ლა ლიგის მერვე ტურის მატჩში
ლევანტესთან, კრისტიანო
რონალდომ გაიტანა გოლი და
გადავიდა რეალის
ბომბარდირებს შორის პირველ
ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ
პორტუგალიელ ვარსკვლავს,
რაულის შედეგის
გასაუმჯობესებლად დასჭირდა
310 მატჩი ყველა ტურნირზე,
როცა ესპანეთის ნაკრების
ყოფილ ფორვარდს 16 წლის
განმავლობაში 741 შეხვედრის
გამართვა მოუხდა.
30 წლის ფორვარდი 2009 წელს
გადავიდა მადრიდულ კლუბში
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” და
პირველივე სეზონში 33ჯერ
დალაშქრა მეტოქის კარები.
მადრიდში გატარებულ
დანარჩენ სეზონებში მას 50
გოლზე მეტი გაჰქონდა.
ლევანტესთან გატანილი გოლი
მეექვსე იყო რონალდოსთვის ამ
სეზონში.
წყარო: Goal.Com