steven gerrard

1 2
ავატარი
Nukri
#1
სტივენ ჯერარდი ( ინგლ. Steven
Gerrard) — ინგლისელი ფეხბურთელი
„ლივერპულისა" და ინგლისის
ნაკრების კაპიტანი.
საკლუბო კარიერა
კარიერის დასაწყისი
ჯერარდი დაიბადა პატარა ქალაქ
უისტონში, რომელიც სულ რაღაც 8
კილომეტრითაა დაშორებული
ლივერპულიდან. მან საფეხბურთო
კარიერა უისტონის საფეხბურთო
სკოლაში დაიწყო, სადაც პირველად
შემაჩნიეს ლივერპულის სკაუტებმა. 9
წლის ჯერარდი გადავიდა
ლივერპულის ახალგაზრდულ
აკადემიაში. 1997 წლის 5 ნოემბერს
კი ჯერარდმა პირველი კონტრაქტი
გააფორმა მერსესაიდულ კლუბთან.
ლივერპული
სტივენ ჯერარდს ლივერპულის
ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წლის
29 ნოემბერს ჰქონდა, ბლექბერნ
როვერსთან მატჩში, სადაც ბოლო
წუთებზე შეცვლაზე შევიდა. თავის
სადებიუტო სეზონში მან 13 შეხვედრა
ჩაატარა და კაპიტნის, ჯეიმი
რედნაპის ადგილას თამაშობდა
მარჯვენა ნახევარმცველად, რადგან
ამ უკანასკნელს ტრავმა ჰქონდა. ეს
სეზონი ჯერარდისთვის არც ისე
წარმატებული იყო. მან ვერ შეძლო
საკუთარი შესაძლებლობების
ბოლომდე წარმოჩენა, რისი მიზეზიც
მისი არასწორ პოზიციაზე დაყენება
იყო. სტივი ამჩნევდა რომ დაცვაში
უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე
შეტევებში.
1999-2000 წლებში ჯერარდი
პარტნიორობას უწევდა რედნაპს
ნახევარდაცვის ცენტრში. თავისი
პირველი დერბიც მან სწორედ ამ
სეზონში ითამაშა. ევერტონთან
მატჩში იგი მოედანზე მეორე ტაიმში
შევიდა რობი ფაულიერს ნაცვლად და
ამ თამაშშივე მიიღო პირველი
წითელი ბარათიც. ამ სეზონშივე
გაიტანა მან თავისი პირველი გოლი
შეფილდის კარში. ამის შემდეგ მან
რამდენიმე ტრავმა და ოპერაცია
გადაიტანა.
2000-01 წლების სეზონში მან 15-ჯერ
ითამაშა ძირითად შემადგენლობაში
და 10 გოლი გაიტანა. იმ წელს
ლივერპულმა მოიგო ლიგის და FA-ს
თასები და ასევე უეფას თასი.
2003 წელს სტივენ ჯერარდი
ლივერპულის კაპიტანი გახდა.
ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ
იგი გუნდის ლიდერად აღიარა და
ახალი 4 წლიანი კონტრაქტიც
გაუფორმა.
2003-04 წლებში საკმაოდ
წარუმატებელის სეზონის შემდეგ
ჟერარ ულიემ დატოვა კლუბი და
გავრცელდა ინფორმაცია, რომ
სტივენ ჯერარდი ლონდონურ
ჩელსიში გადავიდოდა. იგი
აცხადებდა: "მე არ ვარ კმაყოფილი
გუნდის მდგომარეობით და მისი
პროგრესით. მე რეალურად ვფიქრობ
წასვლაზე." თუმცა საბოლოოდ მან
უარი თქვა 20 მილიონიან
შემოთავაზებაზე და დარჩა
ლვიერპულში. "მე ვრჩები ამკლუბში,
რადგან აქ არის ჩემი გული და სული."
- განაცხადა სტივენ ჯერარდმა.
2004-05 სეზონიც წარუმატებლად,
უამრავი ტრავმებით დაიწყო. მათ
შოროს სტივსაც აწუხებდა ტრავმა და
იგი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს
დაუბრუნდა მოედანს. სწორედ იმ
მატჩში, ოლიმპიაკოსთან სადაც
წყდებოდა ლივერპულის ჩემპიონთა
ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა.
სტივმა ამ ტამაშში გადამწყვეტი
გოლი გაიტანა ბოლო წუთებზე და
გუნდი ფლეი-ოფში გაიყვანა.
ჯერარდმა განაცხადა რომ ეს იყო მის
კარიერაში უმნიშვნეოვანესი გოლი.
სტამბოლის ფინალი
მოფლიო ფეხბურთის ისტორიის
ერთ-ერთი საუეკთესო მატჩი,
დაუვიწყარი ფინალი რომელიც
სამუდამოდ დარჩება ლივერპულის
გულშემატკივრების გულებში...
მას შემდეგ რაც ლვიერპულმა ძალიან
რთული გზა გაიარა ფინალამდე
მისასვლელ გზაზე, მეორე ტაიმის
დასაწყისში 3-0 ნადგურდებოდა
მილანთან. ამ მატჩის შემობრუნება
ყველას წარმოუდგენელი ეგონა,
თუმცა მოხდა სასწაული და ზუსტად 6
წუთში ლივერპულმა 3 გოლი გაიტანა,
რაშიც სტივენ ჯერარდის წვლილი
უდიდესი იყო. მან გაიტანა პირველი
გოლი და სული ჩაუდგა ლივერპულის
ბრძოლას საოცარი გამარჯვებისკენ.
საბოლოოდ მერსესაიდლებმა ეს
მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს.
ჯერარდი ფინალის საუკეთესო
მოთამაშედ და 2005 წლის ევროპის
წლის საუკეთესო ფეხბურთელად
დასახელდა.
ამ დაუვიწყარი ფინალის შემდეგ
სტივმა განაცხადა, რომ არსად
წასვლას არ აპირებდა
ლივერპულიდან და რეკორდული
შემოთავაზებაზე, კვირაში 100 000
გირვანქა სტერლიგის ოდენობით
ხელფასზეც კი უარი თქვა და არ
გადავიდა ლონდონის ჩელსიში.
2005-06 წლების სეზონში მან 53
მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა
და სეზონის ბოლოს ინგლისის წლის
საუკეთესო ფეხბურთელად
დასახელდა. ამავე სეზონის ბოლოს
ლივერპულმა მოიგო FA-თასი.
ფინალში ჯერარდმა 2 გადამწყვტი
გოლი გაიტანა და გაამრჯვებინა
საკუთარ კლუბს. ამ გოლებით იგი
გახდა ერთადერთი ფეხბურთელი
მსოფლიოში, რომელსაც გატანილი
აქვს გოლები უეფას თასის, FA-ა
თასის, ინგლისის თასის და
ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.
2007 წელს ლივერპული კვლავ
გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
და კვლავ მილანს შეხვდა, თუმცა
ამჯერად 2-1 დამარცხდა.
2007 წლის 28 ოქტომბერს ჯერარდმა
ლივერპულის მაისურით 400-ე მატჩი
ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ და
ამ თამაშშიც გაიტანა გოლი. 2008
წლის 13 აპრილს კი მან თავისი 300-ე
თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში. ამ
სეზონში მან სულ 22 გოლი გაიტანა.
ჯერარდი იმ წელსაც დასახელდა
წლის საუკეთესო გუნდის წევრად და
ნომინირებული იყო ასევე წლის
საუკეთესო ფეხბურთელის
ტიტულზეც.
2009 წლის 10 მარტს მან რეალ
მადრიდის წინააღმდეგ ევროთასებზე
თავისი 100-ე მატჩი ჩაატარა და
დუბლიც შეასრულა (ლივერპული 4-0
მადრიდის რეალი). რამდენიმე დღის
შემდეგ მან ისევ გაიტანა გოლი, ახლა
უკვე მანჩესტერ იუნაიტედის კარში
ოლდ ტრაფორდზე (მანჩესტერ იუნ.
1-4 ლივერპული). ამ თამაშის შემდეგ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ,
ზინედინ ზიდანმა განაცხადა:
"მართალია სტივი არ არის ისევე
ყურადღების ცენტრში როგორც მესი
და რონალდო, მაგრამ ჩემი აზრით
იგი საუეკეთესოა მსოფლიოში."
2009 წლის 22 მარტს ჯერარდმა
შეასრულა თავისი პირველი ჰეთრიკი
პრემიერლიგაში ასტონ ვილასთან
მატჩში. იმავე წლის 13 მაისს
ჯერარდი დასახელდა ჟურნალსტთა
ასოციციის მიერ 2008/09 წლის
საუკეთესო ფეხბურთელად
სანაკრებო კარიერა
ჯერარდი დანიელე დე როსის
წინააღმდეგ ევრო 2012 -ზე
ინგლისის ნაკრებში ჯერარდს
დებიუტი 2000 წლის 31 მაისს ჰქონდა
უკრაინის წინააღმდეგ მატჩში. იმავე
წლის ზაფხულში იგი მოხვდა ევრო
2000 -ზე ინგლისის ნაკრების
განაცხადში და მხოლოდ ერთხელ
ითამაშა, შევიდა რა შეცვლაზე
გერმანიასთან მატჩში.
ჯერარდმა თავისი პირველი გოლი
ნაკრებში გაიტანა 2002 წლის
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ
თამაშში . ჯერარდმა გაუტანა
გერმანიას მატჩში, რომელიც
ინგლისმა 5-1 მოიგო. ინგლისი
მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე,
თუმცა ჯერარდი ტრავმის გამო ვერ
მოხვდა განაცხადში.
ევრო 2004 -ზე ჯერარდი უკვე
ძირითადი შემადგენლობის
რეგულარული ფეხბურთელი იყო.
შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ
მატჩში ჯერარდმა გაიტანა თავისი
პირველი გოლი ევროპის
ჩემპიონატებზე. ინგლისი
მეოთხედფინალებიდან გამოეთიშა
ბრძოლას.
ჯერარდმა პირველად ითამაშა
მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში
გამართულ მუნდიალზე 2006 წელს და
2 გოლიც გაიტანა ტრინინდადის და
შვედეთის კარში. ამ ჩემპიონატზეც
მეოთხედფინალიდან გამოეთიშა
ინგლისი ტურნირს. 2008 წელს
ჯერარდი ინგლისის ნაკრების ვიცე
კაპიტანი გახდა. იმ სეზონში
ინგლიესელებმა ვერ შეძლებს
შეასრჩევი ეტაპიდან ევრო 2008 -ზე
გასვლა. ჯერარდი ძირითადი
შემადგენლობის წევრი იყო 2010
წლის მუნდიალზე.
ევრო 2012 -ზე ჯერარდი გუნდის
კაპიტანი გახდა. ჯერარდი ინგლისს
გაუძღვა ასევე 2014 წლის
მუნდიალზე. ინგლისის მიერ კოსტა-
რიკასთან ჩატარებული მატჩში
ჯერარდისთვის უკანასკნელი იყო
ნაკრების რიგებში.
ჩემპიონატის შემდეგ 34 წლის
ჯერარდმა განაცხადა სანაკრებო
კარიერის დასრულების შესახებ. მან
14 წლის მანძილზე ნაკრების რიგებში
114 მატჩი ითამაშა. ჩატარებული
მატჩების ოდენობით ის მესამეა
ინგლისის ნაკრებში პიტერ
შილტონისა და დევიდ ბექჰემის
შემდეგ. კაპიტნის რანგში ჯერარდმა
38 მატჩი ჩაატარა.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 20:58