Cesc Fabregasi

1 2
ავატარი
Nukri
#1
ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი ( კატ.
Francesc Fàbregas i Soler [ˈsɛsk ˈfaβɾəɣəs]
; დ. 4 მაისი, 1987 , არენის დე მარი,
კატალონია, ესპანეთი ) —
კატალონიელი შემტევი
ნახევარმცველი, რომელიც წლების
მანძილზე ლონდონის "არსენალში "
თამაშობდა, 2011-14 წლებში
"ბარსელონაში" [3] , ხოლო 2014 წლის
ზაფხულიდან „ჩელის“ ფეხბურთელია.
კარიერა
„არსენალში“ გადასვლამდე
ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების
ტურნირში მიიღო მონაწილეობა,
სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი -
„ადიდასისა“ და ტურნირის ოქროს
ბუცები მოიგო, როგორც
ბომბარდირმა და ტურნირის
საუკეთესო მოთამაშემ, მისმა
ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა
ბრაზილიელთა შემდეგ.
კლუბში სესკის დებიუტი ლიგის
თასის თამაშში შედგა „როტერჰემ
იუნაიტედთან“; ამ გამოსვლით იგი
ასევე „არსენალის“ ყველაზე
ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. იმ
მატჩშიც სესკს მოედანი უშედეგოდ
არ დაუტოვებია - ზუსტად შეასრულა
თავისი დარტყმა პენალტების
სერიაში. ამის შემდეგ, ლიგის თასის
მოგვიანებით ეტაპზე მან
თამაშიდანაც გაიტანა
„ვულვერჰემპტონთან“. ფაბრეგასს
2004-05 სეზონამდე არ დაუწყია
ძირითად შემადგენლობაში
რეგულარულად გამოსვლა - პირველი
შემთხვევა „მანჩესტერ იუნაიტედთან“
დაფიქსირდა ინგლისის სუპერთასის
მატჩში, ამას კი მიყოლებით ოთხი
გამოსვლა მოჰყვა პრემიერლიგის
შეხვედრებში „ევერტონთან“,
„მიდლსბროსთან“, „ბლექბერნთან“
და „ნორიჯთან“. ფრანსესკმა ბევრი
გააკვირვა ამ თამაშებში
(„ბლექბერნთან“ მან გოლიც
გაიტანა), შემდეგ კი ჩემპიონთა
ლიგაშიც გამოიჩინა თავი
„როსენბორგთან“ გატანილი გოლით.
ამას ლონდონელებთან ახალი
კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა,
რომლის თანახმადაც სესკი
„არსენალის“ საკუთრება იყო 2011
წლამდე. გუნდიდან პატრიკ ვიეირას
წასვლის შემდეგ ესპანელმა მყარი
ადგილი მოიპოვა ნახევარდაცვაში და
2005-06 სეზონის დასაწყისიდანვე
ხშირად გამოდიოდა ძირითადში;
სესკს არც გოლების შეგდება
დავიწყებია - გაუტანა „ბლექბერნსა“
და „ფულემს“ პრემიერლიგაში, თუმცა
ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი
თამაში ჩემპიონთა ლიგაში იყო - ჯერ
„რეალ მადრიდთან“ , შემდეგ კი
„იუვენტუსთან“ ნახევარფინალში,
სადაც ფაბრეგასი საგოლე პასისა და
გოლის ავტორი იყო - მან და ტიერი
ანრიმ ორჯერ გაითამაშეს საგოლე
კომბინაცია, როდესაც ჯერ ფრანგმა
გაატანინა ფრანსესკს, შემდეგ კი
როლები გაცვალეს და უკვე სესკი
იყო ანრის ასისტენტი.
ნაკრებში ფაბრეგასმა პირველი
თამაში 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა,
როდესაც დავიდ ვილიამ სწორედ
მისი პასით გაუტანა კოტ დ'ივუარს.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:09