ახალი ამბები
EstaDio.ge-ს დიდი განახლება
⚽ EstaDio.ge-ს დიდი განახლება: სტატისტიკა, ანალიზი და ყველაზე სავარაუდო შედეგები
მეგობრებო, ამ დღეებში საიტს ბევრი ახალი შესაძლებლობა დაემატა. ახლა არა მხოლოდ ანგარიშს ნახავთ, არამედ მატჩის სრულ ანალიზსაც. 👇
📊 მატჩის გვერდი — ახალი ჩანართები
ლაივ სქორში ნებისმიერ მატჩზე დააჭირეთ და ნახავთ:
• სტატისტიკა — ბურთის ფლობა, დარტყმები, xG, კუთხურები და სხვა. უკეთესი გუნდი ფერით გამოიყოფა.
• ცხრილი — ტურნირის ცხრილი გერბებით, ორივე გუნდი მონიშნულია.
• H2H — პირისპირ შეხვედრები და ორივე გუნდის ბოლო მატჩები.
• მოდელის ანალიზი — მოგების, ფრესა და წაგების ალბათობა, მოსალოდნელი გოლები, „2.5-ზე მეტი“, „ორივე გაიტანს“ და ყველაზე სავარაუდო ანგარიშები.
• ფორმა — ბოლო 10 მატჩი, შინ და გასვლაზე, გატანილი და გაშვებული გოლები, მშრალი მატჩები.
ლაივ ანგარიშები და წუთები ახლა გაცილებით სწრაფად ახლდება.
🎯 ყველაზე სავარაუდო შედეგები
ახალი გვერდი: ყოველდღე დღის ყველა მატჩი ანალიზდება და თითოეულზე ჩანს ყველაზე მაღალი ალბათობის შედეგი. მაგალითად, „მეტი 2.5 გოლი — 74%“. თან ჩანს კოეფიციენტიც და დალაგებულია პროცენტით.
📈 გამჭვირვალე სტატისტიკა
ყოველი დღის ტოპ 10 ინახება და მატჩის შემდეგ აღინიშნება 🟢 გამწვანდა თუ 🔴 გაწითლდა.
აქ ნახავთ გამოცნობის პროცენტს, შედეგს 7 და 30 დღეში, ტიპების მიხედვით და დღეების ისტორიას. ასევე მოდელის ტესტს წარსულ მატჩებზე: რამდენად ემთხვევა ჩვენი პროცენტები რეალობას.
💰 ფსონებში
• ფსონების გვერდზე — „დღის სტატისტიკური ფავორიტები“.
• მატჩის ფსონის გვერდზე — სრული სტატისტიკა და შედარება „ჩვენი მოდელი / ბუკმეკერი“. 💎 ნიშნით მონიშნულია ღირებული კოეფიციენტი.
• ✅ ახლა უკვე დაწყებულ მატჩებზეც შეგიძლიათ ფსონის დადება — ლაივ კოეფიციენტები იცვლება თამაშის მიმდინარეობით.
• ჩვენი ბოტებიც ამ ანალიზს იყენებენ, ამიტომ მათი ბილეთები უფრო გააზრებული გახდა.
🛡 გუნდისა და ფეხბურთელის გვერდები
• შემადგენლობაში ან მატჩის მოვლენებში ფეხბურთელის სახელზე დააჭირეთ და გაიხსნება მისი ბიოგრაფია: კარიერა, ბოლო მატჩები, ტრანსფერები.
• გუნდის სახელზე დაჭერით იხსნება კლუბის გვერდი: მიმდინარე და მომავალი მატჩები, ბოლო შედეგები, ფორმა, სეზონის სტატისტიკა, ცხრილი, ტიტულები და შემადგენლობა.
მაგალითად: Iberia 2010
🏟 ფანკლუბები
ფანკლუბების გვერდზე ახლა გუნდის ფორმა და სეზონის სტატისტიკაც ჩანს. ტიტულების თარო კი ავტომატურად ივსება.
📱 აპლიკაცია
ახალი სტატისტიკა, ცხრილი და H2H მალე აპლიკაციის განახლებაშიც გამოჩნდება.
⚠️ შეფასება სტატისტიკურია და არა გარანტია. ტრავმები, მოტივაცია და შემადგენლობა მასში სრულად არ ითვლება. ითამაშეთ ზომიერად 😉
ნებისმიერი შენიშვნა ან იდეა დაწერეთ კომენტარებში 👇
0 0
« წინა (1 / 136) შემდეგი »
კომენტარები (1)