მანჩინი: „იუვენტუსის“ დამარცხების შემთხვევაში, წარმატებული სეზონი გვექნება“
17 ოქტ 2015, 10:45
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა
რობერტო მანჩინიმ „იუვენტუსთან“
იტალიის სერია ა-ს მოახლოებული
მატჩის შესახებ ისაუბრა. „ეს იტალიის დერბია. იმედია, ის
სანახაობრივი გამოდგება. თუ
„იუვენტუსის“ დამარცხებას
მოვახერხებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სეზონი წარმატებული გამოდგა. უკვე ხუთი წელია, რაც
„ინტერს“ „იუვესთვის“ „სან-სიროზე“
არ მოუგია. ჩვენი საათი დადგა. მეორე
ადგილზე ვიმყოფებით, ჩვენი მეტოქე კი
ცხრილის შუაშია. ასე რომ, ეს მატჩი
ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა
„ნერაძურის“ დამრიგებელმა. ცნობისთვის, აქამდე მანჩინის ერთ-
ერთმა მოთამაშემ ივან პერიშიჩმა
განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში
„იუვენტუსი“ ჩემპიონი ვერ გახდება. „ინტერი“ – „იუვეუნტუსის“ შეხვედრა
კვირას, 18 ოქტომბერს, თბილისის
დროით, 22 საათსა და 45 წუთზე
დაიწყება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მანჩინი: „იუვენტუსის“ დამარცხების შემთხვევაში, წარმატებული სეზონი გვექნება“