Temur qecbaia

2 2
ავატარი
Nukri
#1
დოსიე:
თემურ ქეცბაია
დაიბადა: 1968 წლის 18 მარტი, გალი
სიმაღლე: 176 სმ
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
დღევანდელი პოზიცია: მწვრთნელი
ახალგაზრდული კარიერა
1986 დინამო სოხუმი
1987 დინამო თბილისი
პროფესიული კარიერა
1987-92 დინამო თბ 104 (23)
1992-94 ანორთოსისი 76 (36)
1994-97 აეკ 84 (24)
1997-00 ნიუკასლი 78 (😎
2000-01 ვულვზი 24 (3)
2001-02 დანდი 22 (6)
2002-06 ანორთოსისი 99 (39)
ეროვნული ნაკრები
1992-03 საქართველო 49 (16)
სამწვრთნელო კარიერა
2004-09 ანორთოსისი
2009 ოლიმპიაკოსი
2009- საქართველო
ტიტულები
საქართველოს ჩემპიონი (3🙁 1990, 1991,
1992; საქართველოს თასის მფლობელი
(1🙁 1992; საბერძნეთის თასის
მფლობელი (2🙁 1996, 1997;
საბერძნეთის სუპერთასის მფლობელი
(1🙁 1996; კვიპროსის ჩემპიონი (1🙁 2005;
კვიპროსის თასის მფლობელი (2🙁 2003,
2007.
ავატარი
Hazard
#2
ცოტა ხნის წინ დასრულდა
საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას
პრესკონფერენცია “დინამო არენაზე”. თემურ ქეცბაია: “ირლანდიასთან ძნელი თამაში გველის. ეს ნაკრები მსოფლიოს
საუკეთესო ლიგის, პრემიერ ლიგის
ფეხბურთელებითაა
დაკომპლექტებული, თუმცა ეჭვი არ
მეპარება, რომ მათზე უკეთ ვიცით
თამაში. მოედანზე ვაჟკაცურად უნდა გამოვიდეთ და ყველაფერი დავდოთ.
რასაც ისინი თამააშობენ, იმის
საწინააღმდეგო უნდა
დავუპირისპიროთ. შეიძლება ითქვას, რომ მისალოცია
ყველასთვის, რომ ახალი ციკლი იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ტურები
იყო, ბიჭები უკვე აქ არიან და
ვარჯიშობენ. მართალია რამდენიმე
ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა ისინი ხვალ აქ იქნებიან. საკმაოდ სერიოზული მატჩი გველის და
მზადება უკვე დაწყებულია. ბიჭებთან 1
კვირა ვმუშაობდი და ჩვენ გვყავდა
ახალგაზრდა ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში
თამაშობენ. მადლობა მათ, რათა ჩემს გუნდში ითამაშეს. მე ამ დღეებში ბევრი
დადებითი თვისება შევამჩნიე და ორივე
თამაშით ვისიამოვნე. - რას იტყოდით ნუკრი რევიშვილზე? იცი რა არის? სიმართლე გითხრათ მე
მეტის ღირსი ვარ, რადგან ვცდილობ
ყველა ადამიანს დავეხმარო. ეს
ყველაფერი, რაც რევიშვილზე ხდება
ჩაწყობილია და ეს დაგეგმილი იყო.
ყველაფერი 3 თვის წინ დაიწყო, როცა ნუკრის გუნდის ხელმძღვანელებს
შევხვდი. მათ მთხოვეს არ გამომეძახა
ნაკრებში ეს მოთამაშე, რადგან გუნდი
უმაღლესში გადასვლისთვის იბრძოდა
და რევიშვილი საჭირო იყო
კლუბისთვის, მეც თხოვნა შევასრულე, რადგან ის არ არის ნაკრების პირველი
მეკარე და იმ მომენტისთვის გუნდს
უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ნაკრებს. საქმე იმაში იყო, რომ ამ გუნდში კიდევ
ერთ ქართველი იყო, რომელიც
თავისუფლად ჩამოვიდა და არანაირი
პრობლემა არ შექმნია. ამ დროს კი
რევიშვილიც იძახდა მეც ჩამოვალო,
მაგრამ კარგი დროსი იყო უკვე. 2 დღით ადრე აიღო ვიზა და ჩვენ უკვე
ესპანეთში მივფრინავდით, რომელი
საკონსულო მისცემდა 2 დღეში ვიზას?
საქმე იმაში იყო, რომ მას არ უნდოდა
ჩამოსვლა. რაც შეეხება ზარს, რევიშვილმა იმ
ღამესვე დამირეკა, თუმცა მე ვუთხარი,
რომ ამ ნომერზე არ დაერეკა, რადგან არ
მეცალა და ნაკრების საქმეებით ვიყავი
დაკავებული. საქმე იმაშია, რომ მაშინაც და ახლაც მათ
უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი ჩემზე
გადამტყდარიყო და მე დამბრალებოდა,
აი ქეცბაიასთან კონფლიქტი აქვს კიდევ
ერთ ფეხბურთელსო… ასეთი ხალხი არ
მჭირდება, რომლებიც მილიონ მიზეზსა და პრობლემას იგონებენ იმისთვის,
რომ ნაკრებს თავი აარიდონ და ისინი
სუფთად გამოვიდნენ ამ საქმიდან. - რა მოუტანა თქვენმა მუშაობამ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს? შენ აქ ისეთ კითხვებს სვამ გეგონება
საჭორაოდ მოდიხარ აქ, ახლა კი
გიპასუხებ: მე ჩავიბარე
განადგურებული ნაკრები, რომელიც
ფიფას რეიტინგშ 150-ე ადგილზე იყო,
ბოლო 10 თამაშში 3 გოლი ჰქონდა გატანილი და ციკლში მე-6 პოზიციაზე
დაამთავრა ასპარეზობა. და ეს შედეგი
იყო მაშინ, როცა ნაკრებს ყველა
ფეხბურთელი წამყვან ევროპულ
გუნდებში ჰყავდა. მე კი ეს გუნდი ავათამაშე და მე-5
ადგილზე გავედით, 10 ქულა
დავაგროვეთ გუნდით, რომელსაც 3
წელი არ ჰქონდა შეხვედრა მოგებული.
1 წელი საერთოდ ისე ჩავატარე, რომ
ნაკრებს წაგება არ ჰქონდა 5 მოგება 5 ფრე. თუ გახსოვთ ბოლოს შესარჩევ
ციკლში როდის გავედით მე-4 ადგილზე?
ალბათ მაშინ მე, რომ ვთამაშობდი, დიახ
ეს ასეა 2002 წელს. და 12 წლის შემდეგ
ჩვენ კვლავ მოვახერხეთ ამ შედეგის
გამეორება და ეს ყველაფერი 4 წელში მოვახერხე. ნაკრები, რომელიც დანგრეული იყო
აღორძინდა და მოუგო ხორვატიას,
საფრანგეთს ფრე ეთამაშა და ერთი
სიტყვით, რომ ვთქვათ
ბრძოლისუნარიანი გუნდი დადგა. ჩემგან, რომ გინდათ მხოლოდ შედეგი
იმას რატო არ იხსენებთ ზაფხულში რა
საშინელი მდგომარეობა ჰქონდა
ქართულ გუნდებს ევრო ტურნირებზე?
5 წელია ვიხვეწები ახალგაზრდებს
მიეცით შანსი-თქო და ნუ ხარჯავთ ტყუილუბრალოდ მილიონებს, თუმცა
ვინ მომისმინა? მხოლოდ ახლა მოხდა
ეს, რომ ახალგაზრდა ბიჭები არიან
გუნდებში და მათი ვარჯიშის
წარმართვა დიდი სიამოვნება იყო. იცით
რატომ არ დავტოვე ისინი ნაკრებში? იმიტომ, რომ ახალგაზრდულ გუნდებში
არიან და ვფიქრობ, ჯერ იქ უმჯობესია
მათი თამაში. ბიჭები 2 თვის წინ
გუნდში არ თამაშობდნენ და ასე მალე
ირლანდიასთან განაცხადში შეყვანა
ნაადრევი მგონია. - რას იტყოდით ირლანდიაზე და როგორ
უნდა მივაღწიოთ წარმატებას ამ მატჩში
მხოლოდ 2 ფორვარდით? მხოლოდ 1 მატჩს ვატარებთ ახლა და
ვფიქრობ, რომ 2 ფორვარდი სავსებით
საკმარისია. ეგერ მსოფლიო ჩემპიონატი
მოიგეს უფორვარდოთ და
ბრაზილიისმსგავსმა ძლიერმა გუნდმა
ვერ იშოვნა ნორმალური ფორვარდი და რა გასაკვირია, რომ მე 2-ზე მეტი არ
დამჭირდა? - რატომ არ არიან ნაკრებში
დვალიშვილი და ჭანტურია? ხომ გეუბნებით არ მჭირდება ამდენი
შემტევი ფეხბურთელი-თქო. 2
ფორვარდი საკმარისია მაშინ, როცა
მხოლოდ 1 შეხვედრას ატარებ. სულ,
რომ 10 თავდამსხმელი გამომეძახებინა
რა აზრი ექნებოდა, რადგან 1-ზე მეტს მაინც არ მოუწევს თამაში. რაც შეეხება ვაწაძეს, ახლა ეს
ფეხბურთელი დანიის მეორე
დივიზიონში თამაშობს და ვფიქრობ,
რომ სხვა უფრო მაღალი დონის
ფორვარდები გვყავს ჩვენ. - რას უნდა ველოდეთ ახალი შესარჩევი
ეტაპისგან? ახალ ციკლში უკეთესი შედეგის იმედი
გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე უნდა
გავიდეთ”, – აცხადებს თემურ ქეცბაია
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:08