fernando იერო თბილისს ეწვევა
17 ოქტ 2015, 17:00
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევითა და კლუბის უახლოესი ბიზნესმენი მეგობრის ხელშეწყობით, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, თბილისს რამდენიმე დღით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ფერნანდო იერო ესტუმრება.
მადრიდის “რეალის” ვეტერანი ფეხბურთელი თბილისური კლუბის ინფრასტრუქტურასა და მეთოდიკას გაეცნობა, ასევე დაესწრება 21 ოქტომბერს გასამართ შეხვედრას “საბურთალოსა” და “მიდტიულანდს” შორის. იგეგმება ფერნანდო იეროს შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთანაც.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, “საბურთალოს” გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე მადრიდში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა შედგა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელსა და “სამეფო კლუბის” ყოფილ ვეტერანს შორის. სწორედ, ესპანეთის დედაქალაქში გადაწყდა, რომ ფერნანდო იერო უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვიდოდა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Gaucho | fernando იერო თბილისს ეწვევა