ნეიმარმა, გუშინ, "რაიოსთან" შეხვედრაში "ბარსელონაში" პირველად გაიტანა 4 გოლი, თუმცა ბრაზილიელის პოკერი სხვა რამითაცაა აღსანიშნავი - 23 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
ნეიმარმა ესპანეთის პრიმერას 8 თამაშში 8 გოლი გაიტანა და გადაასწრო მადრიდის "რეალის" ვარსკვლავებს, კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას, რომელთა ანგარიშზეც 6-6 ბურთია.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს", "ლევანტეს", "სელტას", "სევილიასა" და "რაიოს" გაუტანა.