Samir Nasri

1 3
ავატარი
Nukri
#1
სამირ ნასრი — ფრანგი ფეხბურთელი,
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა
და „მანჩესტერ სიტის“ წევრი.
საკლუბო კარიერა
მარსელი
დაიბადა ქალაქ მარსელში .
მშობლებმა ის ფეხბურთზე Pence
Mirrabeu-ს აკადემიაში შეიყვანეს.
ერთი წლის შემდეგ 9 წლის ნასრი
„მარსელის ოლიმპიკის“ აკადემიაში
გადავიდა.მას პროფესიონალური
დებიუტი 2004 წელს ჰქონდა,
როდესაც 17 წლის იყო. 2005-06
წლებში მან უეფას ჩემპიონთა
ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა. 2007 წელს
მან აჯობა ქარიმ ბენზემას და მიიღო
წლის საუკეთესო ფეხბურთელის
წოდება.
არსენალი
2008 წლის 16 აგვისტოდან ნასრი
„არსენალში“ ჩაირიცხა. ტრანსფერი
არსენალს 12.7 მილიონი ფუნტი
სტერლინგი დაუჯდა. სამირ ნასრიმ
მის სადებიუტო მატჩშივე აჩვენა
შედეგი. მისი დებიუტი 2008 წლის 16
აგვისტოს შედგა, როდესაც
ერთმანეთს პრემიერ ლიგაში
ლონდონის „არსენალი“ და „ვესტ
ბრომვიჩ ალბიონი“ ხვდებოდნენ.
სამირ ნასრიმ ამ მატჩშივე გამოიჩინა
თავი და სადებიუტო თამაშში გაიტანა
გოლი, რომლის მეშვეობითაც
ლონდონის „არსენალმა“ მოიპოვა
გამარჯვება. თამაში 1:0 დამთავრდა.
ამავე წლის სექტემბერში ნასრისმ
მოიპოვა ტიტული სახელად თვის
საუკეთესო მოთამაშე.
მანჩესტერ სიტი
2011 წლიდან ნასრი „მანჩესტერ
სიტის“ ფეხბურთელია. კლუბთან
ერთად მან ინგლისის პრემიერ ლიგა
მოიგო.
სანაკრებო კარიერა
ნასრიმ ნაკრებში თამაში ჯერ კიდევ
მაშინ დაიწყო, როდესაც 16 წლის
იყო. მისი დებიუტი ეროვნულ
ნაკრებში ავსტრიის ნაკრების
წინააღმდეგ შედგა. ნასრი
მონაწილეობდა ევრო 2008-ზე , სადაც
ორ მატჩში ითამაშა. დომენეკმა,
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა ის 2010 წლის მსოფლიო
ჩემპიონატზე ის არ წაიყვანა,
მიუხედავად იმისა, რომ ნასრი
ძალიან კარგ ფორმაში იყო და კარგი
სეზონი ჩაატარა. ნასრიმ
მონაწილეობა მიიღო ასევე ევრო
2012-ში , სადაც ერთი გოლი გაიტანა.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:10