ 2005-06
წლების სეზონის დასაწყისში და
თავიდან იყო ფრანჩესკო ტოლდოს
შემცვლელი. მისი დებიუტი კლუბში
შედგა 2005 წლის იტალიის
სუპერთასზე, რომელიც მოიგო
„ინტერმა“. მალე მან შეცვალა
ტოლდო პირველი მეკარის
პოზიციაზე, როცა ინტერი გავიდა
მესამე ადგილზე იტალიის
ჩემპიონატში „იუვენტუსის“ და
„მილანის“ შემდეგ, მაგრამ 2006 წლის
იტალიური ფეხბურთის სკანდალის
დროს დაუწესდა სანქციები
ჩაწყობილი მატჩების გამო, იტალიის
სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად.
2009 წლის ნოემბერში მან
გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი
2014 წლამდე. [5] ინტერში
შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ
იტალიის ნაკრების ყოფილმა
მეკარემ, ჯანლუკა პალუკამ
განაცხადა, რომ ჟულიო სეზარი არის
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. [6] მან
ასევე დაიმსახურა იტალიელი
ლეგენდის, დინო ძოფის და
თანაგუნდელის, ფრანჩესკო ტოლდოს
დიდი სიმპათია. [7][8] ის დაასახელეს
2008-09 და 2009-10 წლების
სეზონების სერია A-ს საუკეთესო
მეკარედ. 2012 წელს ის გადავიდა
პრემიერ-ლიგის კლუბში ქუინზ პარკ
რეინჯერსი
სანაკრებო კარიერა
ჟულიო სეზარის სანაკრებო კარიერა
დაიწყო 2003 წლიდან, როცა ის
გამოიძახეს დიდას შემცვლელად. ის
იმყოფებოდა ბრაზილიის ნაკრების
განაცხადში 2003 წლის კოპა
ამერიკაზე , მაგრამ თამაშის
საშუალება არ მისცემია. პირველად
ნაკრებში ითამაშა 2004 წლის კოპა
ამერიკაზე. მან ამ გათამაშებაში
ჩაატარა ექვსი მატჩი. არგენტინის
ნაკრებთან ფინალურ მატჩში
პენალტების სერიაში მან მოიგერია
პირველი პენალტი, ბრაზილიის
ნაკრებმა მოიგო 4-2.
თუმცა, მომავალი სამი წლის
განმავლობაში ჟულიო იყო ნაკრების
სათადარიგო მეკარე, მხოლოდ შვიდი
მატჩი ჩაატარა ნაკრებში ამ ხნის
განმავლობაში. 2005 და 2007 წლის
კოპა ამერიკის გათამაშებებზე ის არ
ყოფილა სანაკრებო განაცხადში,
მაგრამ 2006 წლის მსოფლიო
ჩემპიონატზე შეყვანილი იყო
განაცხადში, როგორც სათადარიგო
მეკარე დიდას და ვეტერანი
როჟერიო სენის შემდეგ.
დიდას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ,
სეზარი გახდა ნაკრების პირველი
მეკარე. ნაკრების ახალი მწვრთნელი
დუნგა თავიდან უპირატესობას
ანიჭებდა ეურელიო გომესს
ტოტეჰნემ ჰოტსპურიდან , ელტონს
პორტოდან და დონის რომადან.
თუმცა, 2007 წლის სექტემბრიდან მან
შეცვალა დონი პირველი ნაკრების
პოზიციაზე.
სეზარმა მიიღო მონაწილეობა 2009
წლის კოპა ამერიკაზე. დუნგამ ის
შეიყვანა 2010 წლის მსოფლიო
ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში.
ეს იყო მისი მეორე მსოფლიო
ჩემპიონატი. სეზარი ნაკრების
ძირითადი მეკარე იყო 2014 წლის
მსოფლიო ჩემპიონატზე
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 20:57