
ხვალ, პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" მასპინძლობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, "იუნაიტედის" ოფიციალურმა თვითერის გვერდმა 2011 წლის აგვისტოს შეხვედრა გაიხსენა, სადაც "მანჩესტერმა" "არსენალი" 8:2 გაანადგურა.
თვითერის ადმინებს სურდათ, რომ ფანები კარგ განწყობაზე დაეყენებინა, თუმცა მათ საპირისპირო რეაქცია მიიღეს.
"მანჩესტერის" გულშემატკივარი ფიქრობს, რომ გუნდი ფორმაში არ არის და შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალთან" დამარცხდეს, რის გამოც ისინი ორმაგად დაიტროლებიან.
ფანებმა პოსტის წაშლაც კი ითხოვეს.