ესპანური გამოცემა MARCA საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.
წყარო მესის, ნეიმარისა და სუარესის ხელფასის შესახებ წერს.
ახალი კონტრაქტის თანახმად ბრაზილიელი შემტევი ხელფასის სახით დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს ყოველწლიურად. ბონუსების სისტემით კი ის 40 მილიონს მიუკაკუნებს.
არგენტინელ შემტევს, ლიონელ მესის ხელფასი, ბონუსებით საშუალოდ 45-50 მილიონი ევრო გამოდის ყოველწლიურად.
ნეიმარის მსგავსად ლუის სუარესიც ახალ კონტრაქტს აფორმებს კლუბთან, რის შემდეგაც მისი ანაზღაურება ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება (ბონუსებით).
როგორც ამჩნევთ, MSN-ის საერთო ხელფასი 100 მილიონ ევროს აღემატება.
MARCA წერს, რომ ლა ლიგაში მოასპარეზე 20 გუნდიდან მხოლოდ 3-ს აქვს უფრო მაღალი ბიუჯეტი, ვიდრე MSN-ს.
"რეალი", "სევილია", "ატლეტიკო" და "ბარსელონა" თავისთავად - მხოლოდ ამ გუნდებს აქვთ ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ბიუჯეტი.