
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე წელიწად-ნახევარი რჩება.
მსოფლიოს ყველა კონტინენტზე უკვე ჩატარდა მუნდიალის შესარჩევი ციკლის თითქმის ნახევარზე მეტი შეხვედრები.
რამდენიმე კონტინენტზე უცნაური სურათია მოცემული.
მაგალითად, არგენტინის ნაკრები არც თუ ისე დამაჯერებელია და შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩეს. უარესს სიტუაციაშია კოლუმბიის ნაკრები.
ზოგადად სამხრეთ ამერიკაში ფავორიტებს საქმე ეკვადორმა გაუფუჭა, რომელმაც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა.

აფრიკის კონტინენტზე კატასტროფული სიტუაცია აქვს განის ნაკრებს, რომელიც საუკეთესოა. როგორც გახსოვთ, ბოლო მუნდიალებზე აფრიკელთა მხრიდან ყველაზე კარგი შედეგები სწორედ განამ დააფიქსირა.

საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა აზიის კონტინენტზეც, სადაც შესაძლოა იაპონია ან ავტრალია დარჩეს მუნდიალის საგზურის გარეშე. ალბათ, გახსოვთ, რომ ორივე მათგანი მუდმივად იღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

დიდი ალბათობით, მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩება ჰოლანდია ან შვედეთი. ისინი ერთ ჯგუფში საფრანგეთთან ერთად მოხვდნენ.

უშეღავათო ბრძოლა მიდის G ჯგუფშიც, სადაც შესაძლოა იტალია ან ესპანეთი ჩარჩნენ. როგორც ამჩნევთ, ისრაელის ნაკრები დიდ მეტოქეებს არაფერს უთმობს...