მოურინიოს მკაცრი სასჯელი ემუქრება!
28 ნოემბერი 2016, 17:05
როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერლიგის" გასულ ტურში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მოედნიდან გააძევეს.
"The Telegraph"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის სადისწიპლინო კომიტეტმა, მოურინიო შესაძლოა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.
შეგახსენებთ, რომ მატჩის 27-ე წუთზე მოურინიომ პოლ პოგბასთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი გააპროტესტა, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა სიმულაციისთვის დაუმსახურა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა წყლის ბოთლს ფეხი დაარტყა და მე-4 მსაჯთან უკმაყოფილება ასე გამოხატა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მოურინიოს მკაცრი სასჯელი ემუქრება!