
2016 წლის 13 დეკემბერს "მილანი" ოფიციალურად გახდება ჩინური კომპანიის, Haixia Capital-ის და ისინი მალევე დაიწყებენ ინვესტიციებს.
ხელშეკრულების თანახმად ჩინელებმა საერთო ჯამში 740 მილიონი ევრო გადაიხადეს.
220 მილიონი ევრო გუნდის ვალებში წავიდა, 100 მილიონი ევრო კი სილვიო ბერლუსკონიმ მიიღო, რომელიც გუნდის კანონიერი მფლობელი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ 420 მილიონ ევროს, ამ თანხას ჩინური კომპანია გუნდში ჩადებს.
დიდია იმის ალბათობა, რომ იტალიელებმა ზამთარშივე დაიწყონ ტრანსფერების განხორციელება.
ისინი უკვე აკვირდებიან რამდენიმე მოთამაშეს.