ესპანური პრესის თანახმად,
არგენტინის ფეხბურთის
ფედერაციამ კატალონიის
“ბარსელონას” მესის
ტრავმასთან დაკავშირებით
წერილი გაუგზავნა.
კერძოდ, არგენტინელებს სურთ,
რომ მესი ბრაზილიის
წინააღმდეგ გასამართი
შეხვედრისთვის სრულ
მზადყოფნაშ იყოს და
“ბარსელონას”
ხელმძღვანელობას სწრაფი
მკურნალობისკენ მოუწოდებენ.
ბრაზილიისა და არგენტინის
ნაკრებების დაპირისპირება 14
ნოემბერს გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია,
ითამაშებს თუ არა მესი ამ
შეხვედრაში. მოგეხსენებათ,
ნოემბრის თვეში “ბარსელონას”
პრინციპული მატჩი ელის
“რეალთან”. ექიმების ცნობით,
მესიმ შესაძლოა ამ მატჩში
ითამაშოს.