2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ეროვნულ
გუნდს ბრაზილიის ნაკრების
წინააღმდეგ გასამართ მატჩში გუნდის
ლიდერი ლიონელ მესი დააკლდება. ეს
შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება. მესი ვერც 17 ნოემბერს კოლუმბიის
ნაკრების წინააღმდეგ გასამართ
შეხვედრაში ითამაშებს. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში
იმედს გამოთქვამდნენ, რომ ლეო მესი
ამ შეხვედრებისთვის
გამოჯანმრთელებას მოახერხებდა,
თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა
მოვლენების დაჩქარება არ ისურვა. წინასწარი ინფორმაციით, მესი 21
ნოემბერს მადრიდის “რეალის”
წინააღმდეგ გასამართ მატჩში
დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა
ფეხბურთელმა ტრავმა 26 სექტემბერს, “ლას პალმასთან” გამართულ
შეხვედრაში მიიღო.