“ბარსელონა” ვან პერსით ინტერესდება
17 ოქტ 2015, 02:41
კატალონიურმა გრანდმა ვეტერანი
ჰოლანდიელის ტრანსფერზე მუშაობა
დაიწყო. Algemeen Dagblad-ის ინფორმაციით,
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ
“ფენერბაჰჩესთან” რობინ ვან პერსის
ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები
წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა
სპორტული დირექტორი ჰოლანდიისა
და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის
გამართულ ევროპის 2016 წლის
ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას
ესწრებოდა, სადაც ვან პერსიმ ორი ბურთი გაიტანა, თუმცა აქედან ერთი –
საკუთარ კარში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე
სეზონში ვან პერსის ანგარიშზე 12
მატჩი და ოთხი გოლია.
კომენტარები (3)
ავატარი Hazard17 ოქტ 2015, 02:53
vila an etoo daibrunet
ავატარი Messi17 ოქტ 2015, 08:41
Hazard, etoo martlac kargi iqneboda, magram magan gaigo turqi fuchuebis gemo wamomsvleli araa
ავატარი Hazard17 ოქტ 2015, 09:27
Messi, es araa turq fuchurebshi ? 😃
სიახლეები | Hazard | “ბარსელონა” ვან პერსით ინტერესდება